
ნოხს ბეწვს ვერ აშორებთ ან მიმწვარი ჟარუნის გარეცხვა ვერ ხერხდება?! მაშინ ქვემოთ მოყვანილი რჩევები გამოგადგებათ:
ძველი შპალერის მოშორება
იმისთვის, რომ ძველი შპალერი იოლად მოშორდეს – ერთ ლიტრ წყალში თეთრეულის კოდიციონერი გახსენით, შემდეგ კი ღრუბელის მეშვეობით კედელს წაუვით. დაელოდეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოფხიკეთ ან ჩამორეცხეთ.
ნოხებიდან ბეწვის მოშორება
ხალიჩაზე ნაკლები მტვერი და ცხოველის ბეწვი დაგროვდება თუ მას დროდადრო კნდიციონერით დაამუშავებთ. კონდიციონერი წყალში 1:1 პროპორციით გახსენით, შემდეგ კი ხალიჩაზე მიასხურეთ. აჯობებს ეს პროცედურა საღამოს გააკეთოთ, რათა მასზე არავინ იაროს და დილამდე გაშრობა მოასწროს. ეფექტი რამდენიმე კვირა გაგრძელდება, ხალიჩის მტვერსასრუტით დასუფთავება კი უფრო გაადვილდება.
თმის ლაქის კედლებიდან და სარკეებიდან მოცილება
თუ თმის ლაქს ხშირად იყენებთ, გარკვეული დროის შემდეგ თქვენს ტუალეტის მაგიდაზე და სარკეზე რთულად მოსაშორებელი ლაქები გაჩნდება. მათი მოცილება უმარტივესი გახდება თუ კონდიციონერს წყალში 1:2 შეფარდებით გახსნით და დაბნჟურებულ ადგილებს მიასხურებთ. შემდეგ ადგილები მშრალი, სუფთა ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ.
ტყავის ქურთუკის გასუფთავება
ცოტაოდენი კონდიციონერი წყალშ გახსნენით. ხსნარში ბამბის დისკი ან ხელსახოცი დაასველეთ და დაბინძურებული ადგილები გაწმინდეთ.
მიმწვარი ჭურჭლის რეცხვა
დაივიწყეთ რკინის ჟჯაგრისები, სახეხები და ხეხვისგან დაზიანებული ფრჩხილები! ამის ნაცვლად მიმწვარი ჭურჭელი კონდიციონერსა და თბილ წყალში ჩაალბეთ. დატოვეთ 1 საათით ან სანამ საშუალება არ იმოქმედებს. შემდეგ კი ჩვეულებისამებრ გარეცხეთ.
საქარე მინის წმენდა
კონდიციონერი წყალთან 1:4 პროპორციით შეურიეთ, საშუალება ხელსახოცზე დაიტანეთ და შუშა გაწმინდეთ. ამავე საშუალებით ფანჯრების წმენდა სახლშიც შეიგიძლიათ.
კაფელისა და კარის წმენდა
კარის, კაფელისა და მეტლახის დასუფთავებაშიც თეთრეულის კონციდიონერი დაგეხმარებათ. დაასველეთ ღრუბელი კონდიციონერიან წყალში და დაბინძურებული ზედაპირები გაქმინდეთ.
ბავშვის საავტომობილო სავარძელი
ბავშვის სავარძელი აუცილებლად უნდა დაასუფთავოთ რადგან მასზე ბაქტერიების დაგროვების დიდი შანსი არსებობს. თუ მასზე ლაქა გაჩნდა, მისი მოშორება თეთრეულის კონდიციონერს შეუძლია, აურიეთ ის წყალში და კარგად გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილები.
ლამინატის წმენდა
წყლიან სათლში ცოტაოდენი კონდიციონერი გახსენით, დაასველეთ იატაკის საწმენდი ტილო და ჩვეულებისამებრ მოწმინდეთ.