ბავშვთა ნუმეროლოგია: როგორ განვსაზღვროთ ბავშვის ხასიათი დაბადების თარიღით

0
801
photo credit: Getty Images

დღეს Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რას ნიშნავს თქვენი შვილის დაბადების თარიღი და როგორ მივუდგეთ მას ნუმეროლოგიის თვალსაზრისით.

თქვენი შვილი მზარდი პიროვნებაა, რომელსაც ინდივიდუალური ხასიათი, ნიჭი და საკუთარი ხედვა აქვს. ზოგჯერ აღზრდის პროცესში მშობლები ბავშვების განსაკუთრებულ თვისებებს არ ითვალისწინებენ და სტერეოტიპულ მიდგომებს იყენებენ. რატომ ხდება ასე? უბრალოდ არ იციან, როგორ გამოავლინონ ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები. არადა მშობლების მთავარი ამოცანა ბავშვს სრულყოფილად განვითარებაში დაეხმაროს, რომ ჰარმონიული პიროვნება გახდეს. ზოგჯერ ამ მახასიათებლების გასარკვევად ცოტა სურვილი და ძალისხმევა საკმარისია. ამაში ნუმეროლოგია დაგეხმარებათ!

დაბადების თარიღის რიცხვების მარტივი არითმეტიკით თქვენი შვილის ბედის ციფრის გაგებას შეძლებთ. მისი დახმარებით კი ბავშვის მნიშვნელოვან თვისებებს და განვითარებისთვის პერსპექტიულ მიმართულებებს გამოავლენთ. მაგალითად, დაბადების თარიღი – 2014 წლის 28 სექტემბერი. ბედის ციფრის გამოსათვლელად რიცხვები დააჯამეთ: 2+8+0+9+2+0+1+4=26, 2+6=8 ამის შემდეგ მხოლოდ ამ ციფრის მნიშვნელობა უნდა წაიკითხოთ.

ციფრი 1

უპირობო ლიდერი. მას ახასიათებს აქტიური მოქმედება, ითხოვს მუდმივად ყურადღებას და დამოუკიდებლობაზე ოცნებობს. მისი ჩარჩოებით და აკრძალვებით შეზღუდვა არ შეიძლება. ლიდერული უნარები არ ჩააქროთ, რადგან ეს თვისებები ზრდასრულ ცხოვრებაში გამოადგება. ენერგია საჭირო მხარეს მიმართეთ, ღირებული რჩევები მიეცით და მხარი დაუჭირეთ.

ციფრი 2

ასეთი ბავშვის აღსაწერად საკმარისია 1 სიტყვა – „მომხიბვლელი“. კომუნიკაბელურობის მიუხედავად მშვიდი და მორცხვია. ასეთი ბავშვი კონფლიქტური არაა, თანატოლებს არასდროს აბრაზებს და ბევრ ენერგიას ხარჯავს, რომ სხვებს თავი მოაწონოს. მხარი დაუჭირეთ, თავდაჯერებულობა ჩაუნერგეთ და ბევრი სიყვარული მიეცით.

ციფრი 3

ასეთ ბავშვს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს და ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს. პრეტენზიული არაა. კომუნიკაბელურია და ხშირად სკოლაში მასწავლებლის ფავორიტი ხდება. მშობლებმა ერთ ამოცანაზე კონცენტრირება უნდა ასწავლონ. სხვათა შორის, ასეთი ბავშვი ხშირად წყენიაა, ამიტომ სიტყვები სწორად შეარჩიეთ. ასე გაუგებრობის თავიდან აცილებას შეძლებთ.

ციფრი 4

ბავშვი იმდენად ორგანიზებული და მეთოდურია, რომ ზოგიერთ მშობელს მისგან სწავლა მოუწევს. უყვარს, როცა საკუთარ თავს თავად წარმოაჩენს, პირად ტერიტორიაზე შემოჭრა სძულს. ამასთან მიმნდობი და გულუხვია. დამოუკიდებლობის მიუხედავად მშობლებისგან სიყვარული არანაკლებ სჭირდება.

ციფრი 5

ასეთი ბავშვი ცნობისმოყვარე და მოუსვენარია, კონტროლს ვერ იტანს და ნებისმიერ თემაზე კამათი უყვარს. მისგან ყველაფრის დამალვა მოგიწევთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაშავდეს ან რამე დაანგრიოს. გარეგნული სიავის მიუხედავად მშობლები ძალიან უყვარს.

photo credit: Getty Images

ციფრი 6

ასეთი ბავშვი მარტო არ უნდა დატოვოთ, ის მუდმივად მეგობრულ კომპანიაში უნდა იყოს. იმის მიუხედავად, რომ პრეტენზიულია, მომხიბვლელობა და მეგობრული დამოკიდებულება არ აკლია. ბავშვის გაზრდილი ემოციურობა გააკონტროლეთ და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კრიტიკა წყინს. საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა შემატეთ და მის მიმართ ნაზი გრძნობები მეტად გამოავლინეთ.

ციფრი 7

ალბათ, ყველაზე რთული ტიპი მთელი ნუმერულოგიური ციკლიდან. მას ნებისმიერ საკითხზე მოსაზრება აქვს და გადარწმუნება გაგიჭირდებათ. ძალიან მშვიდი და მგრძნობიარე ბავშვია, რომელიც მშობლებს დიდ სიხარულს მოუტანს. მთავარი ღირსება – გონებრივი უნარები. შესაძლებლობის მიხედვით განავითარეთ და მხარი დაუჭირეთ.

ციფრი 8

მომხიბვლელი ბავშვი, რომელიც პრობლემების გადასაჭრელად პიროვნულ ხიბლს აქტიურად იყენებს. დაარწმუნეთ, რომ გიყვართ. ის ნამდვილად ეჭვიანი და მესაკუთრეა. მის თვალში ავტორიტეტი გახდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თქვენს ნაცვლად გააკეთებს. აუხსენით, თუ რა არის კარგი და რა ცუდი. შენიშვნები სწორი ფორმით მიეცით.

ციფრი 9

ბავშვს ბევრი ნიჭი და დიდი წარმოსახვის უნარი აქვს. პრეტენზიულობის მიუხედავად პრობლემებს არ შეგიქმნით. ბავშვი ძალიან მრავალმხრივია, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ და მისი ნიჭი განავითარეთ. არ დაგავიწყდეთ უთხრათ, რომ გიყვართ. ემოციური სიძუნწის მიუხედავად, სხვისი გრძნობები მისთვის უცხო არაა. მომავალში საპასუხო სიყვარულს და ყურადღებას მოგცემთ.

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია. ციფრები მხოლოდ მთავარ მახასიათებლებს განსაზღვრავს, დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ, ყველას დაბადებისას თანაბარი შესაძლებლობები გვენიჭება და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ.

ავტორიhttp://bit.ly/2IRqTXx