განახლდით ახალ წლამდე: 8 მოდური ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით

0
1362

“შუბლზე თმა მოკლედ ხომ არ შემეჭრა?” – ეს კითხვა ცხოვრებაში ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც დაუსვამს. თუ კიდევ ერთხელ დაფიქრდით იმიჯის შეცვლაზე, ნახეთ ჩვენს ნაკრებში მოცემული ყველაზე მოდური ვარცხნილობები და აირჩიეთ საუკეთესო!

აქვე გეტყვით, რომ იმას, რასაც ბევრი ჩვენგანი “ჩოლკას” ეძახის, ქართულად წინამო ჰქვია. 

ვარსკვლავურმა სტილისტმა, ტედ გიბსონმა გამოარჩია წინამოს ყველაზე მოდური ვარცხნილობები და გაარკვია, თუ რომელი ვარიანტი უხდება სახის გარკვეულ ტიპს ყველაზე მეტად. ვისწავლოთ ოსტატისგან!

1. როგორც ქერი ვაშინგტონს

“ეს ვიწრო სახის მქონე ქალბატონებისთვისაა: გრძელი, ასტიმეტრიული წინამო, გვერდზე გადაწეული, ხაზს უსვამს ყვრიმალებსა და შუბლს, სახეს ვიზუალურად ოვალურს ხდის.”

2. როგორც პენელოპა კრუზს

“კლასიკური ლუქი 60-იანი წლებიდან: უხდება ყველას, გამონაკლისი გარეშე, ძალიან არისტოკრატიულად გამოიყურება, სახეს აახლებს და აახალგაზრდავებს.”

3. როგორც ტეილორ სვიფთს

“უთავბოლო, ფენებად შეჭრილი წინამო ოპტიმალური არჩევანია მათთვის, ვისაც წვეტიანი ნიკაპი აქვს. დაფარული შუბლი ზრდის თვალებზე აქცენტს, გვერდებზე უფრო მოგრძო თმა კი ზედმეტად მკვეთ ყვრიმალებს მალავს.”

4. როგორც ზოი დეშანელს

“საკმაოდ სქელი, სწორად შეჭრილი, თუმცა ოდნავ დახვეული წინამო ძალიან უხდება მას, ვისაც მოგრძო სახე აქვს. შუბლის დამალვით, იგი პროპორციებს ათანაბრებს.”

5. როგორც ნაომი კემპბელს

“მოგრძო ბობში ტალღოვნად გადასული წინამო სეზონის ჰიტია! განსაკუთრებით ეფექტურია “გულის” ფორმის სახისთვის, რამდენადაც ნიღბავს მაღალ შუბლს და ფარავს ნიკაპსა და ყვრიმალებს.”

6. როგორც ზენდაიას

“წყვეტილი წინამო ძალიან აახლებს ლუქს. კარგია, თუ მისი “დახეული” ბოლოები ანალოგიური ტიპის ვარცხნილობას ეხამება.”

7. როგორც სიარას

“მკვრივი, მაღალი წინამო, რომელიც ლამის თხემიდან იწყება, და ორი უფრო გრძელი თმის რიგი კიდეებზე იდეალურია ოვალურ სახეზე. დიახ, ეს ცოტა არ იყოს 90-იანურია, თუმცა, ახლა ეს ნამდვილი ტრენდია.”

8. როგორც სელენა გომეზს

“ასეთი წინამო იდეალურია baby-face ქალებისთვის, ანუ, მრგვალი სახის, ფუმფულა ლოყებისა და განიერი ნიკაპის შემთხვევაში. მხრებამდე სიგრძის თმასთან ერთად, ვარცხნილობა ვიზუალურად ავიწროებს სახეს და მის ნაკვთებს უსვამს ხაზს. წინამოს სიგრძე შეიძლება მერყევი იყოს: მისი დამოკლებაც შეიძლება, თვალებში თმა რომ არ ჩაგცვივდეთ.”

ავტორიPhoto Credit: Rex/Fotodom, Getty Images
წყაროcosmo