ჯადოს ძირითადი ნიშნები და სიმპტომები: როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და ახლობლები

0
1493
photo credit: Legion-Media

ზოგჯერ ცხოვრებაში აუხსნელი უსიამოვნო მოვლენები ხდება. ჩვენ წინაპრებს არაკეთილმოსურნეების ჯადოსნური ძალის სჯეროდათ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სპეციალური რიტუალებით ადამიანის გათვალვა შეიძლება. რა არის ეს? როგორ გავიგოთ, გათვალული ვართ თუ არა? თუ კი, როგორ მოვიშოროთ?

Girl.ge-ს რედაქცია ამ ყველაფერზე დეტალურად გიამბობთ: რა არის ჯადო, უბიწოების გვირგვინი, რატომ არის მნიშვნელოვანი ქინძისთავი და ალისფერი ძაფი, როგორ არ გავხდეთ თაღლითი ჯადოქრების მსხვერპლი.

რა არის ჯადო

უძველესი დროიდან ადამიანები მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების ახსნას ცდილობდნენ. გადაუღებლად წვიმს, ანუ ზეციური ქალღმერთი გაბრაზდა. მას თაყვანი უნდა ვცეთ და გავახაროთ. კარგი მოსავალი არაა, ანუ ნაყოფიერების ქალღმერთი მსხვერპლს ელოდება. სხვადასხვა ხალხს ბუნებრივი და პირადი კატაკლიზმების შესახებ საკუთარი ახსნა ჰქონდა.

ჯადო, გათვალვა – ნეგატიური მოვლენების ახსნის ერთ–ერთი მეთოდია. უნაყოფობა, დაუქორწინებლობა, განქორწინება და ღალატი – ეს და სხვა მოვლენები ხშირად აიხსნება ავი თვალით ან ჯადოთი, რომელსაც შავი მაგიის მიმდევარი მოშურნე ადამიანის თხოვნით ასრულებს.

თანამედროვე მეცნიერება ჯადოს ან ავ თვალს არ აღიარებს. ჯადოქრები მეცნიერების კრიტიკას ვერ უძლებენ. თუ ამ „სპეციალისტების“ მომსახურებით სარგებლობას აპირებთ, გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეიძლება თაღლითს გადააწყდეთ. ალბათ, ეზოთერიკოსების ყველაზე პოპულარული მომსახურებაა ჯადოს მოხსნა.

ჯადოს სახეობები

ჯადო – რიტუალის დახმარებით სხვა ადამიანისკენ მიმართული ნეგატიური ენერგიაა. რიტუალის შემსრულებელი ჯადოქარი ძლიერ უკურეაქციას იღებს, ამიტომ მოქმედებამდე ჯადოსნური დაცვა უნდა გაიკეთოს. ზოგიერთი „სპეციალისტი“ გარკვეული ჯადოქრობის შესრულებაზე უარს აცხადებს იმ მიზეზით, რომ ძლიერი უკურეაქციის მიღების ეშინია და ვერ გაუმკლავდება.

ჯადოს რამდენიმე გავრცელებული სახეობა არსებობს, რომელთაც ყველა შავი ჯადოქარი ასრულებს. ალბათ, გსმენიათ „უბიწოების გვირგვინის“ შესახებ. ადრე გოგონას, რომელიც 20 წლის შემდეგ გაუთხოვარი რჩებოდა, აუცილებლად მარტოობის შესახებ ჯადოს მოხსნის რიტუალს უტარებდნენ.

ჯადო უნაყოფობაზე

ჯადოს ერთ–ერთი ყველაზე საშინელი სახეობა – უშვილობა. ითვლება, რომ ჯადოსნური რიტუალის ჩატარების შემდეგ აბსოლუტურად ჯანმრთელი ქალი ვერასდროს დაორსულდება. თანამედროვე ინვიტრო განაყოფიერებაც ვერ უშველის. კარგი ამბავი გვაქვს: ასეთი ჯადოს დამოუკიდებლად მოხსნა ადვილია. რიტუალებში გამოიყენება სამკურნალო მცენარეები, კოცონი და მრავალი სხვა. მათი დახმარებით ჯადოს წამებში მოიშორებთ.

ქვესაგები

ასე ეწოდება ნივთებს, რომელთაც მოშურნეები მსხვერპლის სახლში ტოვებენ. როგორც წესი, ესაა ქინძისთავი, ნემსი, მონეტა და სხვა ლითონის ნივთი. მანამდე ჯადოსნური რიტუალი სრულდება, რომელიც ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებისკენ ან სიკვდილისკენ არის მიმართული.

სახლში უცხო ობიექტის აღმოჩენისას არ ინერვიულოთ. შესაძლოა, ბინაში შემთხვევით აღმოჩნდა და რიტუალთან საერთო არაფერი აქვს. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ნივთები ვინმემ ცუდი მიზნით მოიტანა, უბრალოდ გადაყარეთ (მაგრამ ნივთებს ხელით არ შეეხოთ).

ეგილეტი (სქესობრივი ლტოლვა)

ეზოთერიკოსების სამყაროში ეგილეტი ჯადოს უიშვიათესი სახეობაა, რომლის გაკეთებაც ყველა ჯადოქარს არ შეუძლია. ითვლება, რომ ის ფრანგი მისანებიდან შემოვიდა. ამ ტექნიკით რიტუალის შესრულება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

ეგილეტი ადამიანს კონკრეტულ ობიექტთან აკავშირებს. ხშირად რიტუალი მამაკაცზე სრულდება ან ცოლის მიერ, რომელიც ქმრის მუდმივი ღალატით დაიღალა ან საყვარლის მიერ, რომელიც რჩეულის დაპყრობაზე ოცნებობს.

ითვლება, რომ ეგილეტი ძალიან სახიფათო მეთოდია, რომელიც ადამიანის ბედს ძლიერ ცვლის. ასეთი ჯადოს მოშორება შეუძლებელია. არც ერთ თეთრ ჯადოქარს მისი მოხსნა არ შეუძლია. დაიმახსოვრეთ, ყველა შავი ჯადოქარი ამ რიტუალს არ ატარებს.

„უბიწოების გვირგვინი“

ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ჯადო მარტოობაზე. მოქმედებს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე. ხშირად ასეთ ჯადოს დაოჯახებულ წყვილზე აკეთებენ – ითვლება, რომ ასე ოჯახი დაიშლება და ორივე მეუღლე დაქორწინებას ვეღარ შეძლებს. ნებისმიერი ურთიერთობა აუცილებლად მარცხით დასრულდება.

„უბიწოების გვირგვინი“ საშინელი ჯადოა, რადგან მემკვიდრეობით გადაეცემა და მოქმედებს მანამ, სანამ სპეციალურად არ მოხსნით.

ბოლო დროს, ეზოთერიკაში ხშირად ამბობენ, რომ არანაირი „უბიწოების გვირგვინი“ არ არსებობს. პირადი ცხოვრების ვერ მოწყობა არა ჯადოს ან რიტუალს, არამედ საკუთარ შინაგან ნეგატიურ დამოკიდებულებას უკავშირდება.

ჯადოს და გათვალვის ნიშნები

როგორ მივხვდეთ, რომ გათვალული ვართ? ეზოთერიკოსები ჯადოს ან გათვალვის რამდენიმე ნიშანს ასახელებენ. შეიძლება ითქვას, რომ იგივე ნიშნები შეიძლება იყოს როგორც დაავადების, ასევე დეპრესიის სიმპტომები, ამიტომ გირჩევთ, ჩამოთვლილს უფრო კრიტიკულად შეხედოთ.

  • ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური.
  • სწრაფად დაღლა: საქმეს იწყებთ და ვერ ასრულებთ.
  • შიშის გაჩენა, რომელიც ადრე არ გქონდათ.
  • აბსოლუტურად ჯანმრთელი ხართ, მაგრამ ვერ ორსულდებით.
  • ქმრის მიმართ სქესობრივი ლტოლვა დაკარგეთ.
  • ჰაერის მწვავე უკმარისობა.
  • კანის დიდ ნაწილზე მეჭეჭების გაჩენა.

ჯადოს მოხსნა

ჩვენმა წინაპრებმა ჯადოს მოსახსნელად რამდენიმე მეთოდი იცოდნენ. ჯადოქრებს მხოლოდ მძიმე შემთხვევებში მიმართავდნენ, უფრო ხშირად დამოუკიდებლად უმკლავდებოდნენ. მთავარია, საკუთარ თავს ენდოთ. თუ გრძნობთ, რომ კონკრეტული მეთოდი დაგეხმარებათ, გამოიყენეთ, მაშინაც კი, თუ სხვები საწინააღმდეგოს გარწმუნებენ. პროცესს გაცნობიერებულად მიუდეგით და რიტუალი ავტომატურად ან წიგნის მიხედვით არ შეასრულოთ. ჯადოს მოხსნა მხოლოდ კლებად მთვარეზე შეიძლება. რიტუალი მზარდ მთვარეზე არასდროს შეასრულოთ.

  • მარილი ჯადოს მოსახსნელად

უძველესი დროიდან მარილს ნეგატიური ენერგეტიკის შთანთქმელად მიიჩნევდნენ. მას სხვადასხვა მეთოდით იყენებდნენ: ტაფაზე აცხელებდნენ, წყალში აზავებდნენ ან ყინავდნენ.

  • თოვლის წყალი ავი თვალის მოსახსენლად

ასეთ წყალს ავი თვალის მოსახსნელად იყენებდნენ. მას აჩერებდნენ, მასზე ლოცვას კითხულობდნენ და იბანდნენ.

  • სამკურნალო ბალახები მძიმე ჯადოს მოსახსნელად

ჯადოს მოსახსნელად სამკურნალო ბალახები აქტიურად გამოიყენებოდა. მისით ოთახებს ბოლავდნენ, კუთხეში დებდნენ. ითვლებოდა, რომ სამკურნალო ბალახები მძიმე შემთხვევებში ეხმარებოდათ.

ჯადოსგან დაცვა

როგორც ცნობილია, სჯობს პრობლემა თავიდან აიცილოთ, ვიდრე მის შედეგებს ებრძოლოთ. ავი თვალის და ჯადოსგან დასაცავს თილისმა შეგიძლიათ დამოუკიდებლად გააკეთოთ. ამისთვის რთული და ხანგრძლივი რიტუალის ჩატარება საჭირო არაა.

თილისმები

თილისმებს ავი თვალისა და ჯადოსგან დასაცავად უძველესი დროიდან იყენებდნენ. თითოეულ კულტურას თავისი ნიშანი და სიმბოლო აქვს.

მნიშვნელოვანია თილისმა ყოველთვის თან ატაროთ და სხვებისგან უხილავ ადგილას შეინახოთ, ჯიბეში ან ტანსაცმლის ქვეშ.

თილისმის გაკეთებისას კარგზე იფიქრეთ და თავდაჯერებული იყავით. თუ გრძნობთ, რომ პროცესი კარგად არ მიმდინარეობს, უკან დაიხიეთ და სხვა დროს უფრო მსუბუქი გულით გააკეთეთ. მნიშვნელოვანია! ჯადოსგან თავდასაცავად თილისმები მხოლოდ მზარდ მთავარეზე გააკეთეთ.

  • ალისფერი ძაფი

ალისფერი ძაფი ყოველთვის დამცველად ითვლებოდა. ის კისერზე ან ხელზე 7 კვანძით უნდა შეიბნიოთ. პროცესზე კარგზე იფიქრეთ ან შელოცვა წაიკითხეთ. გამოყენებული ძაფი მიწაში უნდა ჩაფლოთ.

  • ქინძისთავი

ალბათ, გახსოვთ, რომ ბავშვობაში ბებია ქურთუკის ან სვიტერის შიგნით ქინძისთავს გიმაგრებდათ. ქინძისთავი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ჯადოსგან თავდასაცავად. ზოგიერთი მშობელი ქინძისთავს ბავშვის ქუდზე ან სხვა თვალსაჩინო ადგილას კიდებენ. ითვლება, რომ ქინძისთავი ნებისმიერ ადამიანს იცავს.

წყაროcosmo