
თავის მოვლის საშუალებებს კანის ტიპის მიხედვით ირჩევთ? არ დაგავიწყდეთ დეკორატიული კოსმეტიკაც: ტონალური საშუალება სახეს მთელი დღე ეხება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ფორმულა თქვენი კანის პრობლემებს აგვარებდეს და ტექსტურით და შემადგენლობით შეგეფერებოდეთ. როგორ მიხვდეთ, რა მოთხოვნები უნდა გქონდეთ ახალ ტონალურ საფუძველზე? Girl.ge-ს რედაქციამ უკვე გაარკვია. გთავაზობთ რჩევებს, როგორ აირჩიოთ სწორი საშუალება თითოეული კანის ტიპისთვის. შეიარაღდით და არ შეცდეთ!
ნორმალური კანი
თუ დღის განმავლობაში თქვენი კანი მცირე რაოდენობის ცხიმს აწარმოებს, მაკიაჟს „კარგად“ ინარჩუნებს და რეგულარულ ანთებას, გაფართოებულ ფორებს, სიწითლეს და აქერცვლას არ იწვევს, გილოცავთ. თქვენ ნორმალური ტიპის კანი გაქვთ. თქვენთვის ტონალური კრემის შერჩევა ძალიან ადვილია, მაგრამ გარკვეული დეტალები არსებობს. ტონალურ საშუალებას უნდა ჰქონდეს კომფორტული ტექსტურა, დამატენიანებელი კომპონენტები, ოდნავ ბზინვარე დასასრული და მცირე დაფარვა „მეორე კანის“ ეფექტისთვის – არაფრის დამალვა არ გჭირდებათ! ეს ყველაფერი არის თხევად ტონალურ საფუძველში Liquid Control, Eveline Cosmetics: საშუალება, რომელსაც აქვს მოსახერხებელი ფლაკონი პიპეტით, და კანს მსუბუქი უცხიმო ტექსტურით ერწყმის. სახეზე პროდუქტი არ ჩანს, მაგრამ საკმაოდ გამძლეა: Baby face ეფექტი 24 საათი გაგრძელდება.
ცხიმიანი და კომბინირებული კანი
ასეთი კანი მთელ სახეზე ან T-ზონაში სწრაფად პრიალდება, მაკიაჟი „იღვრება“, დამატებით ნაკლოვანებები და გაფართოებული ფორები ჩნდება. თუ ეს თქვენი შემთხვევაა, მაღალი დაფარვის ტონალური საშუალება შეიძინეთ, რომ პრობლემური ნაწილები დაფაროთ. ამასთან ტექსტურა მსუბუქი უნდა იყოს და ზეთებს მინიმალური რაოდენობით შეიცავდეს – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამარჯობა დახშულ ფორებს და ახალ ანთებას. სასურველია, რომ შემადგენლობაში შედიოდეს ანთების საწინააღმდეგო კომპონენტები, ვიტამინები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც სილამაზეს და ჯანსაღ კანს მთელი დღე შეგინარჩუნებთ. სწორედ ასეთი მახასიათებლები აქვს გამძლე ტონალურ კრემს Satin Matt, Eveline Cosmetics. მასში ლოკოკინას სეკრეციის ფილტრატი შედის, რომელიც მიკრორელიეფს ასწორებს და ანთებას ებრძვის, ასევე კომპლექსი მიკროღრუბლით, რომელიც ზედმეტ სებუმს შთანთქავს. შედეგი: ხავერდოვანი კანი და ხარისხიანი მოვლა დღის განმავლობაში.
მშრალი კანი
ამ ტიპის კანის მთავარი „ტკივილი“: მგრძნობელობა, აქერცვლა, დაჭიმულობის შეგრძნება და ნაადრევი ასაკობრივი ნიშნები კოლაგენის და ელასტინის დეფიციტის გამო. ტონალური საშუალების შერჩევისას დარწმუნდით, რომ ის მსუბუქი, გლუვი და მოვლის ინგრედიენტების დიდი დოზით იქნება. მაგალითად, vegan-friendly ფორმულაში ტონალური საფუძველი&კონსილერი Selfie Time 2-1-ში, Eveline Cosmetics დატენიანებაზე პასუხისმგებელია ჰიალურონის მჟავა, ხოლო თავისუფალ რადიკალებს E ვიტამინი ანტიოქსიდანტი ებრძვის. ასევე შეიცავს ლურჯი წყალმცენარეების ექსტრაქტს, რომელიც კანის ელასტიურობას აღადგენს და ულტრაიისფერი სხივებიგან იცავს. ასეთი კომპონენტებით შეგიძლიათ მაკიაჟზე არ ინერვიულოთ. მდგრადი საშუალება არასრულყოფილებას ფოტოზეც არ გამოაშკარავებს, ასე რომ სელფი თამამად გადაიღეთ და დატკბით გლუვი კანით, რომელსაც რეტუშირება არ სჭირდება.
ახლა უკვე იცით, როგორ შეარჩიოთ სწორედ თქვენთვის შესაფერისი ტონალური კრემი. როგორი კანიც არ უნდა გქონდეთ, Eveline Cosmetics დაგეხმარებათ, რომელიც თითოეული კანის ტიპის მიხედვით არის შედგენილი. ისღა დაგრჩენიათ კაშკაშა და ნუდ მაკიაჟს შორის არჩევანი გააკეთოთ. სწორი ტონალური კრემი საშუალებას გაძლევთ საკუთარი თავი არ შეზღუდოთ და ფანტაზიას გასაქანი მისცეთ.