3 ეფექტური ნატურალური პროდუქტი ცხიმის დასაწვავად.

0
805

ხშირად, კანქვეშა ცხიმოვანი შრეების გამო არ ჩანს, რამდენად გულმოდგინედ ვარჯიშობთ თვითიზოლაციის დროს, რადგან ცხიმი კუნთოვან რელიეფს ფარავს. არსებობს ეფექტური ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ ცხიმების დაშლის პროცესის დაჩქარებაში. შემოიღთ ისინი რაციონში, რათა ლიპოლიზი ოდნავ უფრო ჩქარა წარიმართოს. ნუ დაივიწყებთ ზომიერებას და ნუ გადააჭარბებთ პროდუქტის მოხმარებას: ორგანოების ზოგადი მდგომარეობა და ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე XS ზომის კაბები.

მაშ ასე, 3 პროდუქტი, რომლებიც ცხიმების წვას აჩქარებს:

1. ყავა

ყავა შეიცავს კოფეინს, რომელიც აჩქარებს ცხიმების დაშლის პროცესს. ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის (NCBI) თანახმად, კოფეინი მეტაბოლიზმს 16%-ით აჩქარებს, თუმცა, ეფექტი 1-2 საათით გრძელდება. კვირაში 2-3 კარდიოვარჯიშთან ერთად, ფინჯანი ყავა შესამჩნევ ეფექტს მოგცემთ. საინტერესოა, რომ კოფეინი ცხიმს უფრო მარტივად შლის იმ ადამიანებში, რომლებსაც სხეულის შედარებით მცირე მასა აქვთ, ცხიმოვან უჯრედებს კი გარდაქმნის ენერგიად. აი, სიმსუქნის პრობლემით შეწუხებულ ადამიანებში, პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ტოლერანტობა. დროთა განმავლობაში, სხეული ეჩვება ყავის დოზას; შეჩვევისთვის თავის ასარიდებლად, უარი თქვით ყავაზე 1 კვირით. ნუ გაზრდით ესპრესოს რაოდენობას მუყაოს ჭიქაში – ყავასაც აქვს უკუჩვენებები.

  • საღამოს მირთმეული ყავა არღვევს ძილის ხარისხს, ამიტომ, მიირთვით სასმელი დღის პირველ ნახევარში.
  • 1 პატარა ფინჯანი ყავა შეიცავს 100 მგ-მდე კოფეინს (ესპრესოს ერთი ულუფა). ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანისთვის, კოფეინის ნორმა 400 მგ-ს შეადგენს.
  • რძე ამცირებს ყავის მჟავიანობას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანებისთვის.

2. ცილოვანი საკვები

ლიპოლიზის გაზრდის ყველაზე ბუნებრივი და მარტივი საშუალებაა რაციონში ცილის რაოდენობის გაზრდა. რაციონის ასეთი ცვლილების უდავო დადებითი მხარეა დანაყრების შეგრძნება და კუნთოვანი მასის ზრდა. 1999 წელს, სამეცნიერო ჟურნალმა (International Journal of Obesity), რომელიც სიმსუქნის პრობლემებს ეხება, ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა სამოცმა მსუქანმა ადამიანმა მიიღო. გაირკვა, რომ ცილის მაღალი რაოდენობის შემცველი რაციონი ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ზომიერი რაოდენობის შემთხვევაში. თუ ცილოვანი პროდუქტის რაოდენობის გაზრდას ვერ ახერხებთ, სადილის ან ვახშმის წინ მიირთვით კანაფის ცილის კოქტეილი. აგრეთვე, შეგიძლიათ, ჩვეულებრივი კერძები ცოტათი შეცვალოთ და დაუმატოთ, მაგალითაც, დილის ომლეტს მეტი კვერცხი, თუმცა, შემოიფარგლეთ მხოლოდ ცილით – ნუ დაუმატებთ კვერცხის გულს.

  • 1 კვერცხი დაახლოებით 8 გ ცილას შეიცავს. ზრდასრული ადამიანისთვის დღიური ნორმა 1 კგ-ზე 1.5-2.5 გრამია.
  • ქათმის მკერდი ცილის შემცველობით რეკორდსმენია (90 გ 100 გ პროდუქტზე). მხოლოდ ორი ულუფაა დღეში საკმარისი, ცილის ნორმის შესავსებად.
  • ცილის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სახეობა კანაფის პროტეინია. ეს ცილა 20 ამინომჟავას შეიცავს და შესანიშნავად აითვისება ორგანიზმის მიერ.

3. მწვანე ჩაი

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც, პრაქტიკულად, არ შეიცავს კალორიებს, თუმცა, ამავდროულად, ორგანიზმში წვავს ცხიმებს, გახლავთ მწვანე ჩაი. მისი ექსტრაქტი გვეხმარება ქოლესტერინისგან გათავისუფლებასა და წნევის შემცირებაში. ჩაიში არსებული კატექინები ხელს უშლის ლიპიდების შეწოვასა და ცილების დაგროვებას. ფორმალურად, მწვანე ჩაი კი არ წვავს ცხიმს, არამედ ხელს უშლის მის დაგროვებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ამცირებს კანქვეშა ცხიმოვან უჯრედისს, ესე იგი, გვეხმარება მიზნის მიღწევასა და ცხიმოვანი ქსოვილის მასის შემცირებაში.

  • მწვანე ჩაიც შეიცავს კოფეინს – დაახლოებით 70 მგ 1 ფინჯანში.
  • დღეისათვის პოპულარული მატჩას ჩაის ათჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი მწვანე ჩაი. ასეთი თვისებები არამხოლოდ ფიგურაზე, არამედ ზოგად ჯანმრთელობაზეც აისახება.
  • თუ სიცხეში ცხელი ჩაის მირთმევის სურვილი არ გაქვთ, დაუმატეთ ფინჯანს ყინული. ასეთი სასმელი გამოგაფხიზლებთ და გაგამხნევებთ.
წყაროelle