
ბედის და ცვლილებების წიგნი საშუალებას გაძლევთ მომავალში ჩაიხედოთ და წარსულს ფარდა ახადოთ. ამ უძველესი მეთოდით მკითხაობის პროცესში თითქმის ნებისმიერ კითხვაზე პასუხს იპოვით.
ცვლილებების წიგნით მკითხაობა: რა არის და როგორ ვიმკითხაოთ სწორად
ძველი ტექსტების მკვლევარებმა ჩინური, ცვლილებების წიგნით მკითხაობის წყაროები ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ–მდე მე–3 ათასწლეულში აღმოაჩინეს. ლეგენდის თანახმად, იმპერატორმა ფუ სიმ 8 ტრიგრამისგან სპეციალური სისტემა შეიმუშავა. მოგვიანებით 8 ტრიგრამი 64 ჰექსაგრამად გადაკეთდა. ჩინური ცვლილებების წიგნით მკითხაობისას რამდენიმე ასპექტი უნდა გაითვალისწინოთ.
სწორად სამკითხაოდ უძველესი რიტუალის დიდხანს და დეტალურად შესწავლა მოგიწევთ. ამ ტექნიკას პროფესიონალი ეზოთერიკოსები იყენებენ. საბედნიეროდ, ჩვენს რეალობასთან მორგებული ბედის წიგნიც არსებობს.
პირველ რიგში, სამი ლითონის მონეტა მოამზადეთ, სჯობს ვერცხლის მონეტები გამოიყენოთ. მონეტის ორივე მხარეს საკუთარი მნიშვნელობა მიანიჭეთ: ავერსი სწორ ხაზს ნიშნავს, რევერსი – წყვეტილ ხაზს.
ცვლილებების წიგნით მკითხაობა: ჰექსაგრამების ინტერპრეტაცია
ჩინური ცვლილებების წიგნით რომ იმკითხაოთ, მონეტები მორიგეობით აისროლეთ.
თუ სამივე მონეტა ავერსის მხარესაა – სწორი ხაზი გაავლეთ. მსგავსი წესი მოქმედებს, როცა რევერსის მხრიდან დაეცემა.
მონეტები 6-ჯერ გადაატრიალეთ და შესაბამისად, 6 ხაზი გაავლეთ. ეს 6 ხაზი ჰექსაგრამას ქმნის. ხაზებს ქვემოდან ზემოთ ხაზავენ, ანუ ბოლო ხაზი ზემოთ აღმოჩნდება, ხოლო პირველი – ქვემოთ.
ონლაინ სივრცეში შეგიძლიათ ცვლილებების წიგნით მკითხაობის ცხრილი იპოვოთ. მისი გამოყენება ძალიან მარტივია. მიღებული ჰექსაგრამები გონებით ჰორიზონტალურად შუაზე გაყავით, ამის შემდეგ ჰექსაგრამის ქვედა და ზედა ნახევრები ცხრილში იპოვეთ. მათ გადაკვეთაზე ცვლილებების წიგნით მკითხაობის ინტერპრეტაციას იპოვით.
მკითხაობა ბედის წიგნით
ბედის წიგნი ყველაზე ამაღელვებელ კითხვებზე გპასუხობთ. მისი დახმარებით გაიგებთ, თუ რა გელოდებათ მომავალში, როგორ განვითარდება პარტნიორთან ურთიერთობა, როდის მოხდება კარიერული ზრდა და ა.შ. დღეს ინტერნეტ სივრცეში ამ მეთოდით მკითხაობის ბევრი შესაძლებლობა გაქვთ, უბრალოდ საინტერესო კითხვა შეარჩიეთ და მისი განმარტება წაიკითხეთ.
მკითხაობა „300 კითხვა“ ბედის წიგნის მიხედვით
ბედის წიგნით სამკითხაოდ კითხვები თემატურ თავებად იყოფა. უბრალოდ შესაფერისი უნდა შეარჩიოთ და ბედის წიგნს ჩამოთვლილთაგან ერთ–ერთი კითხვა დაუსვათ.
გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორი კითხვები უნდა დაუსვათ ბედის წიგნს მომავლის, სიყვარულის, ოჯახის და კარიერის შესახებ.
ბედის წიგნით მკითხაობა სიყვარულისთვის
ვუყვარვარ თუ არა მას, ვისზეც ვფიქრობ?
როდის გავთხოვდები?
შორს ან ახლოს გავთხოვდები?
როდის მეყოლება ქმარი?
ვინ იქნება ჩემი მეუღლე?
მყავს თუ არა მეტოქე?
გავთხოვდები თუ არა მასზე, ვინც მიყვარს?
ერთი ქმარი მეყოლება?
ბედნიერი ვიქნები მასთან, ვისზეც ვფიქრობ?
როგორ დავიპყრო იმ ადამიანის გული, ვისზეც ვფიქრობ?
აქვს თუ არა ჩემგან საიდუმლო მას, ვინც მიყვარს?
საყვარელ ადამიანს დავუკავშირდები?
ფიქრობს ჩემზე ის, ვისზეც მე ვფიქრობ?
აქვს თუ არა რაიმე ნაკლი მას, ვისზეც ვფიქრობ?
შემიძლია ერთგულების იმედი მქონდეს?
როდის ვნახავ საყვარელ ადამიანს?
უნდა მივიდე დანიშნულ პაემანზე?
ერთგულია ჩემი მეუღლე?
ჩვენს ურთიერთობას მომავალი აქვს?
დავიჯერო იმ მამაკაცის სიტყვები, ვისზეც ვფიქრობ?
ღირს სიყვარულისთვის ბრძოლა?
სად შევხვდები ჩემს სიყვარულს?
ეს მამაკაცი კარგი მამა იქნება?
მას სერიოზული განზრახვები აქვს?
მეტოქის დამარცხებას შევძლებ?
პირველი ნაბიჯის გადადგმა ღირს?
რატომ არ მიმართლებს სიყვარულში?
ვახსენდები?
მაპატიებს?
ღირს მასზე გათხოვება?
ჩემი ქმარი მდიდარი იქნება?
ახლა ვინმეს ვუყვარვარ?
ოდესმე ნამდვილად შემიყვარდება?
გავაგრძელო ურთიერთობა მასთან, ვისზეც ვფიქრობ?
როგორ დასრულდება ჩვენი ნაცნობობა?
უყვარს მას თავისი შეყვარებული/ცოლი?
შევძლებ მის გამოსწორებას?
ღირს პოტენციურ მეტოქეზე ნერვიულობა?
მეორე შანსი მივცე?
უახლოეს მომავალში გავთხოვდები?
რატომ მოვწონვარ მამაკაცებს?
ვეყვარები სამუდამოდ მას, ვისზეც ვფიქრობ?
რა რეაქცია ექნება, თუ სიყვარულში გამოვუტყდები?
მომაბეზრებელ ბოიფრენდს მოვიშორებ?
მართალია რომ მას შეყვარებული/ცოლი ჰყავს?
როგორ დავიბრუნო მისი ყურადღება?
მას სხვა უყვარს?
სხვაზე ფიქრობს?
საერთო შვილები გვეყოლება?
ჩემი გული დაწყნარდება?
თავის გულს გამიხსნის?
უნდა დავივიწყო ის, ვისზეც ვფიქრობ?
ბოლოს ვისთან დავრჩები?
გავთხოვდე მასზე, ვინც დაქორწინებას მთხოვს?
შევურიგდე?
პრობლემებს ხომ არ მომიტანს ის, ვისზეც ვფიქრობ?
გავთხოვდე თუ გაუთხოვარი დავრჩე?
გავუბრაზდე მას, ვისზეც ვფიქრობ?
გამოჩნდება თუ არა ის, ვისზეც ვფიქრობ?
რატომ არ მირეკავს?
ბედის წიგნით მკითხაობა ფულზე
მდიდარი ვიქნები?
მოსალოდნელ თანხას მალე მივიღებ?
დღეს თამაშში გამიმართლებს?
დღეს რამე ვიყიდო?
ვალს დამიბრუნებენ?
ჩადებულ თანხას დავიბრუნებ?
ვიპოვი იმას, რაც დავკარგე?
ბიზნესში ფინანსური წარმატება მელოდება?
ფული გავასესხო მასზე, ვინც მთხოვს?
როგორ გავმდიდრდე?
წინაპრებიდან მემკვიდრეობას მივიღებ?
ბინაზე/ავტომობილზე ფულს ვიშოვი?
ფული ბედნიერს გამხდის?
ჩავდო ფული იქ, სადაც ვგეგმავ?
მევალეს ფულის დაბრუნება შევახსენო?
ასეთი და ასეთი ადამიანი გამდიდრდება?
სიმდიდრეში თუ სიღარიბეში ჩაივლის ჩემი სიბერე?
შეიძლება ამ ადამიანს, როგორც თავდებს, ვენდო?
დაგეგმილი გარიგება წარმატებულად ჩაივლის?
მეგობრები ფულს მასესხებენ?
მშობლები ფულს მასესხებენ?
ქონებაზე მინდობილობას გამიფორმებენ?
ავიღო კრედიტი?
ვალი ახლა ავიღო?
რემონტში ფულის ჩადება ღირს?
რაში ჩავდო ფული?
ფული საჩუქრებზე დავხარჯო?
შევძლებ იპოთეკური სესხის დაფარვას?
ხელფასზე არ მომატყუებენ?
როგორ დავზოგო?
როგორ მოვიგო ლატარეა?
მფარველი ფულით დამეხმარება?
საგანძურს ვიპოვი?
კარგი ბანკი შევარჩიე?
დაზღვევა მჭირდება?
ბინის გაქირავებით ფულს გავაკეთებ?
სად გამოვიმუშაო ბევრი ფული?
ქონება იჯარით გავცე?
რამე ვიქირავო?
ბედის წიგნით მკითხაობა კარიერისთვის
ჩემს საქმიანობაში წარმატებას მივაღწევ?
ეს რჩევა გავითვალისწინო?
დაწყებული საქმე მივატოვო თუ წინ ვიარო?
დაპირებული მფარველობის იმედი მქონდეს?
ახალი სამსახური ვიშოვო?
მალე დამაწინაურებენ?
უფროსობა კარგად მომექცევა?
რას ფიქრობენ ქვეშევრდომები ჩემზე?
შემოთავაზებული წინადადებებით ხომ არ მატყუებენ?
რა ვუთხრა: დავთანხმდე თუ არა შემოთავაზებაზე?
ორი შემოთავაზებიდან რომელი მივიღო?
ჩანაფიქრი განვახორციელო?
სამსახურში ეს ადამიანი ავიყვანო?
კვალიფიკაცია ავიმაღლო?
რომელი პროფესია შემეფერება?
რატომ არ მაფასებს უფროსი?
როგორ გავზარდოთ ავტორიტეტი კოლეგებს შორის?
ველოდოთ ახალბედებს გუნდში?
საზღვარგარეთ გადასვლას დავთანხმდე?
უფროსი გავხდები?
მოთხოვნადი პროფესიონალი გავხდები?
დაწინაურებისკენ ვისწრაფვო?
ოჯახური საქმიანობა გავაგრძელო?
ოჯახი ბიზნესში დამეხმარება?
შევძლებთ ფინანსურად ოჯახის უზრუნველყოფას, სხვების დახმარების გარეშე?
მემკვიდრეობას მივიღებ?
ფულს მასესხებენ?
დაწყებულ საქმეს წარმატებით დავასრულებ?
ჩემი საქმე წინ კარგად წავა?
ჩემი საქმე მივატოვო თუ გავაგრძელო?
მოლაპარაკებები წარმატებული იქნება?
ჩემი უფროსი კეთილგანწყობილი იქნება?
პატივს და დიდებას მივიღებ?
შევძლებ ოცნების სამსახურის პოვნას?
როგორ გავმდიდრდე?
როგორი სამსახური ვეძებო?
უახლოეს თვეებში გათავისუფლება მემუქრება?
ბიზნესში წარმატებას მივაღწევ?
თანამშრომლებს ან პარტნიორებს შორის მტერი მყავს?
რა არის ჩემთვის ცხოვრებისეული წარმატების საიდუმლო?
როგორ მექცევიან თანამშრომლები?
ეს ვაკანსია შემეფერება?
სიბერეში მდიდარი ვიქნები თუ ღარიბი?
რა უშლის ხელს ჩემს კარიერულ წინსვლას?