ყველაზე ველური ტრენდები კოსმეტოლოგიაში, რომელიც 2020 წელს უკვე მოძველებულია.

0
894
photo credit: Getty Images

სილამაზის ინდუსტრია ერთ ადგილას არ დგას, ხოლო მეცნიერება ვითარდება: მსოფლიოში მუდმივად ახალი ეფექტური საშუალებები იქმნება, რომლებსაც პრაქტიკულად ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ. თქვენ კი დღემდე გჯერათ მოძველებული სილამაზის რეცეპტების და იმედოვნებთ, რომ ნაოჭებს კიტრის ნიღბით მოიშორებთ? Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 7 პოპულარულ სილამაზის ხრიკს, რომლებიც უკვე მოძველდა და სრულიად უსარგებლოა. დროა, დაივიწყოთ!

1. კიტრის რგოლები თვალების ქვეშ ტომრების საწინააღმდეგოდ

კიტრი 95% წყლისგან შედგება, ანუ როცა კიტრს სახეზე ჯანსაღი და დასვენებული კანის მიღების იმედად იდებთ, ეფექტი იგივეა, როგორც გრილი წლით სახის დიდხანს დაბანისას. ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი ბამბის დისკები. სიტყვაზე, ეფექტი მხოლოდ პლაცებოა – თქვენი თვითდარწმუნების შედეგი. თუ თვალების ქვეშ შეშუპების მოშორება ნამდვილად გსურთ, გირჩევთ სპეციალურ პატჩებს, რომლებიც შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს, კოლაგენს და ჰიალურონის მჟავას.

2. კბილების გათეთრება სოდით

ხუმრობთ? მართლა აპირებთ კბილების სოდით გახეხვას? თუ ეს ჭუჭყიან ჭიქაზე მოქმედებს, არ ნიშნავს, რომ იგივე ემალზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სოდით გათეთრების შინაურული მეთოდი საკმაოდ საზიანოა – ეფექტი იმად არ ღირს, რომ ემალი დააზიანოთ და შედეგებით იტანჯოთ. სჯობს სტომატოლოგთან პროფესიონალურად გაიწმინდოთ ან ამ მიზნით სპეციალური ნაკრები შეიძინოთ.

3. ვაკუუმის ქილები ცელულიტის მოსაშორებლად

ოჰ, ეს საშინელი წამების იარაღი – ვაკუუმის ქილები ცელულიტის საწინააღმდეგოდ. აფთიაქებში იყიდება. ერთი შეხედვით, უწყინარია. შედეგად, მთელი დუნდულები და თეძოები ჩალურჯებულია, თქვენ კი ცრემლებში. ჩალურჯებების შემდეგ ცელულიტი არ შემცირდება, რადგან ცელულიტი ცხიმოვანი დაგროვებაა, რომელიც გოროხებად ნაწილდება. მისი მოშორება შესაძლებელია კომპლექსური მიდგომით: სპორტი + მასაჟი + სწორი კვება. საერთოდ, რატომ უნდა მოიშოროთ, მისი არსებობა ნორმალურია.

4. ხის მასაჟორები

ალბათ, სახლში გაქვთ ასეთი საინჟინრო ჩანაფიქრის სასწაული – ხის მასაჟორი, რომლითაც ადრე ზურგს, კისერს და ღმერთმა იცის, კიდევ რას იზელდით. საინტერესოა, რა მიზნით შეიძინეთ? ეს მტვრის შემგროვებელი მოიშორეთ! ამ ნივთს არანაირი სარგებელი არ მოაქვს – თუ მოდუნება გსურთ, მასაჟზე ჩაეწერეთ.

5. თმის ნიღაბი ქათმის კვერცხით

ცნობილი თმის ნიღბები ქათმის კვერცხით, მდოგვით ან კონიაკით. უბრალოდ გასტრონომიული შედევრია! შედეგი მოლოდინს ხშირად არ ამართლებს: თმა მშრალი და უხეში ხდება, რადგან კვერცხის გული დაპირებულ დატენიანებას არ იძლევა. რატომ სჯერათ გოგოებს ამ ნიღბის ჯადოსნური ეფექტის? კვერცხი ნამდვილად ვიტამინების საწყობია, ის ნამდვილად შეიცავს ამინომჟავებს, ფოსფორს, რკინას, რეტინოლს და სხვა სასარგებლო ნივთიერებას. ეს ყველაფერი მოქმედებს, თუ მას შეჭამთ და არა თმაზე წაისვამთ! თუ შესამჩნევი ეფექტის მიღება გსურთ, თმის ტიპის შესაფერისი პროფესიონალური ნიღაბი შეიძინეთ. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და მეცნიერებმა თმისთვის ნამდვილად მოქმედი საშუალება უკვე დიდი ხანია გამოიგონეს.

6. ძველი ტუშის გაზავება თვალის წვეთით

კომენტარის გარეშე. უბრალოდ ახალი ტუში შეიძინეთ! ძველ ტუშს ვერც თვალის წვეთით და ვერც მზესუმზირას ზეთით ახალ სიცოცხლეს ვერ მიანიჭებთ. გაზავებისას ტუშის ფორმულა ირღვევა, არანაირი მოცულობის ეფექტი ან დაგრძელება. სხვათა შორის, როცა მეორე დღეს წამწამების შეღებვას გადაწყვეტთ, ტუში კვლავ მშრალი იქნება. ამას შეიძლება გონივრული ეკონომია ვუწოდოთ?

7. დაბანა ლაზლოს სისტემით

ერნო ლაზლომ, უნგრელმა დერმატოლოგმა ცნობილი დაბანის სისტემა 100 წლის წინ გამოიგონა და მას მისდევდნენ ოდრი ჰეპბერნი, მერილინ მონრო, გრეტა გარბო და ჟალკინ კენედი. მთავარი მომენტი იმაში მდგომარეობს, სისტემა „100 წლის წინ“ გამოიგონეს! ოდრი ჰეპბერნს ნამდვილად არ ჰქონდა თანამედროვე პილინგი, სკრაბი და კანის გასაწმენდი ელექტრო ჯაგრისები. სწორედ ამიტომ, მას უწევდა სახის დაორთქვლა, დაბანა, საპნიანი წყლით დაბანა და რბილი ღრუბლის გამოყენება. თქვენს არსენალში უფრო თანამედროვე და ეფექტური საშუალებებია!

წყაროcosmo