არ შეიძლება შრატთან ერთად გამოყენება: 10 მნიშვნელოვანი ფაქტი ნიღბების შესახებ

0
307

ყველას უყვარს ნიღბები: მაშინაც კი, თუ სუპერეფექტი თვალსაჩინო არაა, თავად შეგრძნება – “საკუთარი თავი მიყვარს და ვანებივრებ მას” – აგლუვებს ნაოჭებს და აუმჯობესებს სახის ფერს. ხოლო, თუ ნიღბების შესახებ გაითვალისწინებთ ამ 10 ფაქტს, რომლებიც თქვენთვის მოვამზადეთ, უკეთეს შედეგს მიიღებთ.

1. ეჭვი გეპარება? დაატენიანე!

თუ თქვენი კანის ძირითად პრობლემას ვერ პოულობთ და მკვებავ, აღმდგენ, ვიტამინურ და დამაგლუვებელ ნიღბებს შორის გაურკვევლობაში ხართ, ანუ, თითქოს, ყველა ეს პრობლემა გაქვთ, თუმცა, არც ძალიან თვალსაჩინოა… აიღეთ სუპერდამატენიანებელი ნიღაბი. პირველ რიგში, კანის ზედმეტად დატენიანება შეუძლებელია. მეორეც, თუ კანი არაა საკმარისად დატენიანებული, იგი სხვა სასარგებლო კომპონენტებს ვერ აითვისებს (როცა ძალიან გინდთ დალევა, უტკბესი რეცეპტი შეძლებს თქვენს ცთუნებას? იგივეა), მეორეც, გამორიცხული არაა, რომ ყველა ეს პრობლემა გაუწყლოებასთან ერთად აორთქლდება.

2. კარგად მოწალე

ნიღბის წასმამდე, აუცილებლად დაიორთქლეთ კანი: თუ სპეციალური მოწყობილობის შეძენა არ გინდათ, უბრალოდ ჩაასხით თასში ცხელი წყალი, დაიხურეთ თავზე პირსახოცი და გააჩერეთ სახე ორთქლში 2-3 წუთით. ბუნებრივია, მანამდე მაკიაჟი უნდა მოიშოროთ და კანი გაიწმინდოთ.

3. ნუ იძუნწებ!

ნიღაბი უხვად უნდა წაისვათ, არ დაგავიწყდეთ კისრისა და დეკოლტეს ნაზი კანიც. ხშირად, კისრის კანი უფრო გასცემს ასაკს, ვიდრე სახე.

4. დაყავი და იბატონე

თუ კანი არაერთგვაროვანია (თითქმის ყველა ადამიანს აქვს ეს პრობლემა), აითვისეთ მულტიმასკინგი: კანის თითოეული მონაკვეთი უზრუნველყავით შესაფერისი მოვლით, ნუ დახარჯავთ არც ისე იაფ პროდუქტს ამაოდ.

5. არ მისცე გახმობის საშუალება

თუ თიხის ნიღბებს იყენებთ, არ მისცეთ მათ ქერქად ქცევის საშუალება: ჩამოიბანეთ, როგორც კი ზედა ფენა ოდნავ შეშრება, თორემ, ჭარბ ცხიმთან ერთად, ნიღაბი კანს აუცილებელ სითხესაც წაართმევს.

6. ნუ წელავ დროს

არც ერთი ნიღაბი, გარდა პროფესიონალური, სალონური ნიღბებისა, რომლებსაც კოსმეტოლოგი ან დერმატოლოგი აკეთებს, არ უნდა გაჩერდეს კანზე 20 წუთზე მეტხანს. ეს უაზრობაა – ერთი, ტვირთავს კანს – ორი. მოქმედებისთვის ოპტიმალური დრო 10-15 წუთია.

7. მოიშორე ნიღაბი სრულყოფილად

არ იფიქროთ, რომ ნიღბის ნარჩენების ხელებით მოშორება საკმარისია: ნიღბის შემდეგ, კანი უნდა გაიწმინდოთ მიცელარული წყლით ან ტონიკით, შემდეგ კი მოუაროთ კანს ჩვეულებრივად – ყველა საჭირო ნივთიერება უკვე კანშია.

8. იქონიე საგანგებო ვარიანტი

რეგულარული მოვლის ნიღბების გარდა, არსებობს ერთჯერადებიც, რომლებიც კონკრეტული პრობლემის სწრაფად გადაჭრისთვისაა განკუთვნილი. შეშუპების საწინააღმდეგო გიხსნით მხურვალე ღამის შემდეგ, ლიფტინგისთვის განკუთვნილი და კანის მაელვარებელი – მხურვალე ღამის წინ.

9. არ გამოიყენო შრატებთან ერთად

შრატიცა და ნიღაბიც ძალიან აქტიურ და ღრმად შემღწევ ინგრედიენტებს შეიცავს. ორივე საშუალების გამოყენება იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთს ტყუილად ხარჯავთ.

10. ენდე, მაგრამ შეამოწმე

თუ ოდესმე კოსმეტიკაზე ალერგიული რეაქცია გქონიათ, შეამოწმეთ ნიღაბი სახეზე წასმამდე: წაისვით იგი იდაყვის შიდა კუთხეზე და დაელოდეთ კანის რეაქციას მთელი დღის განმავლობაში.

ავტორიPhoto Credit: Shutterstock
წყაროcosmo