თქვენი საყვარელი ყვავილები გვეტყვიან, რას ხედავენ თქვენში მამაკაცები

0
2806

რომელ ქალს არ უყვარს ყვავილები? მათ მრავალფეროვნებაში აუცილებლად მოიძებნება ის ერთი, რომელიც ქალის გულს დაიპყრობს. ვიღაცას ყვავილების თაიგულები მოსწონს, ხოლო ვიღაცას – ქოთნის მცენარეები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ქალს აუმაღლდება განწყობა, თუ საყვარელი მამაკაცი მას ყვავილებს მიუტანს.

გთავაზობთ მარტივ და საინტერესო ტესტს ყვავილებით. ნახეთ, რა სილამაზეა! უბრალოდ აირჩიეთ ის ყვავილი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ, და რომლის მიღებაც საყვარელი მამაკაცისგან გესიამოვნებოდათ.

1. ვარდი

თქვენ ხართ დედოფალი, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი! დედოფალი გულწრფელია როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. ხანდახან, გარშემომყოფებს აწუხებთ თქვენი ზედმეტი პირდაპირობა, თუმცა, თქვენი ბუნებრივი ხიბლი მათ მალე ავიწყებს წყენას. თქვენ გულწრფელი და ძლიერი ხართ, რაც ხიბლავს ყველას, ვინც თქვენ გარშემოა. თუ ვინმე მოგწონთ, მას თქვენი სითბოთი ათბობთ, მზესავით. თუ არა და ამას არ დამალავთ, დიდი ალბათობით, ეს ადამიანი თქვენს დამოკიდებულებას პირველივე წამიდან გაიგებს. ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა იმაში, რომ მაინც შეძლებთ ნებისმიერი სირთულის დაძლევას, საშუალებას გაძლევთ, თავაწეულმა იაროთ.

2. იორდასალამი

თქვენ თვით ქალურობა ხართ! სულით ყოველთვის ახალგაზრდა, მეოცნებე, ნაზი, მოსიყვარულე… დიდი გული გაქვთ და ნამდვილად გაუმართლებს მას, ვისაც გულს აჩუქებთ. ძალიან გიხდებათ კაბები, მათში სრულყოფილად იხსნება თქვენი სილამაზე და ენერგია. გაქვთ ოცნების უნარი – ყველაზე ხშირად ხომ, რაღაც უცნაური გზით, თქვენს ოცნებებს ხორცი ესხმება. ხანდახან ხილვებიც კი გაქვთ. გიყვართ და შეგიძლიათ ფლირტი, კეკლუცი ხასიათი გაქვთ. თუ მამაკაცის მოხიბლვა გსურთ, ამის გაკეთება არ გაგიჭირდებათ. სავსე ხართ რბილი ენერგიით, რომელიც, თითქოს მთვარის მსუბუქი შუქი, თქვენ გარშემო იღვრება.

3. ტიტა

მონადირე ხართ და, როგორც სხვა მონადირეები, სავსე ხართ ველური, კაშკაშა ენერგია, რომელიც გარეთ თქვენთვის საჭირო მომენტში გამოდის. თქვენი თვალების დავიწყება შეუძლებელია. თქვენ გაქვთ მზერა, რომელიც პირდაპირ სულში აღწევს. გარშემომყოფი ადამიანები თქვენთან ურთიერთობაზე ოცნებობენ. თქვენ კი მომთხოვნი ხართ და ახლოს მხოლოდ ერთეულებს უშვებთ. ახლობელ ადამიანებს თვალდახუჭული ენდობით. ღალატსა და ორგულობას არავის პატიობთ. თქვენი ცხოვრება დაუძლეველი ინტერესისა და შურის საგანიც კია. თუმცა, თქვენ ამას ყურადღებას არ აქცევთ ხოლმე.

4. გვირილა

იცოდით, რომ გვირილა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წამალია, რომელიც ბუნებას ჩვენთვის უბოძებია? ეს თქვენც გეხებათ. თუმცა, ხშირად, ეს გარედან არც ისეთი თვალსაჩინოა. თქვენი სილამაზე მსუბუქი, თბილი გარეგნობაა. თქვენ მკურნალი ხართ. ხშირად, გარედან მარტივი და მხიარული ადამიანი ხართ, დიდი სანაცნობო წრე გაქვთ, ხალხისთვის მარტივი და სასიამოვნოა თქვენთან ბაასი. ბევრს არაერთხელ შეუნიშნავს, რომ თქვენთან საუბრის შემდეგ, მათ აუმაღლდათ განწყობა, გაუჩნდათ ცხოვრებისა და შემოქმედების სურვილი. თბილი ენერგეტიკა გაქვთ, ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრს გასცემთ. გესაჭიროებათ საკუთარ თავზე ზრუნვა და გახარება – ასე თქვენი ცხოვრება მარტივი და სასიამოვნო გახდება. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება მოგიტანთ. იღბალს უყვარხართ!

5. გერბერასი

თქვენ სიყვარული ხართ! გიყვართ სიყვარული, თანაც, თქვენთვის შეყვარებული მდგომარეობა ჩვეულებრივი რამაა. ჩვეულებრივ, ძლიერ სიყვარულს განიცდით ცხოვრებაში ყველაფრისადმი: მამაკაცების, სამსახურის, საყვარელი საქმიანობისადმი. უბრალოდ ძალიან გიყვართ მოგზაურობა. შინაური სიმყუდროვე თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაშია, თუ მას საყვარელ ადამიანთან ერთად იზიარებთ. ძალიან ლამაზი ხართ, როცა რამე გიხარიათ. გაქვთ მომხიბლავი ღიმილი. თქვენი სიხარული ყოველთვის გულწრფელია და გარშემო ყველას უზიარებთ მას. აფასებთ ყოველ განვლილ დღეს და ძალიან გიყვართ სასიამოვნო ცხოვრებისეული წვრილმანები. ლამაზ ფინჯნებს, ყვავილებს, მუსიკას – ამ ყველაფერს თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

6. შროშანი

თქვენ ბუნებით თავშეკავებული, დარბაისელი ბანოვანი ბრძანდებით, იდეალური გემოვნებით. გაქვთ საკუთარი თავის სარფიანად რეალიზების უნარი. თქვენი ნაცნობები მხოლოდ თქვენ უნდა მოგმართავდნენ გარეგნობასა და სტილთან დაკავშირებული რჩევებისთვის. მშვიდი და გამჭრიახი ადამიანი ხართ. გაქვთ კარგი ინტუიცია, უბრალოდ, მეტად ენდეთ მას. მხედველობიდან არც ერთი საიდუმლო არ გამოგეპარებათ. თუმცა, არასდროს გაანდობთ სხვის საიდუმლოს უცხოებს. თქვენი ნდობა ნამდვილად შეიძლება, ნებისმიერ სიტუაციაში. ბუნებამ სახის ლამაზი ნაკვთებიც გიბოძათ. ადამიანებში საიმედოობა და გონებამახვილობას აფასებთ. რთულად ეცემით გრძნობებს, თუმცა, თუ შეგიყვარდებათ, ძალიან ძლიერად!

წყაროmoimozg