თუ დეზოდორანტი ეფექტური არაა: 5 მიზეზი, რატომ ხდება ასე და როგორ გამოვასწოროთ

0
408
photo credit: Shutterstock

დეზოდორანტს ან ანტიპერსპირანტს რეგულარულად იყენებთ, მაგრამ შედეგით უკმაყოფილო ხართ? Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 5 გავრცელებულ მიზეზს, თუ რატომ არ არის ეფექტური დეზოდორანტი. თქვენ შესაძლოა ამ ხუთი გავრცელებული მიზეზიდან ერთ–ერთ შეცდომას უშვებთ.

შეცდომა № 1: დეზოდორანტს დილის შხაპის შემდეგ ისვამ

თითქმის ყველა ასე იქცევა, არადა არასწორია! დეზოდორანტი საღამოს, ძილის წინ უნდა წაისვათ. ღამით იღლიაში საოფლე ჯირკვლები პრაქტიკულად არ მუშაობს, რაც დეზოდორანტს შეწოვის საშუალებას აძლევს და დღის განმავლობაში ან უფრო დიდხანს ოფლისგან დაგიცავთ, თუ 48 ან 72 საათით მოქმედ დეზოდორანტს იყენებთ. დილით შეგიძლიათ მიიღოთ შხაპი, როგორც მიჩვეული ხართ: საშუალება არ ჩამოირეცხება და ეფექტს არ დაკარგავს.

შეცდომა № 2: დეზოდორანტის წასმამდე კანს გაშრობის დროს არ აძლევთ

დეზოდორანტი ეფექტური არაა? საშუალებამ რომ იმოქმედოს, სრულიად მშრალ კანზე უნდა წაისვათ, ანუ შხაპის მიღებიდან 20-30 წუთის შემდეგ! ფორებში სისველე დეზოდორანტს შეწოვის საშუალებას არ აძლევს და, ბუნებრივია, არ მუშაობს.

შეცდომა № 3: ძალიან თხელ ფენას ისვამთ

რა გავაკეთოთ, თუ დეზოდორანტი არ გვშველის? თუ სტიკს იყენებთ, კანზე 2–ჯერ უნდა წაისვათ. იგივე ეხება როლიკს. ხოლო სპრეი კანზე მინიმუმ 3 წამით უნდა შეიფრქვიოთ.

შეცდომა № 4: დეზოდორანტს განმეორებით იყენებთ

მაშინაც კი, თუ ძლიერ ოფლიანობთ, დეზოდორნატი არასდროს წაისვათ, თუ კანს არ დაიბანთ და არ გაიშრობთ. თუ ოფლი უკვე გამოიყოფა, დეზოდორანტის გამოყენება სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებს. თან ატარეთ ანტიბაქტერიული სალფეთქები, თუ თვლით, რომ დეზოდორანტის წასმა დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოგიწევთ.

შეცდომა № 5: სწორი დეზოდორანტი არ აირჩიეთ

როგორც სახის კრემის შემთხვევაში, დეზოდორანტიც ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოთ. რეკლამა ან მეგობრის რჩევა ვერ დაგეხმარებათ: მხოლოდ ცდის და შეცდომების მეთოდი. თუ რომელიმე პროდუქტმა იმედი გაგიცრუათ, არ ნიშნავს, რომ დანარჩენი დეზოდორანტებიც ვერ დაგეხმარებათ.