
შესაძლოა, ყოფილ შეყვარებულზე სიზმარი კოშმარი არაა, მაგრამ გაღვიძებისას თავს უსიამოვნოდ ნამდვილად იგრძნობთ. ეს შემთხვევით არ ხდება, ნამდვილად დასაფიქრებელია. ძილის თერაპევტის და სიზმრების შესახებ წიგნის ავტორის, ლორი ლევენბერგის თქმით, ასეთი სიზმარი ასახავს არა იმას, რაც თქვენს შორის ხდება, არამედ ის, რაც თქვენს სულში ხდება.
გსურთ გაიგოთ, თუ რა კავშირია ყოფილი შეყვარებულის დასიზმრებასა და თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებას შორის? Girl.ge-ს რედაქცია ძილის ექსპერტისგან ათეულ განმარტებას გთავაზობთ:
1. თუ თქვენი პირველი სიყვარულის ობიექტი დაგესიზმრათ
ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში 10 ან თუნდაც 20 წლის წინ იყო. „პირველი სიყვარული გესიზმრებათ არა იმიტომ, რომ გენატრებათ, – განმარტავს ლევენბერგი. – „არამედ იმიტომ, რომ შეგახსენოთ მშვენიერი თანმხლები გრძნობები: მღელვარება, პეპლები მუცელში, ყველგან ერთად ყოფნის სურვილი. პირველი სიყვარულის ობიექტი ამ გრძნობებს ფსიქიკაში ინახავს და გესიზმრებათ, როცა, მაგალითად, ახლანდელმა ურთიერთობამ ძველი ვნება დაკარგა, ან როცა მარტო ხართ. ქვეცნობიერი გახსენებთ, რომ შეუძლია გრძნობა და გიბიძგებთ იმ ადამიანის ძიებისკენ, ვინც ასეთ ემოციებს დაგიბრუნებთ, ან მოგიწოდებთ არსებული ურთიერთობა გააუმჯობესოთ.
2. თუ გესიზმრებათ ის, ვისაც ახლახანს დაშორდით
ქვეცნობიერი მომხდარი მოვლენების გადატანაში გეხმარებათ. დაფიქრდით, განვლილი რომანის რომელი კვალი გიბიძგებთ წისვლისკენ და მიგანიშნებთ, რომ წარსული უკან დატოვოთ. „როგორ დაშორდით?“ ბედნიერი ხართ, რომ ყველაფერი დასრულდა თუ კვლავ ერთად ყოფნა გსურთ? რასთან არის დაკავშირებული თქვენი ფიქრები? იმედთან? ბრაზთან? დანაშაულის გრძნობასთან? მიზეზებში გარკვევის შემდეგ მომაბეზრებელ მოგონებებს ადვილად მოიშორებთ. თუნდაც ამის გამო ყოფილ შეყვარებულთან სერიოზული საუბარი მოგიწიოთ.
3. თუ გესიზმრებათ, რომ ბოდიშს გიხდით ან კვლავ ერთად ყოფნას გთავაზობთ
ხშირად მესმის, რომ დაშორების შემდეგ ხშირად ესიზმრებათ ყოფილი შეყვარებული, რომელიც სიყვარულს უხსნის, პატიებას და კვლავ ერთად ყოფნას ითხოვს – წერს ლევენბერგი თავის წიგნში Dream On It. – ზოგჯერ ეს იმდენად რეალურია, რომ იღვიძებთ ფიქრით: „ეს ხომ ნამდვილად შესაძლებელია! მას ნამდვილად სურს დაბრუნება!“ სამწუხაროდ, ეს გსურთ თქვენ და არა მას. ეს თქვენ ოცნებობთ მასზე და ამის აღიარების გრცხვენიათ, ვერ იშორებთ სცენარს, თუ „როგორ შეიძლება ყოფილიყო ყველაფერი“. არადა ეს ერთადერთი სწორი გზაა „გამოჯანმრთელებისკენ“.
4. თუ სიზმარში ყოფილი შეყვარებული თავიდან გიშორებთ
ეს სამწუხარო სიზმარია, მაგრამ დადებითი გავლენა აქვს. „მე მივდივარ“ – ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, როცა თქვენ მისი დაკავება გსურთ, ქვეცნობიერი ცდილობს რეალობას დაგაბრუნოთ. ეს სიზმარი საკუთარ თავთან საუბრად განიხილეთ: ის, რასაც ყოფილი ამბობს, თქვენ საკუთარ თავს უნდა უთხრათ, მტკიცედ და გადამწყვეტად.
5. თუ დაგესიზმრათ, რომ ყოფილ შეყვარებულთან სექსი გქონდათ
„გაღვიძებისას უნდა აღიაროთ, ცოტათი მაინც თუ გსურთ ყოფილი შეყვარებულის დაბრუნება, თუ ის ჰორიზოტნზე გამოჩნდება, – გირჩევთ ლორი. – თუ ასეა, იმპულსები სწრაფად უნდა მოთოკოთ, რადგან ამას ერთად ყოფნის აკვიატებული იდეა მოსდევს“. თუ დიდი ხნის წინ დაშორდით და დარწმუნებით იცით, რომ ერთად აღარ იქნებით, სიზმარში ერთ ლოგინში ყოფნა კარგის ნიშანია: თქვენ წარსულს შეეგუეთ. თქვენი რომანი დასრულდა, ურთიერთობა გარკვეულია, საკუთარ თავს აღარ კიცხავთ, განვლილს წარსულის ნაწილად თვლით, სამაგიეროდ გამოცდილება მიიღეთ. მოკლედ, ჯანსაღი ურთიერთობისთვის მომწიფდით. მართალია, დიდი ალბათობით, ყოფილს არ აპატიეთ, რადგან გესიზმრებათ. ეს დამასრულებელი ეტაპია და მასზე უნდა იმუშაოთ.
6. თუ სიზმარში დაინახეთ ის, რაც ყოფილ შეყვარებულში გაღიზიანებდათ
„ქვეცნობიერი ყველაფერს ინახავს და არაფერი ავიწყდება“ – ირწმუნება ლევენბერგი. თუ ახალი შეყვარებული რაღაცით ყოფილს ჰგავს, რომლის ჩვევებმაც დაშორება გამოიწვია, ქვეცნობიერი არსებულ პრობლემაზე ყურადღების მიქცევის გზას პოულობს“. შესაძლოა, თქვენი ყოფილი ეწეოდა, ახლანდელი კი არ ეწევა, მაგრამ უყვარს დალევა ან სხვა მავნე ჩვევა აქვს. რა იგრძენით, როცა გაიღვიძეთ? გაღიზიანება? სინანული? მაშინ ეს ნამდვილად გაფრთხილებაა.
7. თუ სიზმარში ყოფილი შეყვარებული კვლავ დაგშორდათ
პირველ რიგში, გაარკვიეთ, როდის დაშორდით. თუ ეს 1 კვირის ან 1 თვის წინ მოხდა, სიზმარი გეუბნებათ, რომ ჯერ კიდევ განიცდით – ტრავმა გაქვთ, რომლის განკურნებაც რთულია. თუ ეს დიდი ხნის წინ იყო და ჯერ კიდევ სიზმარში ხედავთ, თუ როგორ გტოვებთ ყოფილი შეყვარებული, საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ახლა. იქნებ, ახალ თანამდებობაზე უარი თქვით ან გაწეული სამსახურისთვის მოსალოდნელი პატივი ვერ მიიღეთ? რატომ გრძნობთ თავს უარყოფილად ან მიტოვებულად?
8. თუ დაგესიზმრათ, რომ ყოფილი საფრთხეშია და მის გადარჩენას ცდილობთ
„ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ ურთიერთობამ ღირებული გაკვეთილი გასწავლათ, რომელიც მომავალში უნდა გაითვალისწინოთ. წარსულიდან რაღაც უნდა „გადაარჩინოთ“, რადგან ეს თქვენთვის სასარგებლოა“ – განმარტავს ექსპერტი. მაგალითად, მიღებულმა გამოცდილებამ გაგაძლიერათ და თავდაჯერებული გაგხადათ და ქვეცნობიერი ამ თვისებების გამოყენებისკენ მოგიწოდებთ.
9. თუ დაგესიზმრათ, რომ საფრთხეშია და მის დახმარებაზე არ ფიქრობთ
ლევენბერგი ირწმუნება, რომ ეს კარგი ნიშანია. ასე მტკივნეულ გამოცდილებას იშორებთ. „საფრთხე, რომელსაც ყოფილი შეყვარებული გადის, თქვენი საკუთარი ფსიქიკაა წარსულის მოშორების ძიებაში“.
10. თუ სიზმარში ყოფილ შეყვარებულს კლავთ
ლორი ლევენბერგის თქმით, ეს სიზმარიც სასიხარულოა. „ეს ნიშანია, ყველაფერი გააკეთოთ, რომ ნებისმიერ წყენას ან იმედგაცრუებას წერტილი დაუსვათ“. მტკივნეული დაშორების შემდეგ წყენა გვრჩება და ეს ტოქსიკური პრობლემაა, რომელსაც მომავლის მოწამვლა შეუძლია. სიზმარი, სადაც ყოფილი შეყვარებულის ობიექტს უმოწყალოდ უმკლავდებით, იმაზე მეტყველებს, რომ კლავთ ნეგატივს, რომელიც ახალ სიყვარულს ემუქრება.
11. თუ გესიზმრებათ, რომ ყოფილმა შეყვარებულმა მოგკლათ
„სიზმარში სიკვდილი დასრულების ან შეცვლის სიმბოლოა. ხოლო მკვლელობა იძულებით დანაკარგს ან ცვლილებებს ნიშნავს“ – თვლის ლევენბერგი. თუ გესიზმრებათ, რომ ყოფილმა შეყვარებულმა მოგკლათ, დაფიქრდით, რა გავლენა მოახდინა დაშორებამ თქვენზე. რა „მოკლა“ ამ ურთიერთობამ? იქნებ თქვენი სული გატეხეს? ნდობის უნარი გაანადგურეს? თავდაჯერებულობა წაგართვეს? გააცნობიერეთ, გაითვალისწინეთ და სტრატეგიები გამოიყენეთ, რომ დაკარგული დაიბრუნოთ.
12. თუ სიზმარში ყოფილი შეყვარებულის ოჯახთან დროს ატარებთ
„ეს ძალიან ტიპიური მოვლენაა. როცა სტაჟიანი მწეველი მოწევას თავს ანებებს, ესიზმრება, რომ კვლავ ეწევა. კომფორტული ყოველდღიურობა, რომელსაც მიჩვეული იყავით, ყოფილთან ერთად აორთქლდა. დროთა განმავლობაში მსგავსი სიზმრები გაქრება, ხოლო ძველ წესებს და ჩვევებს ახალი შეცვლის“.
შეჯამებისთვის, ცნობილი ძილის თერაპევტი შეგახსენებთ, რომ ყოფილი შეყვარებულის დასიზმრება არ ნიშნავს, რომ არ გრძნობების ტყვეობაში ხართ. ასეთი სიზმრები შეტყობინებას გიგზავნით, რომელიც ახლა უნდა მიიღოთ – ასე წარსული აწმყოს ქმნის. ყოფილ შეყვარებულზე სიზმრები გახსენებთ: აწმყო და მომავალი ურთიერთობა ძლიერი და ბედნიერი რომ იყოს, ნეგატიური გამოცდილება უნდა მოიშოროთ, მაგრამ ამასთან მიღებული გაკვეთილი არ უნდა დაივიწყოთ.