ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი: რა გაკლიათ ცხოვრებაში

0
8321

ფსიქოლოგიური ტესტი კარგი რამაა, რაც გვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით. მისი დანიშნულებაა ჩვენთვის საკუთარი თავის, სურვილების უკეთ შეცნობა და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნის უნარის გამომუშავება. ამიტომ, თუ ცხოვრების ამ კონკრეტულ პერიოდში საკუთარ თავში ვერ გაერკვიეთ, გაიარეთ მოკლე, ნახატებიანი ტესტი. დააკვირდით ამ სამ ონკანს და აირჩიეთ ერთ-ერთი დაუფიქრებლად, რაც შეიძლება სწრაფად. შემდეგ წაიკითხეთ ფსიქოლოგიური ტესტის აღწერა და გაიგეთ, რა მდგომარეობაშია თქვენი ფსიქიკა.

ფსიქოლოგიური ტესტის შედეგი

ფსიქოლოგიაში, წყალი ადამიანის ემოციური მდგომარეობის სიმბოლოა. ის, თუ როგორ მოდის ონკადნიდან წყალი, აღნიშნავს პიროვნების უნარს, გამოხატოს ემოციები ან, პირიქით, შეიკავოს ისინი. თუ ადამიანს შეუძლია თავის ემოციებთან და გრძნობებთან გამკლავება, მათი გაზიარება სხვებისთვის, ესე იგი, მას შეუძლია რთულ სიტუაციაში მოსმენა და მხარდაჭერა. ამას ემპათია ეწოდება.

Photo credit: Depositphotos

პირველი ეკრანი

მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანი ხართ. თუმცა, ცხოვრებაში თან გსდევთ შიშები, რომლებსაც ხშირად გამოჰყავხართ მწყობრიდან. თქვენთვის პირველ ადგილზეა ოჯახზე ზრუნვა, ამას კი შესანიშნავად უმკლავდებით, საყვარელ ადამიანებს ყველაფრით უზრუნველყოფთ. მარტივად პოულობთ საერთო ენას ადამიანებთან და არასდროს მალავთ ემოციებს.

მეორე ონკანი

ახლა თქვენთვის პირველ ადგილზე სიყვარული დგას. შესაძლოა, ეს იმიტომ, რომ ყოველთვის ვერ რისკავთ საკუთარი გრძნობების გამოხატვას, თავს ხშირად გრძნობთ მარტო. ის, რომ ახლა გინდათ, საყვარელი ადამიანი იყოთ და გვერდით გყავდეთ ის, ვინც თქვენზე იზრუნებთ, ეს ნორმალურია. ყველაფერს, რაც ცხოვრებაში გაქვთ, აფასებთ და თვალის ჩინივით უფრთხილდებით. თუმცა, საყვარელი ადამიანებისგან სითბო და ნდობა გაკლიათ.

მესამე ონკანი

ყოველთვის აფასებდით თავისუფლებას, პირადი სივრცე თქვენთვის პრიორიტეტულია. ხშირად გიჩნდებათ გრძნობა, რომ ეს თავისუფლება სადღაც გაქრება. სადღაც ღრმად, სულში გეშინიათ ახლობლების დაკარგვისა და ამ აზრების მოშორებას ცდილობთ. ახლობლების ჯანმრთელობა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ნუ იღელვებთ უმიზეზოდ, დააფასეთ თითოეული წამი ახლობლებთან ერთად და ეცადეთ, არ იფიქროთ ცუდზე.

ფსიქოლოგია ძალიან მრავალმხრივია, ხანდახან, იგი გვშველის და ძვირფას რჩევებს გვაძლევს რთულ სიტუაციაში. შემაწუხებელი აზრებისგან გათავისუფლების მიზნით, ფსიქოლოგთან მისვლა ან მოკლე ტესტების გავლა სირცვილი სულაც არაა. ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის სრულყოფილი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ნუ უგულებელყოფთ მას, გაუფრთხილდით საკუთარ თავს!

წყაროtakprosto