კონტურინგი სახის ფორმის მიხედვით: ვარსკვლავების მაგალითები და სასარგებლო რჩევები

0
1043
photo credit: Shutterstock

„ყოვლისშემძლე“ კონტურინგს შეუძლია სახის ნაკვთების ვიზუალურად მოდელირება, ნაკვთების უფრო გამოკვეთა. ასეთი მაკიაჟის შესახებ ყველამ იცის, ამიტომ Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ დეტალურ ინსტრუქციას და საშუალებებს, რომლებიც დაგჭირდებათ.

ითვლება, რომ კიმ კარდაშიანი პირველი ვარსკვლავია, რომელმაც კონტურინგი მოიფიქრა. მან Instagram-ზე გამოაქვეყნა თავისი სახის ფოტო, სადაც კორექტორი, მუქი კონტური და ჰაილაითერი ჰქონდა წასმული. ამ სელფით საყოველთაო ისტერია დაიწყო: გოგოებმა მასობრივად დაიწყეს კონტურინგის გაკეთება და სოციალურ ქსელებში შედეგების გამოქვეყნება.

სინამდვილეში, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ტექნიკა ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ გამოიგონეს! ე.წ. პირველ „კონტურინგს“ (რა თქმა უნდა, ასეთი ტერმინი მაშინ არ არსებობდა) მე-20 საუკუნის დასაწყისში მუნჯი კინოს ჰოლივუდის მსახიობები იკეთებდნენ. საქმე იმაშია, რომ კადრი შავ–თეთრი და ბუნდოვანი იყო. სახე უფრო მკვეთრი, ხოლო ჩრდილები გამოხატული ყოფილიყო, ვარსკვლავებს სპეციალური მეთოდით შეღებვა უწევდათ.

მუქი კორექტორით კვეთდნენ სახის საჭირო ნაწილებს: ცხვირის ფუძე, ყვრიმალები, ნიკაპი, შუბლი. თეთრი პუდრით, პირიქით, შუბლის შუა ნაწილს, ნიკაპს, ასევე ყელს, უფრო ანათებდნენ. იმ დროს ჰაილაითერი და კონსილერი გამოგონილი არ იყო, მაგრამ შედეგი დღევანდელისგან დიდად არ განსხვავდებოდა.

როგორ გავიკეთოთ კონტურინგი

კონტურინგის ზოგადი წესები ყველასთვის უნივერსალურია. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 2 მთავარი საშუალება: მუქი კორექტორი (კრემისებრი ან ფხვნილი) და ჰაილაითერი. კორექტორით სახის ჩრდილებს გამოკვეთ – მას შეუძლია ცხვირი ვიზუალურად დააპატარავოს, ნიკაპი უფრო მოხდენილი გახადოს, ხოლო ყვრიმალები – უფრო ჩავარდნილი.

ჰაილაითერი სახეს მოცულობას მატებს – ნათელ ადგილებს კვეთს, აქცენტს ღირსებაზე აკეთებს და ჯანსაღი, ბზინვარე კანის ეფექტს ქმნის. ამ კოსმეტიკური საშუალებების სახეზე წასმა თქვენს სახის ფორმაზეა დამოკიდებული. მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას!

კონტურინგი სახის ფორმის მიხედვით

პირველ რიგში, გაარკვიეთ, თუ თქვენი სახის რომელი ნაკვთის გამოსწორება გსურთ კონტურინგით. ვარსკვლავების მაგალითი გამოიყენეთ – მათ ეს ტექნიკა უკვე აითვისეს.

თუ ოვალური სახე გაქვთ

გაგიმართლათ, ოვალური სახე საშუალებას გაძლევთ გაიკეთოთ მარტივი, კლასიკური კონტურინგი, მინიმალური კორექციებით.

  • კონტური წაისვით შუბლის გვერდებზე, თმის ხაზთან ახლოს. წარბების ფორმის კორექტირებისთვის ფანქარი გამოიყენეთ.
  • კონტურით ყვრიმალები გამოყავით. ამისთვის კონტური გამოწეული ძვლის ოდნავ ქვემოთ წაისვით. ასე „ჩავარდნილი ლოყების“ ეფექტს შექმნით.
  • ჰაილაითერით შუბლის შუა ნაწილი, თვალის ირგვლივ ნაწილი (საფეთქლიდან ცხვირის ფუძემდე) და ნიკაპის შუა ნაწილი გამოკვეთეთ.

თუ მართკუთხა სახე გაქვთ

მართკუთხა სახე, როგორც მსახიობს ოლივია უაილდს, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ქვედა ყბის ნაწილში – ის უფრო დახვეწილი და ვიწრო უნდა გახადოთ.

  • პირველ რიგში, სახეზე ტონალური საშუალება წაისვით.
  • კონტური ქვედა ყბის გვერდებზე ფართოდ წაისვით. სახის კორექტირებისთვის შეგიძლიათ პუდრი–რუმიანა გამოიყენოთ.
  • კონტურით შუბლი გამოყავით თმის ზრდის ხაზთან – დაე, ჩრდილი გვერდებზე უფრო ფართო იყოს.
  • თვალების ქვეშ გადაბრუნებული სამკუთხედის ფორმით ჰაილაითერი წაისვით და რეტუშირება გაუკეთეთ. ნიკაპის შუა ნაწილი არ დაგავიწყდეთ.

თუ სამკუთხა სახე გაქვთ

ასეთი ფორმის გოგოებს ნიკაპზე დამატებითი ჩრდილების შექმნა არ სჭირდებათ. პირიქით, სახის შუა ნაწილი და შუბლი უფრო უნდა შეავიწროვოთ, რომ იდეალური, ოვალური ფორმა მიიღოთ.

  • კონტური შუბლზე წაისვით ისე, რომ ვიზუალურად უფრო დაავიწროოთ. ყვრიმალებზე იმუშავეთ – ჩრდილი ვერტიკალური ხაზით, შუბლიდან ლოყის შუა ნაწილამდე წაისვით. ამის გაკეთება კონტურინგის სპეციალური ფუნჯით მოსახერხებელია.
  • ცოტა კონტური ნიკაპის წვერზე წაისვით – ასე ნაკლებად მახვილი გახდება.
  • ჰაილაითერი გამოიყენეთ თვალების ქვეშ, შუბლის და ნიკაპის შუა ნაწილებზე.

კონტურინგის რამდენიმე წესი:

  1. შეეცადეთ გამოიყენოთ მუქი კონტური ყავისფერი შეფერილობით ნაცრისფერი ქვეტონით. მოყვითალო, ნარინჯისფერ შეფერილობებზე უარი თქვით. თქვენ ხომ არ გსურთ სტაფილოს დაემსგავსოთ!
  2. ჰაილაითერად ბრონზერი არ გამოიყენოთ – ამ მიზნით ნამდვილად არ გამოგადგებათ.
  3. გამოიყენეთ ჰაილაითერი ძალიან წვრილი სინათლის ამრეკლავი ნაწილაკებით – არანაირი ბრჭყვიალი სახეზე, ეს ვულგარულად და მოძველებულად გამოიყურება.
წყაროcosmo