2021 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი: სასწორო, პრინცს ნუ ელოდებით, თევზებო, თავს ნუ იტეხთ.

0
1473
photo credit: Shutterstock

გაინტერესებთ, რა სიურპრიზებს გიმზადებთ თეთრი ხარი პირად ცხოვრებაში? მაშინ Girl.ge-ს რედაქცია ყველაზე ზუსტ სასიყვარულო პროგნოზს გთავაზობთ.

ვერძი

2021 წელს ვერძს ბევრი სიურპრიზი ელოდება, მაგრამ ყველა სასიამოვნო არ იქნება. სიყვარულში სტაბილურობას არ ელოდოთ, გლობალური გეგმები არ შეადგინოთ. რაც უფრო მეტად მოინდომებთ სასიყვარულო საქმეების დალაგებას, მით უფრო გაგიჭირდებათ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ და უბრალოდ ოჯახური სტატუსის შეცვლა გსურთ, მორალურად სირთულეებისთვის მოემზადეთ. შეყვარებული ურთიერთობის დაკანონებას მაქსიმალურად თავს აარიდებს, მიზეზად კი ფულის არქონას ან ნათესავების მხრიდან ნეგატივს მოიყვანს. დაფიქრდით, ღირს მასთან ქორწილი, თუ ამდენი პრობლემა მოჰყვება. მარტოხელა ვერძი თავისუფლებით დატკბება და შემთხვევით საყვარლებს ხელთათმანებივით გამოიცვლის. უცნობებთან დაუცველი სექსი გამორიცხეთ და მაშინ საშიში არაფერი იქნება.

კურო

კურო თვითგანვითარების გზას დაადგება, რაც პირად ცხოვრებაზეც აისახება. ერთი მხრივ, სწორი კვება და რეგულარული ვარჯიში წარმოუდგენელ ფიზიკურ მიმზიდველობას მოგანიჭებთ. მეორე მხრივ, თავში ტარაკანები ნამდვილ გაფიცვას მოგიწყობთ, რისი ატანაც ყველა მამაკაცს არ შეუძლია. საკუთარი თავის დაუსრულებელი ძიება, წვენების დიეტა და საეჭვო კომპანიებში განმარტოება ნებისმიერ ბრუტალურ ხორცისმჭამელს ჭკუიდან გადაიყვანს. ასე რომ თქვენი განათლება თქვენთვის შეინახეთ ან ზაფხულისთვის ახალი შეყვარებულის მოსაძებნად ან ქმართან ქონების გასაყოფად მოემზადეთ. კონფლიქტის შემთხვევაში დადანაშაულებამდე მის ადგილას თავი წარმოიდგინეთ, თუ თქვენთვის ურთიერთობა ნამდვილად ძვირფასია. აი, ეგზოტიკური სექსუალური პრაქტიკა სასარგებლოა, ლოგინზე აქცენტი თამამად გააკეთეთ.

ტყუპები

დაოჯახებულ ტყუპებს და მათ, ვინც რომანტიკულ ურთიერთობაზე ფიქრობს, პიროვნული ინტერესების და ოჯახისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დაბალანსება გაუჭირდებათ. თან, აქ განიხილება როგორც სისხლით ნათესავები, ასევე მამაკაცები. დედა ან სხვა ნათესავი როგორც არ უნდა გიყვარდეთ, მათ ინტიმურ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ მისცეთ. ასეთი მოლიპული გზა ორგაზმამდე ვერა, მაგრამ ნერვულ აშლილობამდე ნამდვილად მიგიყვანთ. მამაკაცთან ურთიერთობაზეც 3–ჯერ დაფიქრდით: ქალის ჭეშმარიტი ადგილი იქაა, სადაც ბედნიერია და არა იქ, სადაც პარტნიორს მისი ნახვა სურს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანის მსხვერპლად გაღება გიწევთ, დაფიქრდით, რა დაგრჩებათ, თუ პარტნიორი გაქრება ისე, თითქოს არც ყოფილა. ყოველთვის საკუთარი თავი აირჩიეთ!

კირჩხიბი

კირჩხიბი 2021 წელს არსებულ პარტნიორთან ახალ ასპექტებს აღმოაჩენს. დიდი ხნის დაოჯახებული კირჩხიბი ჩამქრალი ვნების გასაღვივებლად ახალ გზებს იპოვის. მთავარია – მეორე ნახევარს სრულად ენდოთ და ექსპერიმენტებისთვის მზად იყოთ. კონსერვანტებს აკრძალული ტექნიკის მოსინჯვა და საძინებელში სათამაშოს შეტანა გაუჭირდებათ. დროთა განმავლობაში გაერთობით და დაგავიწყდებათ დრო, როცა ამის გრცხვენოდათ. თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, სოციალურ ქსელებში ნაცნობობას სკეპტიციზმით ნუ შეხედავთ. სტატისტიკის მიხედვით, ყოველმა მეხუთე თანამედროვე ქალმა მომავალი ქმარი ნაცნობობის საიტზე გაიცნო. ნაკლები პირფერობა და მეტი ურთიერთობა ონლაინ! თუ თემატურ საიტზე მარტო შესვლა გეშინიათ, მეგობარს დაუძახეთ – როგორც მინიმუმ, გამხიარულდებით.

ლომი

მტკივნეული დაშორების შემდეგ ლომი დიდხანს დარდიანი იხეტიალებს. როგორც მინიმუმ, საზოგადოებაში. თუ აღიარებთ, რომ საქმე არა დიდი და წმინდა სიყვარულის დაკარგვაში, არამედ უბრალოდ ეგოიზმშია, დაშორებას მალე დაივიწყებთ და უკვე რამდენიმე კვირაში რომელიმე ლამაზი მამაკაცის მკლავებში თავს ინუგეშებთ. თუ გინდათ რომ დაიტანჯოთ, გულიანად იწუწუნოთ, სწრაფი ნახშირწყლები დახარჯოთ და ამასთან თავზე ხელი გადაგისვან და გითხრან, თუ როგორი კარგი ხართ, თან არაფერზე უარი არ თქვათ, შეგიძლიათ რომელიმე გაცნობის კურსზე ჩაეწეროთ და დიდი თანხაც გადაყაროთ. ადრე თუ გვიან ტვინი მაინც თავის ადგილს დაბრუნდება. თუ პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვს, ოჯახში მატებას ელოდეთ და ახალშობილისთვის საჩუქრები მოამზადეთ.

ქალწული

ქალწულს, რომელსაც პარტნიორთან დიდი ასაკობრივი სხვაობა აქვს, წლის პირველ ნახევარში მცირე ოჯახური კრიზისი ელოდება. მაშინაც კი, თუ მანამდე ყველაფერი კარგად იყო, მოსალოდნელია უთანხმოება და მნიშვნელოვან პრინციპებში დაცილება. არადა ამ ზოდიაქოს ნიშნის პრინციპებს არ უნდა შეეხოთ. ქარიშხალი ივნისის ბოლოს ჩაცხრება და თუ გადაურჩით, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ. თავისუფალი ქალწული სამხრეთით, საკურორტო რომანისკენ გაეშურება. ასეთი რომანი თავისი სიმარტივით მშვენიერია, თან ისეთი ვნებიანია, რომ გახსენება არ შეგრცხვებათ. მთავარია – არ მოიხიბლოთ და სერიოზული გეგმები არ დასახოთ. დაე, მსუბუქი რომანი ზღაპრად დარჩეს, რომელიც სულს ათბობს და თვითშეფასებას ზრდის.

სასწორი

35-40 წლის სასწორი შეიძლება კრიზისულ პერიოდში შევიდეს და ღირებულებების გადაფასება დაიწყოს. ამ ნიშნისთვის მოსალოდნელია განქორწინება და პირად ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები. წინასწარ კარგი ადვოკატი მოძებნეთ და აქტივები დათვალეთ. თუ თავისუფალი ხართ, ყურადღება მეზობელ ოფისში თანამშრომელს და ხელმძღვანელს მიაქციეთ. ფრილანსერს პირადი ცხოვრების მოწყობა გაუჭირდება, რადგან ინიციატივის გამოვლენა და მამაკაცებთან გაცნობა თავად მოუწევს. კლასიკური სქემის მომხრე მარტო დარჩება და პრინცის დიდხანს ლოდინი მოუწევს. 2021 წელს ფული და სიყვარული ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული იქნება. მომავალი შეყვარებულის „ქონების“ შეფასების არ შეგრცხვეთ.

მორიელი

გათხოვილი მორიელი, რომელსაც ჯერ დედობის ბედნიერება არ განუცდია, ფაქტიურად ორსულობის თემაზე გაგიჟდება. თუ მათ შორის ხართ, სამსახურის განწყობის და ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ: არც ერთი უფროსი არ მოითმენს ყველა შესაძლო გამოკვლევისთვის სამსახურიდან გათავისუფლებას, ხოლო პარტნიორი უსარგებლო ხარჯით უკმაყოფილო იქნება. დაიმახსოვრეთ: რაც უფრო მეტად ცდილობთ სამყაროს გაკონტროლებას, მით უფრო ნაკლებს მოგცემთ. მარტოხელა მორიელი ცოლიან კაცთან რომანს გააბას. შესაძლოა, ეს ერთ–ერთი მეგობრის ქმარი ან შეყვარებული იყოს. გატეხილი გულის და დაკარგული მეგობრობის დატირება რომ არ მოგიწიოთ, თავი გააკონტროლეთ და ისე მოექეცით ხალხს, როგორც გსურთ, რომ თავად მოგექცნენ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მიმდინარე ურთიერთობაში, როგორიც არ უნდა იყოს, მოიწყენს. დაწყებული კანონიერი ქორწინებიდან, დასრულებული მესენჯერში მიმოწერით. გაზაფხულამდე დარდი და სევდა არ მიგატოვებთ. უბრალოდ ყველაფერი ისე დატოვეთ, როგორც არის და ცხოვრების სხვა სფეროზე გადაერთეთ. ან გადაწყვიტეთ, თუ რა და რისთვის გსურთ, რადგან სასიყვარულო საქმე პირდაპირ თქვენს შინაგან მარტოობაზეა დამოკიდებული. თუ დიდი და წმინდა სიყვარული არაა, თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის ტანჯვა შეწყვიტეთ და მანკიერი წრე გაარღვიეთ. წინ რაღაც მშვენიერი გელოდებათ, მაგრამ ის არ გაგიშვებთ, თუ ამის პირობები არაა. მომავალი სიყვარულისთვის თავი გაითავისუფლეთ და საკუთარ თავს განტვირთვის დრო მიეცით. ცოტა ხნით განმარტოვდით და თავისუფლებით ისიამოვნეთ.

თხის რქა

დაკავებული თხის რქა იდეურ წინააღმდეგობას გადააწყდება, რომელიც სასიყვარულო კავშირის დაწყების დროს არ ყოფილა და ეს ნამდვილი კატასტროფა გახდება. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორთან საერთო ღირებულებები და მორალური ნორმების ქონა, უსიამოვნო სიმართლის გასაგებად და რამდენიმე თვე ბალიშში ტირილისთვის მოემზადეთ. განსაკუთრებული სირთულე შვილიან ქალს ელოდება, რომელიც ხელმეორედ გათხოვდება. შემდეგ კონკიას როლი რომ არ ითამაშოთ, ბოიფრენდთან შვილთან ურთიერთობის საკითხი წინასწარ განიხილეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდად არ უყვარს ბავშვები ან ერთი კონკრეტული ბავშვი, რომელიც თავს ახსენებს, თუ ვინ იყო ადრე. თუ არჩევანის წინაშე იქნებით, გახსოვდეთ, რომ დედა შვილთან ერთად უკვე სრულყოფილი ოჯახია, ხოლო საკუთარი თავი პირველ ადგილას უნდა დააყენოთ. 2021 წლის დევიზი: მამაკაცები მოდიან და მიდიან, ცხოვრება კი გრძელდება.

მერწყული

2021 წელს თავისუფალი მერწყული ახალ–ახალი პერსონაჟებით გაერთობა, მაგრამ აქედან დიდ ვერაფერს მიიღებს. თითოეული ახალი ბოიფრენდი აუცილებელ გამოცდილებად მიიღეთ, რომლისთვისაც ბედის მადლიერი უნდა იყოთ. ზოგი მანქანაში გარკვევას გასწავლით, ზოგი შინაურ ცხოველს გაჩუქებთ, ზოგი ფინანსების მართვას გასწავლით. უკვე წლის დასაწყისში უნდა გადახედოთ ფულთან ურთიერთობას და იმას, თუ რამდენად ჩქარობთ საყვარელი ადამიანის დახმარებას, როცა ამას გთხოვთ. დრო გიჩვენებთ, რომ ნამდვილი მამაკაცი, განსაკუთრებით გაყოფილი ბიუჯეტის შემთხვევაში, თავის შეყვარებულს ფულად მხარდაჭერას არ სთხოვს. ასე რომ დანაზოგის დაცლა და სხვისი კრედიტების აღება არ იჩქაროთ. მით უმეტეს, არც ერთი რომანი რეპუტაციის და საკრედიტო ისტორიის დაკარგვად არ ღირს.

თევზები

თევზები შეიძლება ძლიერ დაიწვას, თუ საკუთარ ინტუიციას აღარ ენდობა. თუ ზაფხულამდე საქმე კარგად ჩაივლის, უკვე შემოდგომიდან სასიყვარულო ფრონტზე ღრუბლები შეგროვდება. პირად ცხოვრების საკითხზე მშობლებთან კონფლიქტიც ახლოვდება. დაიმახსოვრეთ: დრო შეიცვალა და პირველი პაემნის შემდეგ გათხოვების სურვილის არ ქონა ნორმალურია. თავს ნუ იტეხთ და შეყვარებულებს ნუ იცვლით, სანამ დედას არ მოეწონება. მას არავინ მოეწონება. ერთი ზედმეტად ღარიბი იქნება, მეორე ზედმეტად მსმელი, მესამე მექალთანე, მეოთხე მანიაკი. არავის მოუსმინოთ! მთავარია, რომ თავად მოგწონდეთ და სიამოვნებას განიჭებდეთ. მასთან თქვენ უნდა იცხოვროთ და არა თქვენმა მშობლებმა. დაქორწინებული თევზების ცხოვრებაც მშვიდი არ იქნება: ისინი ეჭვიანობით დაიტანჯებიან.

წყაროcosmo