ბედი პლანეტების ძალაშია: რა არის ნატალური რუკა და როგორ გამოვთვალოთ

0
1118
photo credit: Legion-Media

ნატალური ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის ბედზე მისი დაბადების დროს პლანეტების ადგილმდებარეობა გავლენას ახდენს. ეს დაბადების დროსა და ადგილზეა დამოკიდებული. პლანეტების განლაგება სრულ ნატალურ სქემას ასახავს, რომლის შესწავლით ადამიანის ხასიათის და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების გაგება შეიძლება.

თავისი არსით, პერსონალური ჰოროსკოპის და ნატალური რუკის შედგენა დაბადების ადგილის და დროის ზუსტი გათვალისწინებით ხდება. ბევრი ნატალურ ასტროლოგიას მიმართავს, რომ გამოავლინოს საკუთარი ძლიერი მხარეები და დამაბრკოლებელი ფაქტორები, რომლებიც განვითარებაში ხელს უშლის.

ნატალური რუკის გაშიფვრამ შეიძლება მოგცეთ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ რამდენიმე წლის უკან პლანატების განლაგება – მიღებული მონაცემები შეიძლება ანალიზის, საკუთარი თავის შესწავლის და თვითგანვითარების მასალა გახდეს. Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რას ნიშნავს თითოეული პლანეტა და ზოდიაქოს ნიშანი ნატალურ რუკაზე.

როგორ გამოვთვალოთ ნატალური რუკა დაბადების თარიღით

ნატალური რუკის შედგენაში ნატალური ასტროლოგიის სპეციალისტი დაგეხმარებათ. ასევე შეგიძლიათ ასტროლოგიური საიტები გამოიყენოთ, სადაც დაბადების თარიღის, დროის და ადგილის შესახებ ზუსტი მონაცემები უნდა შეიყვანოთ. ერთ–ერთი ასეთი პოპულარული საიტია Astro.com

გაანგარიშების შედეგად მიიღებთ სურათს, რომელიც თქვენი დაბადების დროს პლანეტების მდებარეობას გიჩვენებთ. ნატალური რუკის მთავარი კომპონენტები: სახლი და თითოეულ მათგანში მზის, მთვარის და პლანეტების ადგილმდებარეობა.

როგორ განვსაზღვროთ ნატალური რუკა?

ნატალური რუკა დაბადების თარიღით – წრე სექტორებით და სიმბოლოებით, რომელზეც გამოსახულია ზოდიაქოს ნიშნები, პლანეტები, მთვარე და მზე. სახლი ნატალურ რუკაში წარმოდგენილია 12 სექტორით – ის რუკის გარე წრეზე მდებარეობს. თითოეულ მათგანში შეიძლება რამდენიმე ან საერთოდ არცერთი პლანეტა მოხვდეს. თითოეული სახლი სხვადასხვა სფეროსა და ადამიანის ხასიათზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, რუკაზე გამოსახულია 12 ზოდიაქოს ნიშანი – თქვენი ზოდიაქოს ნიშნით ხასიათის და ტემპერამენტის გაგებას შეძლებთ.

ნატალურ რუკაზე პლანეტები სიმბოლოებით არის გამოსახული და განლაგებულია სხვადასხვა გზით: ზოგის რუკაზე ერთ რიგშია, ზოგის რუკაში ქაოტურად. ამა თუ იმ ზოდიაქალურ ნიშანში პლანეტების მდებარეობის დათვლით შესაძლებელია როგორც მთავარი, ასევე სუსტი სტიქიების გამოთვლა.

  • ცეცხლი (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)
  • წყალი (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)
  • ჰაერი (ტყუპები, სასწორი, მერწყული)
  • მიწა (კურო, ქალწული, თხის რქა)

გარკვეულ ნიშანში რაც უფრო ბევრი პლანეტაა, მით უფრო ძლიერი იქნება სტიქია. წამყვანი სტიქია ადამიანის ტემპერამენტზე გავლენას ახდენს და ამა თუ იმ სიტუაციაში მის ქცევებს განსაზღვრავს.

ნატალურ რუკაზე მზის და მთვარის განლაგებას ყურადღება მიაქციეთ – ის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე თქვენს რეაქციას განსაზღვრავს. ქალისთვის შედგენილ ნატალურ რუკაზე მზის მდებარეობის შესწავლით შესაძლებელია მომავალ (ან არსებულ) ქმარზე დასკვნების გაკეთება.

photo credit: Legion-Media

დაბადების ნატალური რუკა: რას ნიშნავს თითოეული სახლი

ნატალურ რუკაზე თითოეულ სახლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კარტის შესწავლისას უნდა დაადგინოთ ასცენდენტი – აღმავალი ნიშანი, რომელიც პირველი სახლის თავზე მდებარეობს. თუ ნატალურ რუკას წრის ფორმა აქვს, ასცენდენტი 9 საათზე განლაგდება.

  1. პირველი სახლი – მთავარი, ადამიანს და მის პიროვნებას ასახავს. აქ განლაგებული პლანეტები თქვენზე ძლიერ გავლენას ახდენენ.
  2. მეორე სახლი – ხარჯი, შემოსავალი, მოგება, ფინანსები, სიმდიდრე და კეთილდღეობა.
  3. მესამე სახლი – ახლობლები, ნათესავები, თანამშრომლები. ყველა, ვინც თქვენ გვერდითაა და ვისთანაც ახლო ურთიერთობა გაქვთ.
  4. მეოთხე სახლი – ოჯახი, სახლი, ქონება, დოვლათი.
  5. მეხუთე სახლი – ბავშვები, როგორც თქვენი, ასევე სხვების, გვარის გამგრძელებლები. სახლი საპირისპირო სქესთან ურთიერთობაზე გავლენას ახდენს.
  6. მეექვსე სახლი – ჯანმრთელობა, ყოველდღიური რუტინა, სამსახური, ფიზიკური კეთილდღეობა.
  7. მეშვიდე სახლი – სიყვარული, ურთიერთობა, ქორწინება.
  8. მერვე სახლი – მოსაზღვრე მდგომარეობა: დაბადება, სიკვდილი, მძიმე ავადმყოფობა, ტრავმა, ოპერაცია.
  9. მეცხრე სახლი – მოგზაურობა.
  10. მეათე სახლი – ამბიცია, მისწრაფება, კარიერული ზრდა.
  11. მეთერთმეტე სახლი – იმედი, ოცნება, სურვილი.
  12. მეთორმეტე სახლი – საიდუმლო, „ჩონჩხი კარადაში“.

რას ნიშნავს პლანეტები ნატალურ რუკაზე

ნატალური რუკის გამოთვლა პლანეტების მნიშვნელობის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.

  • მზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს – ასახავს თავად ადამიანს და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროს.
  • მთვარე ასახავს განცდილ ემოციებს, ასევე ზოგადად სამყაროს აღქმას.
  • მარსი ლიდერობას, ძალაუფლებას და ძალას უკავშირდება. მარსის გავლენა მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
  • ვენერა პასუხისმგებელია შემოქმედებაზე, თვითგამოხატვაზე, ასევე ხელს უწყობს ცხოვრებაში როგორც ხალხის, ასევე უსულო ფაქტორების (მაგალითად, ფინანსები) მოზიდვას.
  • მერკური – ინტელექტუალური შესაძლებლობები, სწავლის ნიჭი.
  • სატურნი – წესრიგი, პასუხისმგებლობა, დისციპლინა. მისი არსებობა კარიერულ კიბეზე წინსვლას ხელს შეუწყობს.
  • იუპიტერი – განათლება, განვითარება.
  • ურანი დაკავშირებულია ცვლილებებთან, აღმოჩენის წყურვილთან.
  • პლუტონი ნებისყოფას და შეუქცევად ცვლილებებს ნიშნავს.
  • ნეპტუნი – ფანტაზიები, ოცნებები. ის წარმოსახვას ხელს უწყობს და შემოქმედებით ხალხზე გავლენას ახდენს.