
ზამთარი დაიწყო. გარეთ შეიძლება სუსხია, მაგრამ თქვენი პირადი ცხოვრება მალე გახურდება. 15 დეკემბერს ვენერა, სიყვარულის, სიამოვნების და სილამაზის პლანეტა, ცეცხლოვანი მშვილდოსნის, ყველაზე ველური და ოპტიმისტური ნიშნის თანავარსკვლავედში შევიდა. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გაიგოთ, თუ რას უნდა ელოდოთ ამ პერიოდში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
ვერძი
თქვენი ნიშანი ამ ტრანზიტის ავანტიურისტულ თვისებებს ნამდვილად ავლენს. დიდი ალბათობით, მალე ისეთი ადამიანი გაგიტაცებთ, ვინც ჩვეულებრივი ტიპისგან განსხვავდება, ან ის, ვინც შორს ცხოვრობს (რას ფიქრობთ ურთიერთობაზე შორ მანძილზე?). თუ ჩვეულებრივ, მსუბუქ ინტრიგებს გულგრილად უყურებთ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში სწორედ ეს გელოდებათ.
კურო
ეს ტრანზიტი თქვენს რუკაზე მერვე, სიახლოვის სახლს ააქტიურებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება გახურდება. მშვილდოსნის არასანდო რეპუტაციის მიუხედავად, პირდაპირ ახლა სერიოზული ურთიერთობის დაწყების შანსი გაქვთ, რადგან თქვენთვის ეს საინტერესო, ღრმად ემოციური გარდატეხაა. მშვილდოსანი კვლევის ნიშანია, საკუთარ თავში ჩაიძირებით და საკუთარ თავში, პარტნიორსა და თქვენს ურთიერთობაში ბევრ ახალს აღმოაჩენთ. პ.ს. ვენერა ფულს მართავს, ხოლო მე-8 სახლი მემკვიდრეობას, ამიტომ მალე მოულოდნელ კაპიტალს ელოდეთ.
ტყუპები
ეს სეზონი პარტნიორის ძიების დროა. ამას ვენერა მშვილდოსანში აძლიერებს, რადგან ის თქვენს რუკაზე ურთიერთობას ზონას ააქტიურებს. რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში? იწვის! თუ გაინტერესებთ ნებაყოფლობითი ინტრიგა ან პარტნიორთან თანაცხოვრებისთვის მზად ხართ, ვენერა მშვილდოსანში დაგეხმარებათ. ყველა ურთიერთობა რომანტიკულია, მათ შორის ურთიერთობა მეგობრებთან, კოლეგებთან.
კირჩხიბი
ვენერას მშვილდოსანში ძალიან სურს, რომ საკუთარ თავს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ. თქვენი რუკის მე-6 სახლი, რომელიც ჯანმრთელობას მართავს, აქტიურდება. საუკეთესო დროა, რომ ახალი რუტინა შეადგინოთ (იქნებ, უკვე დილით დარბიხართ?). უბრალოდ ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანეთ. ფული კანის მოვლის ახალ საშუალებებზე დახარჯეთ ან ვირტუალური კულინარიული მასტერკლასის კურსები გაიარეთ, რომ ჯანსაღი კერძები მოამზადოთ. ახლა შეძენილ ჩვევებს დიდხანს შეინარჩუნებთ. მე-6 სახლი სამსახურსაც მართავს, ამიტომ თანამშრომლებთან ურთიერთობას უკეთ დაალაგებთ.
ლომი
ამ ტრანზიტიდან ნამდვილად საუკეთესოს მიიღებთ. სიყვარულის და სიამოვნების პლანეტა თქვენს რუკაზე მე-5 სახლს ააქტიურებს, რომელიც რომანტიკას, სექსს და გართობას მართავს, ამიტომ პირადი ცხოვრება შესაბამისი იქნება. ქარიზმას და თავდაჯერებულობას ასხივებთ და ხალხს ეს შეუმჩნეველი არ დარჩება! თუ შემთხვევით სექსს ეძებთ, პირადი შეტყობინებები შეამოწმეთ. თუ უფრო რომანტიკულს ეძებთ, პოტენციური პარტნიორის პოვნის ყველა შანსი გაქვთ. ეს წელი ძალიან ქაოტური იყო, მაგრამ ვენერა მშვილდოსანში დამსახურებული დასვენების საშუალებას მოგცემთ.
ქალწული
იმის მიუხედავად, რომ ვენერა მშვილდოსანში ნაზ ფლიუდებს გამოსცემს, მაინც ცოტა ჩაკეტილი ხართ. სახლში ჯდომა გირჩევნიათ. წვეულებაზე ოცნების ნაცვლად ყურადღებას ოჯახში ურთიერთობაზე ამახვილებთ. თუ მარტოხელა ხართ, შეისვენეთ და არავინ გაიცნოთ, უბრალოდ ნათესავებთან ურთიერთობაზე კონცენტრირდით.
სასწორი
როგორც მშვილდოსანი, თქვენც არასანდო ადამიანის რეპუტაცია გაქვთ. ორივე ერთდროულად 100 შეყვარებულით ხართ ცნობილი. თქვენს ნიშნებს შორის თავსებადობა ამ ტრანზიტს მარტივს გახდის. შეგიძლიათ ბევრ ადამიანს ეკონტაქტოთ, სექსით დაკავდეთ და პირველ პაემანზე იდეალური შთაბეჭდილება მოახდინოთ. ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ახლა პირადი ცხოვრებისთვის უამრავი შესაძლებლობა გაქვთ.
მორიელი
ვენერა თქვენს ნიშანში არაა, მაგრამ პირად ცხოვრებაზე არ ინერვიულოთ. თუ ბოლო რამდენიმე კვირაში ვინმე განსაკუთრებულს შეხვდით, ამ შესანიშნავი გრძნობებისთვის საუკეთესო დროა! თუ მარტოხელა ხართ, ტრანზიტი ვინმე საინტერესოს პოვნაში დაგეხმარებათ და სერიოზულ ურთიერთობაზე დაგაფიქრებთ. შემთხვევითი სექსისთვის საუკეთესო დრო არაა. თქვენს რუკაზე ახლა ფინანსური ზონა აქტიურდება და ფულის მმართველი ვენერასგან სადღესასწაულო პრემიას ან ხელფასზე დანამატს ელოდეთ!
მშვილდოსანი
ვენერა თქვენს ნიშანშია, ამიტომ ვენერულ ვიბრაციებს პირდაპირ ასხივებთ: კარგად გამოიყურებით, თავს კარგად გრძნობთ და ამას ყველა ამჩნევს! ხალხს იზიდავთ, მათ უყვარდებით და ეს მოგწონთ! შესანიშნავი დროა გარდასახვისთვის.
თხის რქა
ვენერა მშვილდოსანში თქვენს რუკაზე მე-12 სახლს ააქტიურებს, რომელიც იზოლაციას და მომდევნო რამდენიმე კვირაში ციკლის დასრულებას მართავს. ყოფილი (განსაკუთრებით ის, ვისთანაც შორ მანძილზე ურთიერთობა გქონდათ) თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდება – მასთან რამდენიმე გადაუჭრელი პრობლემა უნდა მოაგვაროთ. ყველაფერი ძველი და უსარგებლო უნდა მოიშოროთ. როცა ვენერა რამდენიმე კვირაში თქვენს ნიშანში შემოვა, სასწაულის მოხდენას შეძლებთ!
მერწყული
ახლა თქვენი სოციალური ცხოვრება ყვავის! ვენერა მშვილდოსანში სოციალურ კავშირებს ააქტიურებს, ამიტომ მეგობრები დაიმატეთ, მიწერეთ, გაესაუბრეთ და იმხიარულეთ. თქვენ უცნაური და ექსტრავაგანტული ბუნებით ხართ ცნობილი და ახლა არანაკლებ უნიკალურ ადამიანებს მიიზიდავთ. ამით ისიამოვნეთ!
თევზები
ამ ტრანზიტის წყალობით სამსახურში მდგომარეობა გაუმჯობესდა. ვენერა თქვენი რუკის იმ ნაწილს ააქტიურებს, რომელიც კარიერას და საზოგადოებრივ იმიჯს მართავს. თუ წლის ბოლომდე მსხვილი პროექტის დასრულება გჭირდებათ, შეუდექით! ახლა ყურადღების ცენტრში ხართ, ამიტომ რაც შეიძლება ყველაფერი გააკეთეთ. შეიძლება ხელმძღვანელობა გააოცოთ. თუ მომდევნო რამდენიმე კვირა თქვენს კარტებს სწორად ითამაშებთ, ხელფასზე დანამატს ან პრემიას მიიღებთ.