
იმის მიუხედავად, თუ სად და როგორ გაატარებთ დღესასწაულს, ახალი წლის ღამე განსაკუთრებულია. 2021 წელი პოზიტიურად და წარმატებულად რომ დაიწყოს, არა მხოლოდ ტრენდულად, არამედ ჰოროსკოპის შესაბამისად უნდა ჩაიცვათ. დღეს Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარი უნდა შეარჩიოთ საახალწლო ღამისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომ 2021 წლის მფარველი, თეთრი მეტალის ხარი გაახაროთ.
რა ჩავიცვათ ახალ 2021 წელს
2021 წლის მფარველი თეთრი, მეტალის ხარია. აღმოსავლურ ჰოროსკოპში ხარს კონსერვანტის და ტრადიციების მფარველის რეპუტაცია აქვს. მას ზომიერება უყვარს. სწორედ ამიტომ, კაშკაშა, ზედმეტად გულახდილ, ექსტრავაგანტულ ან წარმოუდგენლად მდიდრულ სტილს არ მოგიწონებთ. აი, მოდური, ზომიერად მკაცრი და მარტივი მის გემოვნებაშია. ოფიციალურად ხარის წელი 12 თებერვლიდან იწყება, მაგრამ წინასწარ დაანახეთ, რომ პატივს სცემთ. ამას ნამდვილად დააფასებს და მთელი წელი მხარს დაგიჭერთ. მისი გემოვნება გაითვალისწინეთ, როცა საახალწლო სტილის შერჩევას დაიწყებთ.

- უკვე გასაგებია, რომ ზედმეტი სიჭარბე სხვა შემთხვევისთვის უნდა გადადოთ. ასტროლოგები გირჩევთ, რომ არჩევანი მოდურ კაბასა და არა ნაკლებ მოდურ კომბინიზონზე ან შარვალ–კოსტუმზე გააკეთოთ. სჯობს არჩევანი კაბაზე შეაჩეროთ: ხარს მოსწონს, როცა ქალი კაბას ან ქვედაბოლოს ატარებს, ხოლო კაცი – შარვალს.
- კონსერვატულ ხარს არ მოეწონება ძალიან თამამი დეკოლტე ან ღრმად ჩაჭრილი ტანსაცმელი: სექსუალურობას სჯობს ხაზი გაუსვათ წმინდა ვალენტინის დღეს. 2021 წლის მფარველს მკაფიო წარმოდგენა აქვს, თუ როგორ და რა ფერის ტანსაცმელში უნდა შეხვდეთ დღესასწაულს. ხარი ჯიუტი ცხოველია, თუ რამე არ მოეწონება, მასთან გამკლავება გაგიჭირდებათ. სჯობს არ გააღიზიანოთ.
- ახალი ტანსაცმლის შეძენა აუცილებელი არაა. ეკონომიური და რაციონალური ხარი ფულის მიმართ ფრთხილ დამოკიდებულებას აფასებს. თუ ლამაზი ტანსაცმლით სავსე კარადა გაქვთ, შესაფერისს ნამდვილად იპოვით. სწორედ ამიტომ, საახალწლო სტილის შესარჩევად გარდერობს გადახედეთ. შესაფერის ლუქებს ფოტოები გადაუღეთ, რომ შემდეგ არჩევა გაგიმარტივდეთ.
- 2021 წლის ახალი წლის ღამისთვის შესანიშნავი ვარიანტი – მეტალის ქსოვილის ტანსაცმელი (ან თუნდაც აქსესუარი). მაგალითად, ვერცხლის ან პლატინის შეფერილობები. ეს სეზონის ერთ–ერთი მთავარი ტრენდია. ამასთან თეთრი მეტალი დამდეგი წლის სტიქიაა. მეტალისებრი მინის მძივებით მორთული ტანსაცმელიც გამოგადგებათ. მთავარია, დეკორი თვალში არ გხვდებოდეთ: არ დაგავიწყდეთ, ხარს ზომიერება უყვარს.
- ასევე საახალწლო ღამის აღსანიშნად სწორი ფერის აუტფიტის შერჩევა არ დაგავიწყდეთ. გაბრაზებული ხარისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ალბათ, იცით, რომ არსებობს ფერები, რომელთაც ხარი ვერ იტანს.
ახალი 2021 წლის ფერი
აღმოსავლეთში საკითხს, თუ რა ფერებში შევხვდეთ 2021 წელს, ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. სწორად შერჩეულ გამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ფენშუის და სხვა აღმოსავლური სწავლების მიხედვით წარმატება, იღბალი, კეთილდღეობა, სურვილების ასრულება – ეს ყველაფერი თქვენს ხელშია.

- 2021 წლის მთავარი ფერი – თეთრის ყველა ჩრდილი. იპოვეთ ის, რომელიც თქვენს ღიმილს ყველაზე უკეთ ხაზს უსვამს. თქვენს ფერის ტიპზე გააკეთეთ აქცენტი. თუ „ზამთარი“ ან „ზაფხული“ ხართ – გამოგადგებათ ცივი ფერები, როგორიცაა თოვლივით ქათქათა ან ყინულისფერი. თუ „გაზაფხული“ ან „შემოდგომა“ ხართ – იდეალური იქნება სპილოს ძვლისფერი, მოხარშული რძისფერი და სხვა თბილი ვარიანტები.
- რა ფერები უნდა შეარჩიოს მათ, ვისაც თეთრი არ უყვარს? თანამედროვე მოდა საახალწლო სტილის შესაქმნელად უამრავ შესაძლებლობას იძლევა. ტრენდშია პასტელური და ტკბილეულის ჩრდილები, განსაკუთრებით ნაზი ცისფერი Baby blue, ლავანდის, პუდრისფერი ვარდისფერი. და ბოლოს, საღამოს კლასიკა – ღრმა და გაჯერებული ჩრდილები, როგორიცაა ღვინისფერი, ზურმუხტისფერი, გაჯერებული ლურჯი.
- კაშკაშა, ნეონის ფერები მოგწონთ? ესეც შესანიშნავი ვარიანტია. ოღონდ Color block–მა არ გაგიტაცოთ: გახსოვდეთ, რომ ხარს ჭრელი კომბინაციები აღიზიანებს.
- და ბოლოს, გამონაკლისი: რა ფერებში არ უნდა შეხვდეთ ახალ, 2021 წელს. ასეთი ერთი ფერია – წითელი. დაზღვევის მიზნით მონათესავე ფერებიც გამორიცხეთ – კენკრისფერი, ნარინჯისფერი. რა თქმა უნდა, კოსმეტიკას ეს ნაკლებად ეხება: მარწყვისფერი ტუცსაცხი ხარზე ისეთ რეაქციას არ გამოიწვევს, როგორც ალისფერი კაბა.
საახალწლო ჩაცმულობა – 2021: უახლესი ტრენდები
ელეგანტური „პიჟამების“ და სპორტ–შიკის სტილში ნაქსოვი კოსტუმების რაც არ უნდა დიდი არჩევანი იყოს, ასეთ სტილს საახალწლო ჩაცმულობას ვერ მივაკუთვნებთ. გამონაკლისი – თუ 31 დეკემბერს მეგობრებთან ერთად „პიჟამოს წვეულების“ მოწყობა გადაწყვიტეთ. სადღესასწაულო საღამოს სჯობს შესაფერისი ტანსაცმელი აირჩიოთ.

- წაუგებელი ვარიანტი – კაბა ბზინებით. ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია მსხვილი და სარკისებრი. რა თქმა უნდა, წლის მფარველს ნებისმიერი მეტალის მსგავსი დეკორი მოეწონება.
- სეზონის კიდევ ერთი ჰიტი, ხავერდი. გამოგადგებათ, როგორც ოჯახურ წრეში, ასევე მეგობრებთან ერთად წვეულების აღსანიშნად ან რომანტიკული საღამოსთვის. 2021 წლის საახალწლო ჩაცმულობის ტოპშია – ელეგანტური მაქსი–კაბა, გრძელი პლესებიანი ქვედაბოლო (შეგიძლიათ ბზინავ ტოპთან ჩაიცვათ), ასევე ეფექტურია ხავერდის სმოკინგი. მაგალითი ვარსკვლავებიდან აიღეთ, რომლებიც სმოკინგს არა მხოლოდ შარვალთან, არამედ მოკლე, გაშლილ ქვედაბოლოსთან იცვამენ.
- არ დაგავიწყდეთ სეზონის სხვა ტრენდიც – მაქმანი. თეთრი, მაქმანებიანი კაბა რომანტიკულ სტილში, ტრენდული მოცულობითი სახელოებით ან ბაფთა–საყელოთი წაუგებელი ვარიანტებია.
ფეხსაცმელი ახალი 2021 წლისთვის
საახალწლოდ ფეხსაცმელი მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს, თქვენ ხომ მთელი ღამე ფეხზე დგომა მოგიწევთ. ახალი ფეხსაცმელი შეიძინეთ, წინასწარ ნახევარი ან მთელი დღე ჩაიცვით.
- თუ არჩევას ვერ ახერხებთ, კლასიკაზე შეჩერდით და არ წააგებთ. შესანიშნავი ვარიანტი – ელეგანტური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეტალისებრი ტყავით ან ბზინავი ქსოვილით.
- ფეხსაცმლის შერჩევისას აქცენტი არა მხოლოდ ტენდენციებზე, არამედ ტანსაცმლის სტილზე გააკეთეთ. პრინცესას კაბას უხეში ჩექმა, მით უმეტეს მაღალყელიანი ჩექმა არ მოუხდება. თუ სტუმრად მიგიწვიეს, გამოსაცვლელი ფეხსაცმელიც თან წაიღეთ: ჩუსტებს ნებისმიერი, ყველაზე მაგარი სტილის მოკვლაც შეუძლია.
საახალწლო აქსესუარები – 2021
წლის სიმბოლო მეტალის ხარია, ამიტომ სამკაულისთვის მთავარი მასალა მეტალია. სჯობს თეთრი. აი, სამკაული ძვირფასი ქვისგან არის დამზადებული თუ ბიჟუტერიაა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მოდური იყოს და ტანსაცმელს ეხამებოდეს. ოღონდ საახალწლო ნაძვის ხე არ დაჩრდილოთ. პირველ რიგში, ბევრი აქსესუარი პროვინციულად გამოიყურება. მეორეც, ზედმეტად თავის გამოჩენა არ უყვარს.

- ყველაზე მოდური აქსესუარები 2021 წლისთვის – მსხვილი ჯაჭვი (ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის დეკორი), ბზინვარე საყურე, ასევე მოცულობითი თავსაფარი, დეკორატიული ხელოვნური მარგალიტი. საკმარისია ერთი აქსესუარი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაამეტებთ.
- აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით ახალი წლის აქსესუარებს შორის არის ნალი. ეს ბედნიერების სიმბოლოა, თან ხარისთვის ერთგვარი კომპლიმენტია.
- ასევე ტრენდულ საახალწლო აქსესუარებს შორისაა – ქამარი, ფართო, ბზინვარე თვალით. ასეთ ქამარს ნებისმიერი უბრალოდ კაბის გარდასახვა შეუძლია.
საახალწლო ჩაცმულობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგები თვლიან, რომ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს კონკრეტული სტილი, ქსოვილი, დეკორი და მასალა უხდება. „ვარსკვლავურად“ ჩაცმისას არა მხოლოდ ბევრ კომპლიმენტს მიიღებთ, არამედ უფრო თავდაჯერებული გახდებით, ურთიერთობაში ჰარმონიას მოიპოვებთ ან საერთოდ მეორე ნახევარს იპოვით. როგორი ტანსაცმელი უნდა შეარჩიოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ვერძი
ვერძს, როგორც სხვა ცეცხლოვან ნიშანს, წითელი უხდება. თუმცა უკვე ვიცით, რომ 2021 წელს ამ ფერს უნდა მოვერიდოთ, რომ ხარი არ გაბრაზდეს. აი, ვარდისფერი, ყვითელი ან ოქროსფერი – სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. სტილს ორიგინალური აქსესუარი დაუმატეთ – თუნდაც ერთი, მაგრამ ყურადღების მიპყრობი.
კურო
ხარი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კლასიკის არჩევას სთავაზობს, იქნება ეს რძისფერი თეთრი ატლასის საღამოს გრძელი კაბა, მოკლე შავი კაბა თუ გვირგვინი ყალბი ბრილიანტებით. ზომიერი პროვოკაცია ნებადართულია: თუ დეკოლტე – არა ძალიან ღრმა, თუ ჩაჭრილი – არა თეძოემდე.
ტყუპები
როგორც ჰაერის ნიშანს მოუხდება მსუბუქი, უწონო, გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილები – შიფონი, მაქმანი, ფატინი. ღია ფერები განსაკუთრებით მომგებიანია. აქსესუარებიც უფრო დახვეწილი შეარჩიეთ, რომ სტილს მაქსიმალურად ჰარმონიულად შეერწყას.
კირჩხიბი
ხარი ამ ნიშანს ურჩევს მაქსიმალურად ელეგანტური სტილის შერჩევას – რაც უფრო ნაკლებად პრეტენზიული იქნება სამოსი, მით უკეთესი. აქსესუარებიდან გონივრულია მარგალიტი (პირველ რიგში, ვერცხლში ან თეთრ მეტალში ჩასმული), თეთრი მარჯანი: ყველაფერი, რაც წყლის სტიქიას უკავშირდება, კირჩხიბს ძალას და ენერგიას აძლევს.
ლომი
ხარი არ გაბრაზდება, თუ საახალწლო ღამეს ცოტა მეტ აქსესუარს გამოიყენებთ, მაგრამ მაინც სჯობს ზომიერება დაიცვათ. ბზინავები, ბზინავი ქსოვილები, მეტალის ძაფების ჩანართები – კარგი არჩევანია. წლის მფარველს პატივი ეცით და ძვირფასეულობიდან თეთრ მეტალს უპირატესობა მიანიჭეთ.
ქალწული
ქალწულს ძალიან უხდება ვინტაჟური სტილის ტანსაცმელი და აქსესუარი – რატომ არ უნდა ჩაიცვათ ასე ახალ წელს? კეთილშობილი ქსოვილის გრძელი კაბა, დახვეწილი და ნაკლებად თვალშისაცემი აქსესუარები – ეს ყველაფერი ქალწულს უხდება და ხარს მოსწონს. თუმცა ყველაფერში პრაქტიკულად მოკრძალებული არ უნდა იყოთ: საახალწლოდ სტილში უფრო მეტი სითამამე შეიტანეთ.
სასწორი
ხარი გირჩევთ ახალი სტილით ექსპერიმენტებს ან საერთოდ სულ სხვა სტილის მორგებას – არა მარტო ტანსაცმელში, არამედ მაკიაჟსა და ვარცხნილობაში. სტილი იმდენად წარმატებული შეიძლება გახდეს, რომ მთელი 2021 წელი განსაზღვროს. ღია ფერების არ შეგეშინდეთ: ბოლოს და ბოლოს, ექსპერიმენტი თუ წარუმატებელი აღმოჩნდება, აუტფიტი შეგიძლიათ კარნავალად ჩათვალოთ.
მორიელი
შთაბეჭდილების მოხდენის მსურველმა მორიელმა სჯობს უფრო თავშეკავებული ჩაცმულობა შეარჩიოს: ყველას მოხიბვლის სურვილმა შეიძლება ხართან კონფლიქტი გამოიწვიოს. მთავარია ბალანსი, მაგალითად დეკოლტე შეგიძლიათ ქურთუკით დააბალანსოთ, სუპერ მოკლე კაბა კი ლეგინსებით. სჯობს პატარა, მაქსიმალურად ორიგინალური აქსესუარები შეარჩიოთ.
მშვილდოსანი
თუ მშვილდოსანს ექსპერიმენტების სურვილი აქვს, ხარი მხოლოდ მოხარული იქნება. ძალიან წარმატებული იქნება დეკორით ექსპერიმენტები, განსაკუთრებით უჩვეულო და ბზინვარე. აქსესუარებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ: ის შეიძლება იმიჯის საფუძველი გახდეს და ქალ მშვილდოსანს თავი ნამდვილ დედოფლად აგრძნობინოს.
თხის რქა
ვარსკვლავები ბუნებით მოკრძალებულ და კონსერვატიულ თხის რქას რაღაც უფრო თამამ სტილს ურჩევენ. თხის რქას ზედმეტად თავის მორთვა არ უყვარს, ამიტომ აქცენტი გააკეთეთ ორიგინალურ სტილზე, უჩვეულოდ აჭრილ ქსოვილზე, ქსოვილების საინტერესო კომბინაციაზე.
მერწყული
მერწყულს ტანსაცმლით საკუთარი სექსუალურობის ხაზგასმა უყვარს, თუმცა 2021 წლის ღამისთვის სჯობს კონსერვანტ ხარს პატივი სცეთ და პროვოკაციულ ჩაცმულობაზე უარი თქვათ. აქცენტი გააკეთეთ აქსესუარებზე და ერთი დეტალიც ხელიდან არ გაუშვათ: პედიკურის ფერით დაწყებული და ქვედა საცვლით დამთავრებული. სხვები ვერ დაინახავენ, მაგრამ თავს სექსუალურად იგრძნობთ.
თევზები
თევზები ელეგანტურ აბრეშუმის ან ატლასის კაბაში უცნობ კომპანიაშიც თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სტიქიაში. თამამი ფერადი კომბინაციების გაკეთების არ შეგეშინდეთ. რაღაც უჩვეულო სცადეთ. აი, აქსესუარებით ექსპერიმენტი არ ღირს. რაღაც ჩვეული შეარჩიეთ: თუ გადააჭარბებთ, ხარს გააბრაზებთ და ლამაზი ჩაცმულობის შთაბეჭდილებას გააფუჭებთ.