გაიგეთ ყველაფერი: ყველაზე ზუსტი ბოშური მკითხაობა

0
1434
photo credit: Legion-Media

ერთ–ერთ ყველაზე ზუსტ მკითხაობად ბოშური ითვლება. სამკითხაოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ბოშური კარტი ან ჩვეულებრივი სათამაშო კარტის დასტა, რომელიც თამაშისთვის არასდროს გამოგიყენებიათ. დღეს Girl.ge–ს რედაქცია კარტების მნიშვნელობას და უმარტივეს სქემას გასწავლით.

კარტებით მკითხაობა ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია საინტერესო კითხვაზე პასუხის გასაგებად. კარტების დაგეხმარებათ გაარკვევთ, თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, ასევე კითხვის ჩამოყალიბებას და პასუხის გაშიფვრას შეძლებთ.

რომელი კარტი ავირჩიოთ ბოშური მკითხაობისთვის

თუ მკითხაობას უახლოეს მომავალზე ან სხვა მიზნით აპირებთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი სათამაშო კარტის დასტა გამოიყენოთ. თუმცა კარტის არჩევას და შენახვას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. კარტი მხოლოდ სამკითხაოდ უნდა გამოიყენოთ და სპეციალურ ადგილას შეინახოთ. მხოლოდ კარგი განწყობით უნდა იმკითხაოთ. ცუდი თვითშეგრძნების და სისუსტის დროს კარტების გაშლა სხვა დროისთვის გადადეთ.

მეორე ვარიანტი – ბოშების კარტი, განსაკუთრებული დასტა 36 კარტით, თითოეულს სხვადასხვა სურათი აქვს. ასეთი კარტით მკითხაობას ბოშურ–ტარო მკითხაობასაც უწოდებენ, თავად კარტს – ბოშურ ტაროს და ბოშურ ორაკულს. თითოეულ სურათს საკუთარი მნიშვნელობა აქვს: სახლი, მოგზაურობა, დანაკარგი, საჩუქარი, ფული და ა.შ. სურათების მიხედვით მნიშვნელობის გამოცნობა და გაშიფვრა მარტივია. ბოშური კარტით მკითხაობას ზუსტად იგივე წესები აქვს, როგორც ჩვეულებრივი კარტით მკითხაობისას.

photo credit: Legion-Media

ბოშური მკითხაობა სათამაშო კარტით

ბოშური მკითხაობა უახლოეს მომავალზე, ურთიერთობაზე კითხვებზე პასუხს გაგცემთ. არსებობს ბოშური მკითხაობა მამაკაცზე, რომლის დახმარებით შეძლებთ გაიგოთ, თუ რა გელოდებათ კონკრეტულ პარტნიორთან.

მკითხაობა „სამკბილა“

მკითხაობის დაწყებამდე კითხვა ჩამოაყალიბეთ, საკუთარ თავს კითხვა მკაფიოდ გაუმეორეთ. კარტები კარგად უნდა აჩეხოთ, შემდეგ დასტის ნაწილი მოიშორეთ. შემთხვევით კარტი აირჩიეთ. ეს კარტა–ბედია, რომელიც გიპასუხებთ კითხვაზე „რა გაქვთ გულში?“

9 კარტი აიღეთ და სამ რიგად სამ-სამი კარტი დააწყვეთ. პირველი სამი წარსულს ნიშნავს, შემდეგი სამი აწმყოს და ბოლო სამი – მომავალს. პასუხის გასაშიფრად თითოეული კარტის მნიშვნელობა უნდა იცოდეთ.

ყვავი

ტუზი – წვეულება, სმა

მეფე – კოლეგა, მნიშვნელოვანი ადამიანი, უფროსი პირი.

დედოფალი – ეჭვიანობა, წყენა, მტრული დამოკიდებულება.

რაინდი – ამაო საქმე, დროის უსარგებლოდ ფლანგვა.

10 – მარცხი, განუხორციელებელი გეგმები.

9 – ავადმყოფობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

8 – სტუმრები, მეგობრული შეხვედრა.

7 – დარდი, იმედგაცრუება.

6 – შორი მოგზაურობა.

ჯვარი

ტუზი – მნიშვნელოვანი საქმე.

მეფე – მამა, უფროსი მამაკაცი ნათესავი, კოლეგა.

დედოფალი – დედა, ქალი ნათესავი.

რაინდი – პრობლემები, ნერვიულობა.

10 – ფული, შემოსავალი, მოგება,

9 – რაღაცასთან ან ვინმესთან კავშირი, მიჯაჭვულობა.

8 და 7 – საქმიანი მოლაპარაკებები

6 – მივლინება.

გული

ტუზი – ოჯახი, სახლი.

მეფე – განქორწინებული ან ცოლიანი კაცი.

დედოფალი – საყვარელი ქალი.

რაინდი – ამაღელვებელი საკითხი.

10 – ოცნებები, გეგმები.

9 – პაემანი, რომანტიკული ურთიერთობა.

8,7 – შეხვედრა, პაემანი, მოლაპარაკებები.

6 – მოგზაურობა.

აგური

ტუზი – მნიშვნელოვანი ამბავი.

მეფე – ახალგაზრდა კაცი.

დედოფალი – ახალგაზრდა ქალი.

რაინდი – შფოთვა, ნერვიულობა.

10 – სასიყვარულო ურთიერთობები.

9 – შეხვედრა, კონტაქტი.

8,7 – ლაპარაკი, შეხვედრა, მოლაპარაკებები

6 – სწრაფი მოგზაურობა.

მკითხაობა „შავი ვარდი“

კიდევ ერთი ბოშური მკითხაობა სათამაშო კარტით, რომელიც საინტერესო კითხვაზე პასუხის პოვნაში დაგეხმარებათ. კარტების გაშლა მარტივია, ამიტომ მხოლოდ ზოგად პასუხებს მოგცემთ. თუმცა მკითხავები დარწმუნებულნი არიან, რომ ბოშური მკითხაობა – ყველაზე ზუსტია და სხვებთან შედარებით უფრო სწორ პასუხს იძლევა.

კარტა აჩეხეთ, სურვილი ჩაიფიქრეთ ან კითხვა დასვით, რომელიც გაღელვებთ. კარტა პასუხის პოვნაში დაგეხმარებათ ან გეტყვით ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი უახლოეს მომავალში. კარტა ამოიღეთ და მისი მნიშვნელობა შეისწავლეთ.

ყვავი

ტუზი – სურვილი არ ასრულდება.

მეფე, დედოფალი, რაინდი – შანსი მინიმალურია.

10 – 6 – სურვილი შეიძლება ახდეს, მაგრამ შანსი მცირეა.

ჯვარი

ტუზი – სურვილი არ ასრულდება.

მეფე, დედოფალი, რაინდი – სურვილი შეიძლება ასრულდეს.

10 – 6 – სურვილი შეიძლება ასრულდეს, თუმცა შანსები მცირეა.

გული

ტუზი – სურვილი ასრულდება.

მეფე, დედოფალი, რაინდი – შანსები საკმაოდ დიდია.

10 – 6 – დიდი ალბათობით, სურვილი ასრულდება.

აგური

ტუზი – სურვილი ასრულდება, მაგრამ ცოტა ხანში.

მეფე, დედოფალი, რაინდი – სურვილი ასრულდება, მაგრამ ბევრი რამის გადალახვა მოგიწევთ.

10 – 6 – სურვილი ასრულდება, მაგრამ სიხარულს არ მოგიტანთ.

მკითხაობა ბოშური კარტით

ბოშური კარტის გამოყენებით შეგიძლიათ იმკითხაოთ ურთიერთობაზე, სიყვარულზე და საყვარელ ადამიანზე, გაიგოთ მომავლის შესახებ და წარსულის რაღაც მოვლენის შესახებ გაიგოთ.

ბოშური კარტი: მკითხაობა მამაკაცზე

მამაკაცზე და მასთან ურთიერთობაზე სამკითხაოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ მკითხაობა „4 კარტი“. კარტები აჩეხეთ და თანმიმდევრულად 4 კარტი დააწყვეთ.

  • პირველი კარტი – ფიქრები. გიჩვენებთ, თუ ახლა რას ფიქრობს მამაკაცი.
  • მეორე კარტი – გრძნობა. გიჩვენებთ, თუ რა აქვს გულში, საით მიისწრაფვის სული.
  • მესამე კარტი – მიზნები. მისწრაფებები, მიზანი, ის, რისი მიღწევაც სურს და ურთიერთობისთვის როგორ მეთოდებს გამოიყენებს.
  • მეოთხე კარტი – პერსპექტივა. ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება, თუ გაქვთ მომავალი ამ ადამიანთან.
წყაროcosmo