როგორ გამოვიყენოთ თიხა თმის ნიღაბში.

0
565

თიხის დადებითი თვისებები სახის კანზე გამოყენებისას ყველამ იცის, თუმცა თმაზე მას ცოტა თუ იყენებს. დღეს გასწავლით თმის ნიღაბს რომლის ძირითადი ინგრედიენტი სწორედ თიხაა. თიხის ნიღბის მოხმარების შემდეგ თქვენი თმა ბუნებრივ მოცულობას შეიძენს, გაასუფთავებს თავის კანს და მოგაცილებთ ზოგიერთ დაავადებასაც.

ინგრედიენტები

  • 4 სუფრის კოვზი წყალი
  • 4 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
  • 3 სუფრის კოვზი თიხა

მომზადების წესი

1. მდუღარე წყალი და ვაშლის ძმარი ერთმანეთს აურიეთ

2. ფრთხილად დაასხით წყლის და ძმრის ხსნარი ცისფერ თიხას და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ.

მომზადების შემდეგ ნიღაბი თმის ძირებში შეიზილეთ მასაჟის მოძრაობებით. კარგად გაინაწილეთ თმებზე და 10 წუთით დაიტოვეთ. დროის გასვლის შემდეგ ჩვეულებრივი შამპუნით ჩამოიბანეთ და არ გამოიყენოთ ბალზამი და კონდიციონერი. თუ მშრალი თმა გაქვთ შეგიძლიათ დამატენიანებელი საშუალება გამოიყენოთ.

სახლში მომზადებულ თიხის ნიღაბს ერთი ნაკლი აქვს – მან შეიძლება თმა გამოაშროს. ამიტომ ასეთი საშუალება მაქსიმუმ კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ.

რა ფერის თიხა გამოვიყენოთ?!

თმის ნიღბისთვის არა მხოლოდ ცისფერი არამედ, სხვა ფერის თიხების გამოყენებაც შეგიძლიათ, ის მოცულობის ზრდისთვის გამოიყენება. თეთრი თიხა დასუსტებულ და თხელ თმას გააუმჯობესებს, მწვანე თიხა თმის ინტენსიურ ზრდას უწყობს ხელს. თუ ხშირი ღებვისგან დაგიზიანდათ თმა მაშინ ნაცრისფერი თიხა გამოიყენეთ, ეს უკანასკნელი მარილიანი წყლითა და მზით დაზიანებულ თმასაც აჯანსაღებს. ყვითელი თიხა მათ გამოადგებათ ვისაც ქერტლი აწუხებს. ის კურნავს ანთებას, ადეზინფიცირებს კანს და აშორებს ქავილს.

თუ ადრე თიხას სათანადოდ ვერ აფასებდით, იმედი გვაქვს, რომ ახლა აზრი შეიცვალეთ და ამ საშუალებას ხშირად გამოიყენებთ თქვენს კოსმეტიკურ პროცედურებში.