გადავარჩინოთ მომავალი წელი: ყველაზე სასარგებლო რიტუალები წარმატების და ბედნიერების მოსაზიდად

0
523
photo credit: Getty Images

თუ სადღესასწაულო ტრადიციები და რიტუალები გიყვართ, მაშინ ახალი წელი საუკეთესო დროა, რომ წარმატება, ბედნიერება და ფული მოიზიდოთ. რიტუალების სარგებელს მატერიალისტებიც აღიარებენ. თუ ისინი დადებით შედეგებს გვპირდებიან, რატომ უნდა ვთქვათ უარი ასეთ სასიამოვნო წვრილმანებზე? ახალი წლის ჯადოქრობა სწორედ ესაა. დაე, ყველაფერი ახდეს! Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საახალწლო რიტუალებს წარმატების და ბედნიერების მოსაზიდად.

საახალწლო რიტუალები შამპანურით

ბავშვობიდან ნაცნობი რიტუალი – უფროსები ქაღალდზე სურვილს ნაჩქარევად წერდნენ, წვავდნენ, ფერფლს შამპანურში ურევდნენ და სვამდნენ, სანამ საათი 12–ს ჩამოკრავდა. აქ, მნიშვნელოვანია პირველი დარტყმიდან დაიწყოთ და ახალი წლის დადგომამდე დაასრულოთ. თხელი ქაღალდი აიღეთ და ფანქრით დაწერეთ, ასე ნამდვილად მოასწრებთ!

ფულის მოსაზიდად შამპანურის ჭიქაში მონეტას დებენ. მნიშვნელოვანია, რომ სუფრასთან ყველას ჭიქა მიუჭახუნოთ, უყურადღებოდ არავინ დატოვოთ, მაგრამ ბოლოს აუცილებლად საყვარელ ადამიანს მიუჭახუნეთ – ეს რიტუალი დაშორებას ხელს უშლის. ურთიერთგაგებისთვის პირველი ყლუპის შემდეგ ჭიქები გაცვალეთ.

სანამ საათი 12–ს ჩამოკრავს

ბევრი საახალწლო რიტუალი სწრაფად შესრულებას მოითხოვს – დაიწყოთ უნდა საათის პირველი დარტყმიდან და დაასრულოთ 12-მდე, სხვაგვარად არა. რა უნდა მოასწროთ ჯადოსნურ ათვლამდე?

ძლიერი ჯანმრთელობისთვის ქალმა მხრებზე შარფი უნდა მოიხვიოს, შეიფუთოს და ზუსტად 12–ზე მოიხსნას. ამ დროში საფულეში ფულის სწორად ჩალაგება უნდა მოასწროთ, არც ერთი თეთრი ან ქაღალდის ფული უყურადღებოდ არ დატოვოთ. თუ მომავალ წელს ბავშვის გაჩენა გსურთ, დღესასწაულზე ორსული მეგობარი მოიწვიეთ. დაე, მან კოვზით რაიმე გაჭამოთ, სანამ საათი 12-ს ჩამოკრავს.

ახალი, სუფთა, ლამაზი

ყველაზე საერთაშორისო რიტუალი, რომელიც მომავალ წელს გპირდებათ კეთილდღეობას – სახლის დალაგება და სისუფთავე. სახლის გენერალური დალაგება არა მხოლოდ ახალ ცხოვრებაში წესრიგს გპირდებათ, არამედ მხიარული წვეულების შემდეგ კარგად დასვენების შესაძლებლობას გაძლევთ. ძველი, გატეხილი და უსიცოცხლო ნივთები სინანულის გარეშე მოიშორეთ – ასე ახალს და ნათელს ადგილს გაუთავისუფლებთ.

სიკეთის მოსაზიდად დღესასწაულზე რაღაც ახალი ჩაიცვით. გარდერობის სრულად განახლება აუცილებელი არაა, საკმარისია რაიმე აქსესუარი. მნიშვნელოვანია, რომ განახლება თქვენში დადებით ემოციებს იწვევდეს. მოუხერხებელი ნივთები არ ჩაიცვათ!

მთავარი რიტუალები

კერძების სიუხვე თანამედროვეობის ნიშანია. მთელი მსოფლიოსთვის სუფრის გაშლა მოძველებულია, მაგრამ მდიდარი სუფრა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რაოდენობიდან აქცენტი ხარისხზე გადაიტანეთ. ერთი ნოყიერი კერძი, როგორც სიუხვის სიმბოლო საკმარისია. ერთმანეთს გემრიელი დელიკატესით გაუმასპინძლდით.

დაე, საახალწლო სუფრაზე 2020/21 წლის მფარველების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად რაიმე გქონდეთ.  წელს გაგიმართლათ – ვირთხა თითქმის ყველაფერს ჭამს, ხოლო ხარი გემრიელი კერძებით ისიამოვნებს.

საახალწლო რიტუალი მდიდრული ცხოვრებისთვის

ამბობენ, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდით, მაგრამ სჯობს ასეთი გულუბრყვილობა დაივიწყოთ. ფული მნიშვნელოვანია, ამიტომ სიმდიდრის მოსაზიდად რიტუალის ჩატარება ზედმეტი არ იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი საახალწლო რიტუალი – ვალების დარიგება. კარგი იქნება, თუ ახალი წლის დადგომამდე საკრედიტო ვალდებულებას სრულად დაფარავთ, ამასთან საკმარისი ფული დაიტოვეთ, რომ წლის პირველ დღეს სავსე ჯიბით და სქელი საფულით შეხვდეთ. სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრებაში ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ამაზე არ ჩაიციკლოთ – დადებითი დინამიკისთვის თავი შეაქეთ. ახალ წელს მოქმედის მკაფიო გეგმით და მშვიდი გულით შეხვდით და რაიმე რიტუალის გამო ნერვები არ აიშალოთ.

ნაძვის ხეზე მდიდრული ცხოვრების სიმბოლოები დაკიდეთ. ქაღალდის ფულის ჩამოკიდება არ ღირს, გამოდგება სარიტუალო მონეტები, ფულის გამოსახულება, ტკბილეული და სანელებლები, როგორც ტკბილი ცხოვრების სიმბოლო.

შემოსასვლელ კართან ხალიჩის ქვეშ ქაღალდის ფული და მონეტები უნდა დაყაროთ, რომ ფული სახლში შემოვიდეს. აუცილებლად სურვილი ჩაიფიქრეთ. შამპანურში დაბანილი იღბლიანი მონეტა სალფეთქში გაახვიეთ და საფულეში, როგორც თილისმა ატარეთ.

აი, საჭმელში მონეტები სჯობს არ დამალოთ, როგორი მიმზიდველი რიტუალიც არ უნდა იყოს. სტომატოლოგის მომსახურება ყველა რიტუალს ნულზე დაიყვანს, რადგან ეს ნამდვილად ცუდის ნიშანია. რიტუალი საკმაოდ მოქნილია – სწორი ცვლილებები შეიტანეთ. დაე, მონეტის როლი ქეშიუს კაკალმა ან მთელმა ნუშმა შეასრულოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი – ძალიან ბევრი რიტუალის შესრულება არ სცადოთ. ერთდროულად შარფის მოხვევა, ორსული მეგობრიდან სასარგებლო კერძის გასინჯვა, ქაღალდის დაწვა და შამპანურის დალევა ძალიან სარისკოა. დამწვარი შარფი, ფერფლიანი შამპანურით დასვრილი მეგობარი და სტუმრები პანიკაში – ესეც ცუდის ნიშნებია. ხომ გახსოვთ: როგორც შეხვდებით ახალ წელს, მთელ წელს ისე გაატარებთ.

წყაროcosmo