
ხშირად დიასახლისებს ჩვეული კერძების გამრავალფეროვნება ან იაფი პროდუქტების ხარჯზე რაციონის გაფართოება სურთ. ამისთვის, როგორც წესი, დრო, ინგრედიენტები ან ფანტაზია არ გვყოფნის. თუ ხორცი გიყვართ, ჩვენი რეცეპტი, სავარაუდოდ, მოგეწონებათ!
პირველ რიგში, არომატული, წვნიანი და ნაზი კერძის მოსამზადებლად ძალიან ცოტა პროდუქტი დაგჭირდებათ. მეორეც, ამ მეთოდით მომზადებული ხორცი არა მხოლოდ ყოველდღიურ რაციონს გაამრავალფეროვნებს, არამედ სადღესასწაულო სუფრის ხიბლი გახდება.
ხორცი ღუმელში გამომცხვარი
ინგრედიენტები:
- 1 კგ ხორცი (ნებისმიერი)
- 2 ს/კ თაფლი
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- 1 ს/კ არაჟანი
- ახალი მწვანილი
- მარილი, წიწაკა და სხვა სანელებელი გემოვნებით
მომზადება:
1. ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით და წვრილად დაჭრილი მწვანილი აურიეთ.
2. გაწურული ლიმონის წვენი და თაფლი დაუმატეთ. მარილი, წიწაკა და სხვა სანელებლები სურვილის მიხედვით მოაყარეთ.
3. მაცივარში 2-3 საათით გააჩერეთ, რომ ხორცი დამარინადდეს.
4. დროის გასვლის შემდეგ ხორცი გამოიღეთ, არაჟანი დაუმატეთ, კარგად აურით და საცხობ ტაფაზე გადაიტანეთ.
5. კარგად გახურებულ ღუმელში 45-60 წუთით აცხვეთ. ცხობის დრო ღუმელზე და ხორცის ნაჭრის სიდიდეზეა დამოკიდებული.
6. თუ ხორცს დიდხანს აცხობთ, ის მშრალი გამოვა, ამიტომ რაც შეიძლება ხშირად შეამოწმეთ, მზად ხომ არ არის.
ხორციანი კერძები გიყვართ? ამ რეცეპტის შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში უამბეთ! გემრიელად მიირთვით!