2021 წლის ჰოროსკოპი: ლომო, პირად ცხოვრებას მიხედეთ, სასწორო, გეგმები დასახეთ

0
5718
photo credit:: Shutterstock

გსურთ გაიგოთ, თუ რა სიურპრიზები მოგიმზადათ დამდეგმა 2021 წელმა? მაშინ Girl.ge-ს რედაქცია 2021 წლის ჰოროსკოპის პროგნოზს გთავაზობთ.

ვერძი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი თავგადასავლები უკან დარჩა, სიურპრიზებისთვის მოემზადეთ: 2021 წელი უფრო მეტს გაჩუქებთ! მთავარია, შესაძლებლობებისა და სწავლისთვის მზად იყოთ, რადგან თავს გადამხდარი მოვლენებიდან სარგებელი უნდა მიიღოთ. ფინანსური კუთხით კარგი წელია: იდეებით სავსე იქნებით და ამას უფროსობა შეამჩნევს. სიყვარულში ინტუიციას ენდეთ და წესები თამამად დაარღვიეთ. ბოიფრენდის გამო მეგობრები არ მიატოვოთ. მამაკაცები მიდიან და მოდიან, ხოლო ნამდვილი მეგობრობა რჩება. წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სურდო და იმუნიტეტის დაქვეითება.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ძალა ობიექტურად შეაფასოთ, მაგრამ დიდი ალბათობით, ამ რჩევას არ მოუსმენთ. განსაკუთრებით მგრძნობიარე კურო ფაქტებს უფრო მეტად უნდა დაეყრდნოს. სიყვარულში პარტნიორის ღიად კრიტიკამ შეიძლება კამათი და დაშორება გამოიწვიოს. თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, ახალი რომანის დაწყების შანსი გაქვთ, რომელიც შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. უკვე თებერვალში თანამშრომლებიდან ისეთ ძლიერ მხარდაჭერას მიიღებთ, რომ საერთოდ არაფერზე ნერვიულობა არ მოგიწევთ. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე დაფიქრდით.

ტყუპები

სპონტანური გადაწყვეტილებები ყოველთვის თქვენი ძლიერი მხარე იყო და 2021 წელს მათი დახმარებით ყველა პრობლემას მოაგვარებთ. არანაირი დაფიქრება, ორჭოფობა და გათვლები. ნებისმიერი კონცენტრაცია დასახულ მიზნებს დაგაშორებთ. არ იფიქროთ, უბრალოდ იმოქმედეთ. ეს წესი პირად ცხოვრებაში წარმატების საფუძველი გახდება. თავისუფალ ტყუპებს ეგზოტიკური კაცები მიიზიდავს, ასე რომ გაერთეთ და უარი არაფერზე თქვათ. სამსახურში არაფერი დაგეგმოთ: წყენა და მოლოდინები გაუშვით, დიდი ჯილდოს მიიღებთ და უფრო მეტად გაბედნიერდებით. საკუთარ თავზე მეტად იზრუნეთ. ტვინის სისხლძარღვებმა, თვალებმა და კბილებმა შეიძლება გიმტყუნოთ.

კირჩხიბი

2021 წლამდე დინებას მიყვებოდით, მაგრამ ახლა რამდენიმე გლობალური მიზანი უნდა აირჩიოთ, რომელთაც 2021 წელს განახორციელებთ. რაც უფრო დიდ და რთულ მიზანს დაისახავთ, მით უკეთესი. მარტამდე რაღაც გლობალური საქმე არ დაიწყოთ: თავდაპირველად, ვარსკვლავები გადაუჭრელი საქმეების მოგვარებას გაიძულებენ. აშკარა დაწინაურებაზე უარი თქვით და ჩუმად იმოქმედეთ. დაე, თანამშრომლებმა და უფროსობამ თქვენში მშვიდი გოგო დაინახოს, მაგრამ ბედი ვარსკვლავურ საათს გაჩუქებთ. რაც უფრო მეტია მოულოდნელობის ეფექტი, მით უკეთესი. სიყვარულში ცოტა ეგოისტი გახდით. შემოდგომამდე გონებაში არანაირი რომანტიკა არ გაივლოთ. რესურსები პირადი მოთხოვნილებების მიხედვით გადაანაწილეთ – ჯერ თქვენთვის, შემდეგ საყვარელი ადამიანისთვის.

ლომი

თუ მარტოხელა ხართ, 2021 წელს ჯერ პირად ცხოვრებას მიხედეთ, შემდეგ ჯანმრთელობას და ამის შემდეგ სხვა დანარჩენს. ეს ცოტა უცნაურია. ჩვეულებრივ, თქვენ გაინტერესებთ ფული და სტატუსი, მაგრამ რაღაც საინტერესო გამოვიდა. ყველაფერში დამნაშავე ახალი შეყვარებულია, რომელიც პირველივე შეხვედრაზე მოგხიბლავთ. დაუოკებელ ვნებას და ემოციების ქარიშხალს ელოდეთ. დაოჯახებული ლომი უფრო მშვიდად იქნება. ემოციების მოზღვავება არა ცოლ–ქმარს, არამედ მათ ნათესავებს შეეხებათ. 2021 წელი თქვენთვის ინტრიგების, სკანდალების და გამოძიების წელია, ნამდვილად არ მოიწყენთ. საკუთარ თავზე იზრუნეთ და ავადმყოფობები არ შეგაწუხებთ.

ქალწული

2021 წელს მდგომარეობის მძევალი გახდებით. თუ 2020 წელს რაიმეს შეცვლა ან გამოსწორება შეგეძლოთ, დამდეგ წელს უბრალოდ შრომის ნაყოფის აღება მოგიწევთ. სამსახურსა და ფინანსებში დიდი წარმატება გელოდებათ, თუ მუხლჩაუხრელად შრომობდით. ხოლო უსაქმურებს იღბალი ზურგს შეაქცევს, როგორც არ უნდა სცადონ ბედის დაჭერა. სიყვარულში მსგავსი სიტუაციაა. დამდეგი წელი ურთიერთობაში ყველა პრობლემას გამოაშკარავებს. მარტოხელა ქალწულს ახალი პარტნიორის პოვნა გაუჭირდება. როცა წარუმატებლობისგან ნამდვილად დაიღლებით და გაკვეთილს ისწავლით, ვარსკვლავები ბედნიერებას, სიმდიდრეს და ჯანმრთელობას გამოგიგზავნით.

სასწორი

ისეთი პერსპექტივები გამოჩნდება, რომელზეც ადრე არც ფიქრობდით. თუ ადრე რამე ძალიან გინდოდათ, 2021 წლს ყველაზე გიჟური სურვილიც კი აგიხდებათ. მოულოდნელი დიდება, კარიერული წინსვლა ტოპმენეჯერის პოზიციამდე? მარტივად! ქალაქელი გოგოს სოფელში გადასვლა და გიჟური სექსი ტრაქტორის მძღოლღან? ღვთის გულისთვის! ათი ჰექტარი პონების ფერმა? ინებეთ! თვითმფრინავის მართვა ან ძვირადღირებული იახტის შეძენა! დიახ, თუ შეიძლება! ოღონდ, სამწუხაროდ, სიყვარულში ბედი ჯერ არ გაგიღიმებთ. არანაირი ქორწილი, თეთრი კაბა და ყველა სხვა აქსესუარი. თუ საყვარელი ადამიანისგან ბავშვს მარტივად გააჩენთ, მაგრამ სიყვარულში გაგიმართლებთ.

მორიელი

მორიელები ახალ წელს გზაში შეხვდებიან და მთელ წელს ასე ხეტიალში გაატარებენ. 2021 წელს თავისუფალი მორიელი ადვილად შეიცვლის სამსახურს, სასწავლო ადგილს, სახლს და ბინას, ავტომობილს და ცხოვრების მეგზურს. თქვენ მსუბუქი და უდარდელი გახდებით: დღეს აქ, ხვალ სულ სხვა ადგილას. თავისუფლებით დატკბით და დაგროვებული ოცნებები აისრულეთ, რადგან ეს წელი სწორედ ამისთვის გჭირდებათ. თუ ურთიერთობაში იმყოფებით, ბავშვის გაჩენას დიდხანს დაგეგმავთ და შეიძლება ჯერ არაფერი გამოგივიდეთ. სიტუაცია თავის ნებაზე მიუშვით და ზეციურ ძალებს ენდეთ. ისინი დაგეხმარებიან და თქვენი ოცნება აუცილებლად ახდება, ოღონდ ცოტა მოგვიანებით.

მშვილდოსანი

2020 წელი რთული წელი იყო და ახლა განტვირთვა გჭირდებათ, რომ ტრავმული მოგონებები მოიშოროთ. მშვილდოსნითვის მთავარი პრობლემა ყოველთვის საკანია: მას ჩაკეტვა არ უყვარს. სასურველ ქვეყანაში მოგზაურობის შეუძლებლობა მასზე ღრმა ანაბეჭდს ტოვებს. ამის ანაზღაურებას ადგილობრივი მოგზაურობით ეცდებით. მთავარია, კანონი არ დაარღვიოთ ან კრედიტი არ აიღოთ, რომ ყველა მოთხოვნილება დაიკმაყოფილოთ. ეს ცხოვრების სხვა სფეროზეც ცუდ გავლენას იქონიებს. მეორე ნახევარი თქვენზე უფრო ფრთხილია და ეს ოჯახში უთანხმოებას გამოიწვევს. მეგობრები, ასევე უფროსობა ბორკილებიდან გათავისუფლების თქვენს სურვილს არ იზიარებენ. დანებებასა და რეალობის სხვა ნაწილებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.

თხის რქა

2021 წელს სირთულეებს გადააწყდებით, რაზეც საერთოდ არაფერი მიუთითებს. გაზაფხულამდე რთული პერიოდი გელოდებათ, მაგრამ ერთგული მეგობრები ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მათი ნდობა ბოროტად არ გამოიყენოთ: რაც უფრო მეტს მოითხოვთ, მით უფრო გაუჭირდებათ თქვენი სიყვარული. ზაფხულში ფინანსური მდგომარეობის შესანარჩუნებლად ხარჯები შეამცირეთ და ბიუჯეტს არ გასცდეთ. უძრავ ქონებას ან ავტომობილს მხოლოდ 2022 წელს შეიძენთ და რემონტსაც იმ წელს გააკეთებთ. როგორც არ უნდა სცადოთ, მხოლოდ მცირე თანხის დაგროვებას შეძლებთ. თუ ნათესავებს, მეგობრებს ფულს სთხოვთ, მათი კარგი ნახევარი თქვენთან კომუნიკაციას შეწყვეტს.

მერწყული

2021 წელს მერწყული ორ ბანაკად გაიყოფა: პირველი ჩვეული ცხოვრებით იცხოვრებს განსაკუთრებული სიხარულის და დარდის გარეშე, მეორე ჩუმად უცნაურად მოიქცევა. თუ მეორე ჯგუფს მიეკუთვნებით, მოემზადეთ ერთხელ გაიღვიძოთ და მთელი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოთ. თუ ურთიერთობაში ხართ, თქვენივე ინიციატივით შეიძლება განქორწინება მოინდომოთ. შესაძლოა კარგი სამსახური გქონდეთ, მაგრამ მაინც მიატოვოთ და საცხოვრებელი ქვეყანა შეიცვალოთ. სანამ ყველაფერს დაანგრევთ, რასაც წლები აგებდით, უკან მოიხედეთ და დაფიქრდით, შემდეგ რას გააკეთებთ. თუ პირველ ჯგუფს მიეკუთვნებით, წელი ისეთივე მშვიდი იქნება, როგორც თქვენ.

თევზები

ზაფხულამდე მუდმივი აღმოჩენების პერიოდია: ხან სპორტის ახალ სახეობას გამოცდით, ხან კულინარია გაგიტაცებთ, ხან სექსში, მუსიკაში ან ცეკვაში ექსპერიმენტებს დაიწყებთ. სადაც კი ბედი გიბიძგებთ, მის ხმას თამამად მიჰყევით და ბედნიერებას იპოვით. სიყვარულში ბალანსი დაიცავით და ზოგჯერ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ საყვარელ ადამიანზეც დაფიქრდით. შეუპოვრობა – თქვენი კარგი თვისება არაა, მთავარი როლი შრომისმოყვარეობას მიანიჭეთ. ბუნებრივია, დამატებითი ენერგიის და შემოქმედების წყაროები დაგჭირდებათ. ამაში ახალი გატაცება დაგეხმარებათ. ერთადერთი, 2021 წელს ფინანსებზე დარდი მოგიწევთ. ის საკმაოდ მოკრძალებული იქნება, მაგრამ შემდეგ შემოსავლის ახალ ალტერნატიულ წყაროს იპოვით და ყველაფერი გამოგივათ.

წყაროcosmo