
დღეს Girl.ge–ს რედაქცია საინტერესო ექსპერიმენტის შედეგებს და გასართობ ტესტს გთავაზობთ. უბრალოდ მოცემულ ფოტოს კარგად დააკვირდით და გამოიცანით: რომელი სვამს ალკოჰოლს ყოველდღე ამ კაცებიდან და ქალებიდან? ყველაზე ხშირად? ყველაზე მეტს? იქნებ იპოვოთ ადამიანი, ვინც ალკოჰოლს საერთოდ არ ეკარება? შესაძლებელია გარეგნობამ გამოაშაკარაოს ადამიანი, ვინც დღეში 3–ჯერ, ნორმაზე მეტს სვამს? მოდით, შევამოწმოთ!



ექსპერიმენტი ალკოჰოლით
ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანები უჩვეულო ექსპერიმენტის მონაწილეები არიან. ბრიტანელმა მეცნიერებმა მათი დახმარებით გაარკვიეს, თუ რა დაემართება ორგანიზმს, თუ საერთოდ არ დალევთ, ზომიერად დალევთ ან ნორმაზე 2-3-ჯერ მეტს დალევთ?
ევროპაში ყოველი მე–10 ზრდასრული ადამიანი აღიარებს, კვირაში მინიმუმ 5 დღე მაინც სვამს. თან ამას ნორმად თვლის: 1 ჭიქა ღვინო ვახშმობისას, შესაძლოა, ჯინ–ტონიკი ვახშმობის შემდეგ, ან ცოტა მეტი საღამოს დასვენების დღეებში.
დიდ ბრიტანეთში ალკოჰოლის მოხმარების ნორმა არსებობს – 14 ერთეული კვირაში. ეს 6 ჭიქა ღვინო ან 6 ტოლჩა ლუდია, მაგრამ არა ერთ დღეს, არამედ მთელი კვირის განმავლობაში.
ბრიტანელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტისთვის 14 მოხალისე შეარჩიეს.
1–ელ ჯგუფს 1 თვის განმავლობაში სპირტიანი სასმელების დალევა აუკრძალეს. მე–2 ჯგუფის მონაწილეებს კვირაში მაქსიმუმ 14 ერთეულის დალევა შეეძლოთ. მე–3 ჯგუფი ისე სვამდა, როგორც ყოველთვის.
ლივერპულში ექიმებმა მათ ექსპერიმენტის დაწყებამდე და შემდეგ გაუზომეს არტერიული წნევა, ქოლესტერინის დონე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების მაჩვენებლები, ღვიძლზე ექოსკოპია გადაუღეს და სისხლის ანალიზი აუღეს.
რა მოხდება, თუ ყოველდღე დალევთ?
პირველ რიგში, ღვიძლი ალკოჰოლის გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო ალკოჰოლის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება ორგანოებში ცხიმის დაგროვება, ღვიძლის უჯრედების დაზიანება გამოიწვიოს და ორგანოს აღდგენის უნარზე გავლენა მოახდინოს. შედეგად, ანთება, ნაწიბურები და ღვიძლის უკმარისობის პოტენციური საფრთხე:
I ჯგუფი: ისინი, რომლებმაც ალკოჰოლზე საერთოდ უარი თქვეს
ღვიძლში ცხიმის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ექსპერიმენტის სამ მონაწილესთან ასე არ მოხდა. ექიმების აზრით, მიზეზი არასწორი კვებაა.
ორმა თითქმის 1,5 კგ დაიკლოთ, დანარჩენმა ორმა კი თითო კგ მოიმატა.
არტერიული წნევის და ქოლესტერინის მაჩვენებლები არ შეცვლილა.
II ჯგუფი: ისინი, რომლებიც სპირტიან სასმელებს რეკომენდაციის მიხედვით სვამდნენ
14 ერთეული კვირაში – 6 ჭიქა ღვინო (175 მლ), 6 ტოლჩა ლუდი (550 მლ) ან 14 ჭიქა არაყი (25 მლ).
ამ ჯგუფის 2 მოხალისეს ღვიძლში ცხიმის დონე მნიშვნელოვნად შეუმცირდა. 2 სხვას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ჰქონდა.
ოთხივემ მცირე წონა დაიკლო – საშუალოდ, 1 კილოგრამზე მეტი.
ამ ჯგუფის ერთ მონაწილეს ქოლესტერინის დონე შეუმცირდა.
III ჯგუფი: ისინი, რომლებიც ჩვეულებრივ სვამდნენ
ანუ ყოველდღე და სხვებზე მეტს.
მათ ღვიძლში ცხიმოვანი ქსოვილები, წონა, არტერიული წნევა ან ქოლესტერინი არ გაუმჯობესებულა.
თითოეულ ჯგუფში ღვიძლის სპეციალურმა სკანირებამ, ფიბროსკანმა ღვიძლის სერიოზული დაზიანება არ გამოავლინა. ექიმები ირწმუნებიან, რომ ასეთი რაოდენობის ალკოჰოლს მომავალში პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
მოკლედ, შეუძლია თუ არა გარეგნობას მსმელის გამოაშკარავება? შეამოწმეთ თქვენი დაკვირვების უნარი და გაგვიზიარეთ კომენტარებში!
ვინ და რამდენს სვამდა?
ეს ქალები I ჯგუფში მოხვდნენ და 4 კვირით ალკოჰოლზე საერთოდ უარი თქვეს.
ანჯელა, 49 წლის – 10 ერთეული კვირაში. „ცოტა უფრო თავდაჯერებული გავხდი“
სარა, 45 წლის – 20 ერთეული კვირაში. „ღვიძლში ცხიმის რაოდენობა 20%–ით შემიმცირდა! ეს შესანიშნავია!“
ბორლინა, 32 წლის – 18 ერთეული კვირაში. „ასეთი ექსპერიმენტის შემდეგ კვლავ დალევის დაწყება მსურს!“
სოფია, 55 წლის – მწერალი და ექიმ–თერაპევტი ბრენდფორდიდან. ამბობს, რომ 1 ჭიქა წითელი ღვინო ვახშმობისას მძიმე სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მისი ჯილდო გახდა. 23 ერთეული კვირაში. „4 კვირაში 1,5 კგ დავიკელი!“
კლერი, 34 წლის – 25 ერთეული კვირაში. „1 კგ დავიკელი და ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გამიუმჯობესდა!“
ტომს ალკოჰოლის მოხმარების 14 ერთეულამდე გაზრდა მოუწია (2 ჭიქა ღვინით მეტი კვირაში), დანარჩენებს – შემცირება. ისინი 1 თვის განმავლობაში მხოლოდ ბრიტანელი ექიმების რეკომენდაციების მიხედვით სვამდნენ.
ტომი, 54 წლის – მწერალი ჩრდილოეთ ლონდონიდან, 10 ერთეული კვირაში – ძირითადად, წითელი და თეთრი ღვინო.
ჯონატანი, 48 წლის – 20 ერთეული კვირაში. „ალკოჰოლის რაოდენობა ცოტა შევამცირე. ამის შემდეგ ქოლესტერინის დონე მკვეთრად შემცირდა!“
მორისი, 54 წლის (საწყობის ოპერატორი) და მისი ცოლი, ჰეილი, 51 წლის (მოვლის ასისტენტი) საღამოობით მეგობრებთან ერთად ჯინ–ტონიკით ან რამდენიმე სასმელით ერთობოდნენ. მორისი – 34 ერთეული კვირაში. ჰეილი – 20 ერთეული კვირაში.
III ჯგუფის მონაწილეები. ლოური და მარი უბრალოდ თავის ჩვევებს მისდევდნენ.
ლოური, 19 წლის – მომსახურების სფეროში მუშაობს. ნორმაზე 3-ჯერ მეტს სვამს. 40 ერთეული კვირაში. „რომს ყოველდღე ვსვამ, მაგრამ ჩემი ღვიძლი ჯანმრთელია!“
მარი, 66 წლის – პენსიონერი ექთანი. 1 ჭიქა წითელ ღვინოს სვამს, სანამ სადილს ამზადებს. ადგილობრივი ლუდი უყვარს. 30 ერთეული კვირაში.