როგორია თქვენი საყვარელი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
1120

დღეს Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორია თქვენი საყვარელი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს თავისი ნაკლი აქვს, თუმცა ასტროლოგების თქმით, ყველაფერი ვარსკვლავებზეა დამოკიდებული.

ვერძი

ვერძი იდეალური ქმარია ნებისმიერი ასტროლოგიური ნიშნის ქალისთვის. თუმცა ასეთი მამაკაცის დაპყრობა რთულია. მისი გულის მოგებას ყველაზე უჩვეულო, ნამდვილად გულწრფელი და ნაზი ქალი შეძლებს.

photo credit: depositphotos

კურო

კუროს უყვარს, როცა სახლი დალაგებული, კერძი მომზადებული და ყველა პერანგი დაუთოებულია. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეუღლემ სისუფთავე შეინარჩუნოს და ოჯახის კერის დამცველი იყოს. ოჯახის ხარჯები და ყველა ფინანსური ვალდებულება მის კისერზეა.

ტყუპები

ტყუპები პარტნიორულ ურთიერთობას ირჩევს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეუღლე რაღაცით გატაცებული იყოს. დაე, ეს სამსახური ან ჰობი იყოს. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენს გამოიმუშავებს ან საერთოდ გამოიმუშავებს თუ არა.

photo credit: depositphotos

კირჩხიბი

თავის მხრივ, კირჩხიბი მზადაა, რჩეული სიცოცხლეს ბოლომდე ერთგულად უყვარდეს. ის საიმედო, ბრძენი და კეთილია. ასევე შესანიშნავი მამაა შვილებისთვის.

ლომი

ლომს ქალის სინაზე და დამთმობლობა სჭირდება. თუ ცოლი ნაზი და მზრუნველი არაა, ოჯახში ჩხუბი და კონფლიქტი უსასრულოდ გაგრძელდება. მამაკაც ლომს მუდმივად თვითდამტკიცება სჭირდება.

photo credit: depositphotos

ქალწული

თუ ცოლად მამაკაც ქალწულს გაჰყევით, ძლიერი და შეუპოვარი უნდა იყოთ. ასეთი მამაკაცი ყოველთვის სწორ არჩევანს არ აკეთებს, მას მხარდაჭერა სჭირდება. ასე რომ ხელი არ ჩაიქნიოთ!

სასწორი

სასწორთან ცოლქმრული ცხოვრება საქანელას ჰგავს. ხან თავს ამქვეყნად ყველაზე ბედნიერად გრძნობთ, ხან ფიქრობთ, თუ რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეთ. თუ მღელვარე ემოციები გიყვართ, მაშინ ეს თქვენი ტიპია.

photo credit: depositphotos

მორიელი

მორიელი ნამდვილი ტირანია. თუ მზად ხართ, რომ ყველაფერში მართალია, შეძლებთ მასთან ცხოვრებას. მორიელისთვის მხოლოდ ორი აზრი არსებობს: მისი და არასწორი.

მშვილდოსანი

მათ, ვინც ცხოვრება მშვილდოსანს დაუკავშირეს, ძალიან გაუმართლათ. ასეთი მამაკაცი რომანტიკული და ყურადღებიანია. მას საყვარელ ცოლზე ლამაზად ზრუნვა შეუძლია და ნამდვილი მისაბაძი მაგალითი, მეგობარი და მეურვეა.

photo credit: depositphotos

თხის რქა

თხის რქას ძლიერი და თავდაჯერებული ქალი შეეფერება. ყველას არ შეუძლია მისი რთული ხასიათის გაძლება. უხეში გარსის მიღმა ძალიან მგრძნობიარე ბუნება იმალება. თუ ყინულს გაალღობთ, ალი არა ერთი წელი გაგათბობთ.

მერწყული

მერწყული მოწყენილობას და იმედგაცრუებას ვერ იტანს. ჩვეულებრივ, ნათელ და უჩვეულო ქალებს ირჩევენ. ასეთი მამაკაცი სკანდალების და დიდი სიურპრიზების მოწყობის წინააღმდეგი არაა. თუმცა მის ქალბატონს რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს.

photo credit: depositphotos

თევზები

მამაკაცი თევზები ძალიან პრაქტიკულია. „ყველაფერი ოჯახში“ – ეს მათი ცხოვრების დევიზია. შეგიძლიათ კომფორტსა და კარგ პირობებზე არ იდარდოთ. ყველაფერზე შრომისმოყვარე მამაკაცი იზრუნებს.

ვიმედოვნებთ, მეორე ნახევარს უკეთ გაუგებთ. რა თქმა უნდა, ოჯახურ ცხოვრებაში კარგი და ცუდი დღეებიც არსებობს, მაგრამ ნამდვილი სიყვარულის შემთხვევაში პრობლემები წვრილმანებად მოგეჩვენებათ.

წყაროvazhnoznat