
საახალწლო დღესასწაულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი განწყობაა. ასე ნაძვის ხის გაფორმების, საჩუქრების ყიდვის, გემრიელი კერძების მომზადების და სტუმრების გამასპინძლების სურვილი გაგიჩნდებათ.
ვიმედოვნებთ, რომ Girl.ge-ს დღევანდელი მხიარული ამოცანები არა მხოლოდ გონების გავარჯიშებაში დაგეხმარებათ, არამედ კარგ განწყობასაც შეგიქმნით. ამოცანები შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად ამოხსნათ. ასე უფრო საინტერესო გამოვა.

მხიარული ამოცანები
ამოცანის პირობები
1. პირველ საახალწლო ამოცანაში დამდეგი დღესასწაულის მთავარი გმირის, თოვლის ბაბუა უნდა აწონოთ. გარდა ამისა, ლამაზი პინგვინის და მომღიმარი ირმის წონებიც უნდა გამოთვალოთ. ეს ყველაფერი ბოლო მაგალითის ამოსახსნელად დაგჭირდებათ.
2. მეორე ამოცანაც საახალწლო თემას ეხება. აქ გვაქვს ხელთათმანები, ქუდები და მხიარული ღორი. რა მნიშვნელობა იმალება თითოეული სურათის მიღმა და რომელი რიცხვი უნდა დასვათ კითხვის ნიშნის ნაცვლად? ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან სურათზე ობიექტები მრავალფეროვანი კომბინაციებითაა წარმოდგენილი. რა ღირს მხოლოდ ღორი ქუდში და ერთი ხელთათმანით.
3. მესამე ამოცანა კიდევ უფრო დაგაფიქრებთ. აქ ოთხი ნიმუშია, რომლის დახმარებით თეთრი დათვის, პინგვინის, სელაპის და ყვითელცხვირა ზღვის კატის მნიშვნელობები უნდა გამოიცნოთ. სწრაფად ამოხსნას შეძლებთ?
ამოცანების ამოხსნა
1. ამოცანის მე–3 მაგალითიდან ჩანს, რომ თოვლის ბაბუა იწონის 165/3=55 კგ–ს. გასაკვირია, მაგრამ რას გავაწყობთ? გავაგრძელოთ. პირველი მაგალითიდან ირმის წონას ვიგებთ: 215–55=160 კგ. პინგვინის წონა იქნება:160-140=20 კგ. ახლა შეგიძლიათ ბოლო მაგალითი გამოთვალოთ: 160+20+55=235 კგ. სწორედ ამდენს იწონის მხიარული კომპანია.

2. უკვე პირველივე მაგალითიდან ჩანს, რომ წყვილი ხელთათმანი 30/3=10. აქედან ერთი ხელთათმანი 5–ს უდრის. სწორედ ამიტომ, ქუდიანი ღორი უდრის (27-5)/2=11. ახლა ყურადღება მიაქციეთ მე–3 მაგალითს. აქედან ვიგებთ, რომ ქუდი უდრის 24-10-11=3. ბოლო მაგალითი ასე გამოიყურება (3*2)+(11+5)*(11-3)=6+16*8=6+128=134.
3. პირველი მაგალითიდან ვიგებთ, რომ თეთრი დათვი უდრის 7-3=4. მაშინ მე–4 მაგალითიდან ვიგებთ, რომ სელაპი 10+4=14–ს ტოლია. მე–3 მაგალითში ცხადი ხდება, რომ ყვითელცხვირა ზღვის კატა 14-3=11. პინგვინი კი 14/2=7.
მაშინ ბოლო მაგალითი ასე გამოიყურება: 11+7-4=14. გამოდის, კითხვის ნიშნის ქვეშ შეგიძლიათ სელაპი დასვათ. ტოლობა შენარჩუნდება.

ვიმედოვნებთ, რომ მხიარული ამოცანების ამოხსნა საინტერესო იყო, ხოლო სწორი პასუხების პოვნა დახმარების გარეშე შეძელით. რომელი ამოცანის ამოხსნა გაგიჭირდათ?