
ბევრი ფიქრობს, რომ დიეტის წარმატება ურყევ ნებისყოფასა და წარმოუდგენელ მოტივაციაზეა დამოკიდებული. სინამდვილეში საკმაოდ შთამბეჭდავი სია არსებობს, რომლებიც თქვენს მეტამორფოზას (ასაკი, მეტაბოლიზმის სიჩქარე, გენეტიკა და ა.შ.) ხელს უშლის. გახდომის ეფექტური მეთოდი საკმაოდ უნიკალურია: ზოგისთვის უბრალოდ ტკბილეულზე უარის თქმა საკმარისია, ზოგისთვის 16 საათიანი შიმშილობა, ზოგისთვის კი რაციონში ცილების დამატება. სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ჩამოაყალიბეს 3 უნივერსალური წესი ნებისმიერი დიეტის წარმატებისთვის.
კვლევის შესახებ
ექსპერიმენტში 18-50 ასაკის 609 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მამაკაცების და ქალების რაოდენობა ზუსტად ერთნაირი იყო. მკვლევარებს ბიოლოგიური ფაქტორების და სხვადასხვა დიეტის ურთიერთკავშირის დანახვა სურდათ. მონაწილეების ნახევარი 6 თვე კეტოგენურ დიეტას იცავდა – დაბალ ნახშირწყლოვანი კვების სისტემა ბევრ ცხიმებთან და ზომიერი რაოდენობის ცილებთან ერთად. მეორე ნახევარი ცხიმებს და ნახშირწყლებს მცირე რაოდენობით იღებდა, ხოლო აქცენტს ცილოვან პროდუქტებზე აკეთებდა. ექსპერიმენტის დინამიკას მეცნიერთა ჯგუფი აკვირდებოდა. შედეგებით, მკვლევარებმა ჩამოაყალიბეს 3 წესი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დიეტის წარმატებას ჰპირდება.
3 წესი წარმატებულად გასახდომად
მკვებავი პროდუქტები აირჩიეთ
დიეტა შეგიძლიათ „მოატყუოთ“ და დაბალანსებული კერძები დაუმატოთ. აქცენტი გააკეთეთ ნატურალურ და ხარისხიან პროდუქტებზე: თევზი, ბოსტნეული, უტკბილო ხილი, მცენარეული ზეთი. მაგალითად, კეტო დიეტის დროს უფრო სასარგებლოა ავოკადო, ვიდრე ყველი, რადგან ავოკადოთი უფრო მეტ ვიტამინს მიიღებთ.
თეთრი ფქვილის პროდუქტებს მოერიდეთ
თეთრი ფქვილის პროდუქტები სანუკვარ ციფრს გაშორებთ. სჯობს აირჩიოთ მთელი მარცვლეულის პური, ხოლო ბლინი და პანქეიქი ნუშის ფქვილიდან მოამზადეთ.
დიეტის საფუძველი – ბოსტნეული
ბოსტნეული ცოტა კალორიას და ბევრ ვიტამინს და მინერალს შეიცავს. ასე დიდი ხნით დანაყრდებით და მავნე პროდუქტებით „დარღვევას“ თავიდან აიცილებთ.