
ჩაგეძინათ, აგვიანებთ, თავის დაბანა კი ვერ მოასწარით? არ იდარდოთ: ეს ვარცხნილობები გადაგარჩენთ ქუდის დახურვისგან.
7 სწრაფი და მარტივი ვარცხნილობა:
1. გაშლილი თმა და კვანძი თხემზე

იდეალურია სწორი თმისთვის: დაივარცხნეთ, თმის ნახევარი აიტანეთ თხემთან და რეზინით შეიკარით უთავბოლო კვანძი. არაუშავს, თუ თმა არც ისეთი სუფთაა: მოისხით თმის ლაქი, ვითომ, ეს საჭირო იყო.
2. კვანძების კონა

გრძელი თმის მფლობელთათვის: შეიკარით ცხენის კუდი თხემზე, შემდეგ დაახვიეთ კონად და დაატრიალეთ კუდის ძირის გარშემო. დაიმაგრეთ სამაგრებით და მზადაა!
3. კონა “ბლითზე”

აივარცხნეთ თმა ზემოთ და გაიკეთეთ კუდი. დაიმაგრეთ სპეციალური “ბლითი”. შემდეგ გაახვიეთ იგი თმაში და მიიღებთ შეუდარებელ კონას!
4. კვანძი კეფაზე

ოდნავ ტალღოვანი თმის მქონეებისთვის მშვენიერი ვარიანტია, თუმცა, სწორ თმას ძალიან არ უხდება. კეფაზე გაკეთებული დაბალი კუდი, რომელიც ბოლომდე არაა გაყვანილი რეზინში, და სახესთან დატოვებული თავისუფალი დალალები მოდის მწვერვალზეა.
5. “მძინარე” კულულები

აიღეთ მუსი ან გელი, შეიზილეთ ხელებში და გადაინაწილეთ თმებზე. შეანჯღრიერთ თმა ხელებით და მზადაა: მსუბუქი ხვეულები, რომლებიც ისე გამოიყურება, თითქოს ახლახან გაიღვიძეთ, წითელ ხალიჩაზეც კი შეგვხვედრია!
6. იდეალური კუდი

თუ თავის დაბანას ვერ ასწრებთ, აქციეთ ნაკლი ღირსებად: შეიკარით მაღალი კუდი და დაისხით თმის ლაქი, დაივარცხნეთ ზედა ნაწილი წვრილი სავარცხლით ან კბილის ჯაგრისით, ერთი ბუსუსიც კი რომ არ ჩანდეს ცალკე.
7. კუდი ქამრით

ჩვეულებრივი კუდი ელეგანტურად იქცევა, თუ თმას წინ ოდნავ მოადუნებთ, რეზინს კი თმას შემოახვევთ. სწრაფი და ლამაზი ვარცხნილობაა.
თქვენ როგორ ივარცხნით თმას ასეთ დროს?