ჩემი ყვავილების ქოთანში მარცვლეულს ვყრი: 70-იანი წლების მეთოდი ბებიაჩემისგან

0
883

ოდესღაც, არ არსებობდა ოთახის მცენარეებისთვის მზა სასუქები, რომლებიც მათ დაფესვიანებას შეუწყობდა ხელს. ამიტომ, ჩვენი ბებიები ყვავილების ქოთნებში ჩვეულებრივ მარცვლებს ყრიდნენ. შედეგად, მათი ფანჯრების რაფებზე უხვად ყვაოდა ნემსიწვერა, იორდასალამი, ია…

ჩვენს წინაპრებს არ სჭირდებოდათ ძვირადღირებული სასუქები, მათ იცოდნენ ნატურალური საშუალებების საიდუმლოები მცენარის დაფესვიანებისთვის. აი, ბებიაჩემი ამისთვის შვრიას ან ხორბალს იყენებდა.

ახლა მინდა ჩვენი ოჯახური რეცეპტი გაგიზიაროთ და დაწვრილებით აგიხსნათ:

ყვავილის გადარგვისთვის ან კალმის დაფესვიანებისთვის, ბებიაჩემი ქოთანში ჯერ ყრიდა მიწას, რომელსაც, ძირითადად, იმ ნაკვეთიდან იღებდა, სადაც ჭინჭარი ყვაოდა.

ქოთნის შუა ნაწილში აკეთებდა 3-4 სმ სიღრმის თხრილს და ყრიდა მწიკვ ან ბღუჯა შვრიას ან ხორბალს. მარცვლეულის რაოდენობა დამოკიდებული იყო ქოთნისა და მცენარის ზომებზე.

შემდეგ მარცვლეულში დებდა კალამს ან ნერგს, გარშემო კი აყრიდა და ტკეპნიდა ნიადაგს.

1 კვირის შემდეგ, ნერგის გარშემო გაჩნდება ხორბლის მორჩები. მას შემდეგ, რაც ისინი სიმაღლეში 1 სმ-ს მიაღწევს, მაკრატლით უნდა გადაჭრათ. ასე უნდა ჭრათ ისინი მანამ, სანამ ზრდას არ შეწყვეტს.

ალბათ, თქვენც გსმენიათ ამონაცენი ხორბლის დაუჯერებელი სამკურნალო თვისებების შესახებ. პროცესები, რომლებიც ხორბლის ამოცენების დროს მიმდინარეობს, დადებით გავლენას ახდენს კალმებზე და ისინი უჩვეულოდ სწრაფად ეგუებიან ახალ გარემოს. ამავდროულად, მცენარე შემდეგაც კარგად გრძნობს თავს და დიდხანს იზრდება ყოველგვარი სასუქის გარეშე.

მარცვლეული ყველა აუცილებელ ნივთიერებას შეიცავს. ჩვენი ბებიები ამ მეთოდს ხეხილის დარგვის დროსაც იყენებდნენ – ორმოში შვრიას ყრიდნენ. ხორბლისა და შვრიის ჩანაცვლება ბარდით ან ლობიოთი შეიძლება.

წყაროjemchyjinka