
ამის აღწერა რთულია. თუმცა, დიდხანს მეგონა, რომ რაღაც სასიცოცხლოდ აუცილებელი მაკლდა. ვიღვიძებდი და ვწრიალებდი მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დამესიზმრებოდი. ვიწექი, ვფიქრობდი ყველაფერზე, თუ რა შემეშალა.
შენი სვიტრი, რომელიც მაჩუქე, კარადაში ხელუხლებელი იდო, თუმცა, არასდროს მიფიქრია მის გადაგდებაზე. შენი საყვარელი წიგნი თაროზე იმტვერებოდა. ჩვენი ფოტო მაცივარზე უკვე მზემ გააუფერულა, როგორც ჩვენ – წლებმა.
ადგილი, რომელიც ოდესღაც ჩვენი იყო, ახლა სხვა მრავალ წყვილს მასპინძლობდა. თუმცა, ყოველთვის ვთხოვდი, რომ იქ არ დამსხდარიყვნენ, სადაც შენ მაშინ, პირველად იჯექი.
ჯერ კიდევ მაქვს პროდუქტი, რომელიც მახსენებს შენს თავს, იმიტომ, რომ პირველად შენ გამასინჯე ისინი. მაქვს ლუდიც, რომელსაც შენთან ერთად ვსვამ, ჩემს წარმოსახვაში, რადგან ეს შენი საყვარელი ლუდია.
შენი სახელი საუბრის დროს აღარ მესმის. ხალხი აღარ მეკითხება შენზე. აღარავინ, საკუთარი თავის გარდა.
ყოველ დაბადების დღეზე ვფიქრობდი, რომ მომეწერა ან დამერეკა შენთვის, მაგრამ მეშინოდა, რომ მივხვდებოდი. იმის მიხვედრის მეშინოდა, რომ საერთოდ აღარ გენატრებოდი.
სოც.ქსელებში არ ვყოფილვარტ, მაგრამ მეხსიერებაში ჯერ კიდევ ერთად ვართ. როცა ეს აზრები მავსებს, სიცარიელეს ვგრძნობ. იმიტომ, რომ, როცა წახვედი, თან ჩემი ნაწილი წაიღე.
არ იცოდი, რომ ყოველ კვირას ვლოცულობდი, რომ დაბრუნებულიყავი.
“როცა ვიღაც შენს გულშია, იგი არასდროს მიდის ბოლომდე. შესაძლოა, იგი ყველაზე შეუფერებელ დროს დაბრუნდეს.”
5 წელი გავიდა. 5 წელი… მე კი ისევ ვუყურებ ჩემს ანარეკლს და შენ გხედავ. ვხედავ ჩემს იმ მხარეს, რომელიც შენ შექმენი, შენი სიყვარულით, რაც შენ მასწავლე, რასაც შენ ნიშნავდი ჩემთვის. შენ გამო შევიცვალე. ჩემთვის ყველაფერი რომ “გაგეხადა”, ჩემს სიღრმეში შენს ნაწილსაც იპოვიდი.
ჩემი ცხოვრება გრძელდებოდა…
შემდეგ კი ეს მოხდა – შენი სახელი ჩემს ტელეფონზე გაჩნდა, როგორც ყოველთვის ვოცნებობდი. ეს იყო აღფრთოვანება, შიში და უნდობლობა.
დაბრუნდი. პატარა საუბარი გეგმებში გადაიზარდა. 3 საათი ვემზადებოდი სარკის წინ, შენს შესახვედრად. თავში მილიონობით კითხვა მიტრიალებდა, თუმცა, რატომღაც, პასუხები არ მაინტერესებდა. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა, იყო ის ფაქტი, რომ დაბრუნდი. ჩვენ დავბრუნდით.
არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობდნენ სხვები, მთავარია, უკვე აქ იყავი.
როცა დაგინახე, თითქოს, ვიგრძენი, რომ ჩემი ნაწილი დაბრუნდა. ახლა ჩემი გული გამთელდა.
სწორედ ხომ შენ მასწავლე, რომ ნამდვილი სიყვარული დროსთან ერთად არ ილევა. იგი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ დაძლიოს დრო, გარემოებები და განშორება. შენ მე მომეცი ის, რისი რწმენაც შემეძლო. არ დავნებდი. არ ვივიწყებდი რწმენას იმისა, რომ იპოვიდი გზას, რომელიც ჩემთან მოგიყვანდა.
ახლა გიყურებ და ხალხი ამბობს, რომ უფრო ბედნიერი ვარ. მართლებიც არიან: მე ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა შენ ხარ ჩემ გვერდით.