
ვედურ ასტროლოგიას (ჯიოტიში), ალბათ, ყველაზე რთული მოწყობა აქვს, თუმცა, მასში გარკვევა სავსებით შესაძლებელია. ადამიანის ბედისწერის საწინასწარმეტყველოდ, ამ შემთხვევაში, ვიხელმძღვანელებთ ვედური ჰოროსკოპით, რომელიც ადამიანის დაბადების მომენტში ვარსკვლავებისა და პლანეტების მდებარეობას ითვალისწინებს.
იმისთვის, რომ ადამიანის ბედისწერაზე უფრო მეტი გავიგოთ და მივხვდეთ, რა რატომ მოხდა წარსულში, როგორ განვითარდება მისი მომავალი, ვედი ასტროლოგები ნატალურ რუკას ქმნიან. მის შესაქმნელად საჭიროა დაბადების ადგილის, საათისა და თარიღის ცოდნა.
როგორაა მოწყობილი ჯიოტიში?
ნატალურ რუკაზე დაბადების მომენტში პლანეტების განლაგება იქნება ასახული. მათი განლაგება, ზოდიაქოს ყველა ნიშანთან ერთად, ადამიანის ბედს განსაზღვრავს. მასზე 12 სახლი იქნება გამოყოფილი და იმაზე, თუ როგორ არიან ისინი განლაგებული ერთმანეთთან მიმართებით, დამოკიდებული იქნება ნატალური რუკის ახსნა.
აი, რაზე აგებს პასუხს თითოეული სახლი. პირველი სახლი ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება. პლანეტების მოხვედრა პირველ, მეხუთე ან მეცხრე სახლში საკეთილდღეო ნიშანია, მეექვსეში ან მეთორმეტეში – უსიამოვნო პროგნოზი.
- – თავად ადამიანი, მისი პიროვნება, ჯანმრთელობა;
- – ფინანსები, ფული, კეთილდღეობა;
- – დედმამიშვილები;
- – დედა, ემოციები;
- – შვილები, განათლება, შემოქმედებითი შესაძლებლობები;
- – დაავადებები, მტრები, დაბრკოლებები გზაზე;
- – პარტნიორი, მეუღლე, ოჯახური ურთიერთობა;
- – დღეგრძელობა;
- – წარმატება, იღბალი;
- – სამსახური, კარიერა;
- – ოცნებები, სურვილების ასრულება;
- – დანაკარგი, ხარჯები, გასავლები.
მთავარი პლანეტები სახლებში
მნიშვნელოვაბნია მზის, მთვარის, მარსისა და ვენერას განლაგება ნატალური რუკის სახლებში. მზე ცხოვრებაში მთავარი მიზნის ანარეკლია. მთვარე – რეაქცია ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე. მარსი უკავშირდება აგრესიასა და ძალას, ვენერა კი პასუხს აგებს ქალურობასა და სირბილეზე. ვენერა მამაკაცის სახლებში ასოცირდება ფინანსებთან და ხარჯებთან. მსგავსი გავლენა აქვს მარსსაც.
მარსი ვენერას სახლში – ესაა წყობა, რომელიც ადამიანს აიძულებს ყველაფერში სრულყოფილების ძიებას – სამსახურში, კარიერაში, ურთიერთობაში, გარეგნობაში. ვენერა სატურნის სახლში მიზნების მიღწევისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებებს გვიქადის. უსიამოვნებების გადალახვა ურთიერთობებს აძლიერებს, ხოლო, თუ მათ ვერ გაუმკლავდებით, შესაძლოა, ასე იყო საჭირო.

ვენერა ნატალური რუკის სახლებში
სახლებში ვენერას, ჰოროსკოპ ჯიოტიშის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქალებისთვის. გავერკვეთ, რას ნიშნავს ვენერას მდებარეობა სხვადასხვა სახლში, ქალბატონების რუკებზე. ცალკე უნდა შევისწავლოთ ის შემთხვევები, როცა ვენერა სახლში სინასტრიაშია – ეს ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სქესთა ურთიერთქმედებისთვის.
ვენერა 1-ელ სახლში
ასეთი ადამიანი კეთილმოსურნე, მეგობრულია. იგი ემოციურად რეაგირებს მრავალ მოვლენაზე. გადაწყვეტილებების მიღებას არ ჩქარობს და ხშირად ხვდება გარშემომყოფებისა და მათი აზრების გავლენის ქვეშ. მის ნაკლებს შორის გამოირჩევა პატივმოყვარეობა და სხვის აზრზე დამოკიდებულება, ხანდახან, ინფანტილიზმიც. ვენერას ასეთი მდებარეობის მქონე ქალი ხშირად იყენებს სხვის დახმარებას, თუმცა, თავადაც ყოველთვის მზადაა დახმარებისთვის. ვენერა პირველ სახლში ხელს უშლის მფლობელს ფულის დაგროვებაში და ადამიანს ფინანსებთან დაკავშირებული სარისკო ავანტურებისკენ უბიძგებს.
ვენერა მე-2 სახლში
მამაკაცსაც და ქალსაც უყვარს კომფორტი, აქვს ფულის დაგროვებისა და მისი გამრავლების უნარი. დიდი დრო სჭირდება ასარჩევად და გადაწყვეტილების მისაღებად, წონის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს, თუმცა, ყველაზე ხშირად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდება და არ ნანობს მას. ადამიანს გამოარჩევს სანდოობა, სტაბილურობა – მასთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობა უფრო მტკიცეა, ქორწინება – ხანგრძლივი. ნაკლებიდან შეიძლება გარკვეული ქედმაღლობისა და გულაზიზობის გამოყოფა, აგრეთვე, ეგოიზმისა.
ვენერა მე-3 სახლში
არტისტული ბუნებაა, რომელსაც ხელოვნება მის ყველა გამოვლინებაში უყვარს. ვენერა მე-3 სახლში საშუალებას გაძლევთ, დაამყაროთ მტკიცე ურთიერთობები, იქნება ეს სამსახურებრივი თუ პირადი. აქ სიმპათიები არანაკლებ მნიშვნელოვანია – მას, ვინც მათ ესიმპათიურება, ასეთი ადამიანი მთელი ძალით დაუჭერს მხარს. იგი გამოირჩევა სიცოცხლის ხალისით, ემოციურობით, პოზიტივითა და ახლისკენ მისწრაფებით. სხვათა შორის, მას აქვს ნაკლიც – არასანდოობა და მოვალეობების თავიდან აცილების სურვილი.
ვენერა მე-4 სახლში
ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ოჯახური სტაბილურობა. ამ შემთხვევაში, ცხოვრების სხვა სფეროებშიც ყველაფერი კარგად წავა. აღსანიშნავია ხელოვნების, კითხვისა და ფილმების სიყვარული. თუმცა, ოჯახისადმი სიყვარული ყველაფერს ძლევს – დიდ სარგებელს იღებენ მშობლები, დები, ძმები, პარტნიორები და შვილები. ნებისმიერი, ვინც მისი ოჯახის წევრებს აწყენინებს, ნეგატივს გამოიწვევს. რაღაცის არჩევისას, ხშირად, ემოციებით ხელმძღვანელობს, არ ეყრდნობა არგუმენტებსა და ფაქტებს. ვერ იტანს კრიტიკას, ხშირად ეჭვიანობს.
ვენერა მე-5 სახლში
ესთეტიკა, ლამაზისა და ჰარმონიის სიყვარული – აი, რა გამოარჩევს ამ ადამიანებს. ხშირად, ესაა ადამიანი-დღესასწაული, რომელიც თავის გარშემოც პოზიტივს ქმნის. უყვარს ქება და ქათინაურები -ეს ასტიმულირებს მის განვითარებას. სხვათა შორის, ასეთი ადამიანები ტყუვდებიან ხოლმე გარეგნობით, ავიწყდებათ შემცველობის შესახებ. ეს იწვევს მცდარი გადაწყვეტილებების მიღებას. მზადაა ფართო ჟესტებისთვის. დიდი პირფერი ვინმეა.
ვენერა მე-6 სახლში
ესაა პრაქტიკული ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს ემოციების გავლენის ქვეშ არ იღებს. ყველაფერს ყოველთვის წვრილმანებამდე შეისწავლის, რაც ხელს უშლის მასა და გარშემომყოფებს, ართმევს გარკვეულ ქცევის თავისუფლებას. ამავდროულად, ერთნი მას პედანტად მიიჩნევენ, სხვები კი მის მომთხოვნელობას უსვამენ ხაზს. საკუთარი და სხვისი ნაკლების დანახვა – სწორედ ამის გამო უჭირს სხვებთან შეგუება და ურთიერთობის (როგორც საქმიანი, ისე პირადი) აწყობა. ფულს ზომიერად ხარჯავს და არ აკეთებს ემოციურ, უაზრო შენაძენს.
ვენერა მე-7 სახლში
ასეთ ადამიანს სკონტაქტის დამყარება ნებისმიერთან შეუძლია – წარმატებულია სამსახურში, გარემოცვაში მთავარია, უამრავი მეგობარი ჰყავს. მას გამოარჩევს მეგობრულობა, ოპტიმიზმი. საზოგადოების აზრი მის ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ვენერა მე-7 სახლში ეხმარება მფლობელს სხვებთან ურთიერთობის დამყარებაში და, ხშირად, უმარტივებს მონათესავე სულის პოვნას, რომელიც მოუსმენს მას. აღინიშნება ერთგვარი მერკანტილურობაც.
ვენერა მე-8 სახლში
იგი ქალებსა და მამაკაცებში მატერიალური კეთილდღეობის მნიშვნელოვნობაზე მიუთითებს. ასეთი ადამიანი ისახავს მკვეთრ მიზანს, რომლის მისაღწევად დაუღალავად მიდის წინ. გზაზე მას დაბრკოლებები და პრობლემები ელის. ვენერა მორიელის სახლში ხელს უშლის მფლობელს სტაბილური ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარებაში – ადამიანი ფრთხილად მოქმედებს, ურჩევნია, არ შეიძინოს ბევრი რამ, მერე რომ არ დაკარგოს და დანაკარგზე არ იდარდოს. იმ შემთხვევაში, თუ ქორწინება მაინც შედგება, იგი ვნებითა და ურთიერთობის გარკვევით იქნება სავსე.
ვენერა მე-9 სახლში
ადამიანი მიდრეკილია მოგზაურობისკენ, უყვარს ახალი ნაცნობების გაჩენა, სიამოვნებით სინჯავს უჩვეულოსა და ახალს. ხშირად აიდეალიზებს პარტნიორს, ამიტომაც, ხშირად ებმება ურთიერთობაში, რომელიც მას არ ესადაგება. სხვათა შორის, ვენერას ხელსაყრელ მდებარეობაში ეს, პირიქით, კარგი ნიშანი იქნება და დაგეხმარებათ მტკიცე ქორწინების შექმნაში. ადამიანი მიდრეკილია ფულის ფლანგვისკენ, თუმცა, ამას არ ნანობს. გადაწყვეტილების მიღებისას, ხშირად ნერვიულობს და ცდილობს, შესაძლო კონფლიქტები აიცილოს თავიდან.
ვენერა მე-10 სახლში
ვენერას ასეთი მდებარეობა გავლენას ახდენს ქალის კარიერაზე – ანელებს მას. პარტნიორულ ურთიერთობებში, ასეთი ადამიანი საიმედოა, ყოველთვის მხარს უჭერს და ეხმარება სხვას. ესაა განწყობის ადამიანი, რომლის პროდუქტიულობა დამოკიდებულია ემოციებზე. ცუდი განწყობა ხელს შეუშლის მიზნების მიღწევაში, ხოლო კარგი – დააჩქარებს ამ პროცესს. იგი გამოირჩევა პატივმოყვარეობითა და წამყვანი თანამდებობისკენ მისწრაფებით. მისთვის იმიჯი ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია.
ვენერა მე-11 სახლში
არჩევნის გაკეთებისას ორიენტირდება საკუთარ აზრზე, იგი არაა დამოკიდებული გარშემომყოფთა მოსაზრებებზე. უყვარს ახალი, პროგრესული და უჩვეულო, მზადაა მის გამოსაცდელად, მაშინაც კი, თუ სხვებს ეშინიათ ამის. ხშირად მოქმედებს საკუთარი სცენარის მიხედვით, რომელიც განსხვავდება საზოგადოებაში მიღებულისგან. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც მხარს უჭერენ მას წამოწყებებსა და ინიციატივებში. მეგობრული კავშირი მნიშვნელოვანია ურთიერთობებშიც – ხშირად, რომანს ან ქორწინებას მეგობრებთან ქმნიან.
ვენერა მე-12 სახლში
ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანი ჩაკეტილი და დახურულია, გარშემომყოფებს თავის გრძნობებს არ უმხელს. მეორე მხრივ, ასე ყველას არ მოსდის – ქალს ვენერა მე-12 სახლში ჰპირდება ემოციურობას ახლობელ ადამიანთან მიმართებით, თუმცა, რომანის დეტალები არავის ეცოდინება. ფულს უპრობლემოდ გამოიმუშავებს და მას უხვად უზიარებს ახლობელ ადამიანებს.
ვენერა სახლებში: კიდევ რა უნდა ვიცოდეთ
ვენერა საკმაოდ სწრაფად მიგრირებს კოსმოსში, 3 კვირაში ასწრებს ერთი სახლის დატოვებას. მნიშვნელოვანი მოვლენების (მსხვილი შენაძენი, სამსახურის შეცვლა, დაქორწინება) დაგეგმვისას, გაითვალისწინეთ ვენერას ტრანზიტი სახლებში – მისი ერთ-ერთი მდებარეობა ყველაზე ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს.
კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ: ვენერას მდებარეობა სოლარის (მზის დაბრუნების ჰოროსკოპი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ამა თუ იმ მოვლენათა ალბათობა მზის წლის პერიოდში) სახლებში.