რატომ გამოვიყურები მოხუცებულად: მაკიაჟის შეცდომები, რომლებიც ასაკს გმატებთ

0
483

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მაკიაჟის მთავარი დანიშნულება ქალის ბუნებრივ სილამაზეზე ხაზგასმა, ნაკლოვანებების დაფარვა და თავდაჯერებულობის გაზრდაა. ზოგჯერ კოსმეტიკური საშუალებებით ექსპერიმენტები შეიძლება ცუდად დასრულდეს: თქვენ საკუთარ თავს ვერ ცნობთ და ჯანსაღი იერის ნაცვლად სარკიდან გიყურებთ ადამიანი, რომელიც ერთი 20 წლით თქვენზე ასაკოვანია. არსებობს რამდენიმე გავრცელებული შეცდომა მაკიაჟში, რომლებიც ახალგაზრდა გოგოებსაც მოხუცებად აქცევს. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით ვიზაჟისტი ირინა კირსანოვი დეტალურად ისაუბრებს.

კონტური, როგორც დებ კარდაშიანებს

პოპულარული ლამაზმანების მაკიაჟის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ სახის ზედმეტი კორექცია კორექტორით და ბრონზერით არა მხოლოდ სახეს ავიწროებს, არამედ ვიზუალურად რამდენიმე წელს გმატებთ.

„საომარი“ გაღებვა მოდაში აღარაა. ნებისმიერ შემთხვევაში ის სახეს ამძიმებს, ნიღბის ეფექტს ქმნის. თან თუ კორექტორის ფერს არასწორად შეარჩევთ, შესამჩნევად „დაბერდებით“ – ამბობს ირინა.

„წარბები–ძაფები“

არაბუნებრივად წვრილი წარბები ერთი საუკუნით უკან გადაგიყვანთ, როცა ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები „ლენინგრადულ“ ტუშს ისვამდნენ და ყველა ქალს დაახლოებით ერთნაირი მაკიაჟი ჰქონდა.

„ასაკთან ერთად, წარბებზე თმა ბუნებრივად მცირდება, ასე რომ დამატებით ამაზე აქცენტის გაკეთება ნამდვილად არ ღირს“.

ტონალური საშუალების ზედმეტად გამოყენება

მაშინაც კი, თუ სახეზე ნაოჭები არასდროს შეგინიშნავთ, ტონალური საშუალების სქელ ფენაში მაინც დაინახავთ.

„სახის მიმიკის გამო ე.წ. „ნაკეცები“ ჩნდება, ხოლო ტონალურის სქელი ფენა კანზე თიხის ნიღაბივით დევს, რომელიც დღის განმავლობაში გაღიმებისთანავე გასკდება“ – ირწმუნება ექსპერტი.

მაკიაჟი მომზადების გარეშე

სახეზე მცირე ლაქების გამოსაკვეთად, უბრალოდ მაკიაჟამდე კანის მოსამზადებელი ეტაპი გამოტოვეთ.

„ტონალური საშუალება შიშველ სახეზე არ წაისვათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მშრალი და გაუწყლოებული კანი გაქვთ: ის კოსმეტიკური საშუალებიდან ტენს იწოვს და ზედაპირზე მხოლოდ პიგმენტს ტოვებს, რომელიც უსწორმასწორობას ხაზს უსვამს. მსგავსი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად სწორი მოვლის საშუალებები შეარჩიეთ – გამწმენდი, დამატენიანებელი და მზისგან დამცავი საშუალება“.

არა ისრები, არამედ თვითმფრინავის ფრთები

ისრები მაკიაჟში ძალიან ეფექტური და კაშკაშა ელემენტია, მაგრამ ისრები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ფართო გრაფიკულმა ისარმა მაკიაჟი შეიძლება დაამძიმოს, ვიზუალურად ქუთუთო დააპატარავოს და შედეგად, ასაკი შეგმატოთ.

ისრები სიტუაციიდან გამომდინარე აირჩიეთ: ყოველდღიურად – წვრილი, რომლის დახატვას ფანქრით ან ჩრდილებით მარტივად შეძლებთ. დელიკატური ისრები ეფექტურად და შთამბეჭდავად გამოიყურება. საღამოს წვეულებისთვის შეგიძლიათ ჩვეულებრივზე უფრო გრძელი, დახვეწილი ისრები დაიხატოთ.

დაწეული ტუჩის კუთხეები

„თუ ბუნებით ან ასაკთან ერთად თქვენი ტუჩის კუთხეები დაიწია, მაკიაჟში მკაფიო კონტურებს მოერიდეთ. ამის ნაცვლად ტუჩის ფორმა კონსილერით და შესაფერისი პომადის ჩრდილით დააკორექტირეთ“ – გვირჩევს ირინა.

სტრობინგი მშრალი ჰაილაითერით

მშრალი ჰაილაითერის გამოყენებისას ფრთხილად იყავით: მშრალი ტექსტურები აქერცლილ, უსწორმასწორო კანს უფრო მეტად ხაზს უსვამენ და „ანათებენ“. თუ თვალის ირგვლივ ნაოჭები გაქვთ, უპირატესობა კრემიან ჰაილაითერს მიანიჭეთ: სველი ტექსტურა კანს უფრო ჰარმონიულად აზის და უარყოფითი შედეგები არ აქვს.

წყაროelle