
იმ ეპოქაში, როცა კალკულატორი ყველა მობილურ მოწყობილობაშია, დათვლის უნარი, თითქოს, მნიშვნელოვანი აღარაა. თუმცა, იგი არამხოლოდ გვეხმარება ბიუჯეტის დაგეგმვასა და წარმატებული შენაძენების გაკეთებაში, არამედ ტვინის ტონუსის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. ჩვენი შესანიშნავი მათემატიკური ამოცანები დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად გახდით დამოკიდებული ამ ელექტრონულ დამხმარეებზე და რამდენად კარგ ფორმაშია თქვენი ტვინი.

საინტერესო მათემატიკური ამოცანები
1. გამოთვალეთ 0-დან 100-მდე ყველა მთელი რიცხვის ჯამი.
- 5000
- 5050
- 10500
2. რამდენია 2-ის 20%?
- 10
- 0.04
- 0.4

3. რამდენი იქნება 5(3)-ისა და 2(2)-ის ნამრავლი?
- 500
- 60
- 30
4. რამდენი იქნება (2 + 3) (5-6) * 3 + 2?
- 17
- (-13)
- 30
5. კვადრატის მხარე 12-ს უდრის. იპოვეთ მისი ფართობი და პერიმეტრი.
- 144 და 48
- 164 და 48

6. რამდენი მლ წყალი მოთავსდება 2 და 1/4 ლიტრში?
- 2250
- 2500
- 2050

7. რას უდრის 343-ის კუბური ფესვი?
- 17
- 13
- 7
8. განსაზღვრეთ იმ ოთხკუთხედის სახეობა, რომლის წვეროებიც სწორკუთხედის კუთხეების შუაშია მოქცეული.
- რომბი
- კვადრატი
- სწორკუთხედი
9. ტელევიზორი 9600 ლარი ღიდა. გარკვეული დროის შემდეგ, ფასი 8400 ლარამდე დააკლეს. რამდენი პროცენტით შემცირდა ფასი?
- 5.5%
- 10%
- 12.5%

10. რამდენჯერაა 18 ჰა 8 ასეულზე მეტი?
- 22.5
- 25
- 225
11. რომელი რიცხვი იყოფა 7-ზე უნაშთოდ?
- 84
- 86
- 88
12. პური 23.80 ლარი ღირს, ხოლო საღეჭი რეზინი – 1.70. რამდენჯერაა საღეჭი რეზინი იაფი?
- 13-ჯერ
- 14-ჯერ
- 15-ჯერ

ამოხსნა
1. სწორი პასუხია 5050. რა თქმა უნდა, მისი პოვნა ყველა რიცხვის თანმიმდევრობით ჩამოწერის შემდეგ შეიძლება. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ზეპირი თვლა გონებას ავარჯიშებს, ამიტომ, ჩვენ უფრო მარტივ ამოხსნას გთავაზობთ.

დაყავით ციფრები წყვილებად: 1+100, 2+99, 3+98… მიიღებთ 50 ისეთ წყვილს, რომელთა ჯამი 101-ს უდრის. 50*101=5050.
2. 0.4
3. 500
4. -13
5. 144 და 48
6. 2250
7. 7
8. რომბი
9. 12.5%
10. 225
11. 84
12. 14-ჯერ.
ჩვენ ხშირად გვიკვირს, რომ სკოლებში ასწავლიან იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში დიდად არ გამოგვადგება. თუმცა, მრავალმხრივად განათლებული ადამიანი არასდროს დაიკარგება რთულ სიტუაციებში და აუცილებლად შეძლებს გამოსავლის პოვნას.