არანაირი ძროხის ხორცი ოლივიეში – როგორ მოვიმადლიეროთ თეთრი ხარი ახალი წლის ღამეს

0
650
photo credit: Shutterstock

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო დარჩა და ყველას აინტერესებს: როგორ მოვიმადლიეროთ წლის მფარველი – ძლიერი, შეუპოვარი, შრომისმოყვარე თეთრი ხარი? Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა დახმარებით თეთრი ხარის კეთილგანწყობის მოპოვებას, შემდეგ კი მთელი წელი სიუხვესა და ფუფუნებაში ცხოვრებას შეძლებთ.

ხარი მშვიდობისმოყვარეა, ამიტომ აუცილებლად შეურიგდით მათ, ვისთანაც ნაჩხუბარი ხართ. წყენა დაივიწყეთ, წარსულში დატოვეთ და 2021 წელი სუფთა ფურცლით დაიწყეთ.

წლის მფარველს უწესრიგობა არ უყვარს, ამიტომ სახლი საგულდაგულოდ დაალაგეთ. ძველი და უსარგებლო ნივთები, ასევე ნეგატიური ფიქრები მოიშორეთ. სივრცე ახალი, ნათელი და უკეთესი მომავლისთვის გაათავისუფლეთ.

სად და ვისთან ერთად შევხვდეთ?

ახალი წელი სჯობს ოჯახთან ერთად მყუდრო, კომფორტულ სახლის პირობებში აღნიშნოთ. ხარი თავისუფალი არსებაა, რომელსაც ბუნება და სივრცე უყვარს. კარგი იქნება, თუ ახალ წელს აგარაკზე, ბუნებაში, ქალაქის ხმაურიდან მოშორებით შეხვდებით. ახლობლებს და ოჯახის წევრებს ყურადღება მიაქციეთ, ერთად შეიკრიბეთ და ჯადოსნურ წვეულებაში ჩაიძირეთ – სახლი გააფორმეთ, ნაძვის ხე მორთეთ, სადღესასწაულო სუფრა მოამზადეთ.

რა მოვამზადოთ?

დიასახლისებს აინტერესებთ, თუ რა გაიტანონ საახალწლო სუფრაზე, რომ თეთრი ხარი მოიმადლიერონ.

როგორც ცნობილია, ხარი ბალახისმჭამელი ცხოველია და მისი გულის მოსაგებად სუფრაზე რაც შეიძლება ბევრი მწვანილი, ახალი ბოსტნეული, მწნილები, ბოსტნეულის წასახემსებელი და სალათები უნდა გქონდეთ.

საახალწლო სუფრისთვის ცხელი კერძები დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ. რეცეპტები ძროხის და ხბოს ხორცით გვერდზე გადადეთ. ასე შეიძლება წლის მფარველი გააბრაზოთ. სჯობს აირჩიოთ თევზი, ქათამი, კურდღელი ან ღორის ხორცი.

ხარი ტკბილეულის მოყვარულია, ამიტომ სუფრაზე ნამცხვრების, ტორტების ან ნებისმიერი დესერტის დადება არ დაგავიწყდეთ. თეთრი ხარის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ძლიერ სასმელზე უარი თქვით. ჯადოსნურ ღამეს შამპანური ან ღვინო, წვენი და მორსი დალიეთ.

როგორ მოვრთოთ სახლი?

სახლის მორთვა ახალი წლის განუყოფელი ნაწილია.

რა ფერებში გავაფორმოთ სახლი? აუცილებელია ნათელი ფერები, განსაკუთრებით წითელი, გამორიცხოთ. ის წლის მფარველს აღიზიანებს.

თეთრი, ღია კრემისფერი, მშვიდი პასტელური შეფერილობა – სწორედ ისაა, რაც მეტალის ხარს მოსწონს.

თეთრი მაგიდის გადასაფარებელი, სანთლები, ვერცხლისფერი სათამაშოები და ზიზილპიპილები ნაძვის ხეზე – ასე მოდურ და მყუდრო ატმოსფეროს შექმნით.

შეიძინეთ ან ოჯახის წევრებთან ერთად გააკეთეთ ხარის ფორმის ფიგურა ან ნაძვის ხის სათამაშო. ის ხომ წლის სიმბოლო და მთავარი სტუმარია.

რა ჩავიცვათ?

საახალწლო ღამეს ღია ფერებში გამოეწყვეთ. გრძელი, საღამოს კაბა ბზინავებით გამოგადგებათ. ასე დიდებულ სტილს შექმნით!

თუ ახალი წლის შესახვედრად ყველა წესს შეასრულებთ, ხარი მთელი წელი დაგიცავთ – 2021 წელი მარტივად გაივლის სიყვარულში, ბედნიერებასა და კეთილდღეობაში.

წყაროcosmo