ჩიას წყალი ბრტყელი მუცლისთვის: როგორ მუშაობს მოდური სასმელი

0
973

ჩიას თესლი უკვე დიდი ხანია სუპერფუდად ითვლება, მას პურს, ფაფას უმატებენ, მისგან მცენარეულ პუდინგს ამზადებენ. ახლახანს ჩიას თესლს ყურადღება მიაქციეს არა მხოლოდ ჯანსაღი კვების მიმდევრებმა, არამედ გახდომის მსურველებმა: ისინი ჩიას თესლს წყალს უმატებენ. ასე სასარგებლო და დაბალკალორიულ სასმელს იღებენ, რომელიც შესანიშნავად ანაყრებს და დღიურ რაციონში კალორიულობას მნიშვნელოვნად ამცირებს. დღეს Girl.ge-ს რედაქცია მოდურ ჩიას წყალზე უფრო დეტალურად გიამბობთ.

როგორ მუშაობს

ჩიას თესლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ცილებით, უჯრედისით, ვიტამინებით და მინერალებით. ამ მარცვლეულის მკვებავი შემადგენლობა რაციონს აბალანსებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. რაც მთავარია, ჩია ბევრ სითხეს შთანთქავს, თესლის ზედა ფენა სივდება და კუჭს ავსებს, მას ეხვევა (შესანიშნავია მათთვის, ვისაც კუჭის გაზრდილი მჟავიანობა აწუხებს). წყალი ჩიას თესლით მადის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. ამასთან სასმელი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, ამით ტკბილეულისკენ ან სხვა მავნე საკვებისკენ გადაულახავ ლტოლვას თრგუნავს.

photo credit: Getty Images

რეცეპტი

მარტივი სასმელის მოსამზადებლად საკმარისია 1,5 ს/კ ჩიას თესლი 200 მლ ცივ წყალს აურიოთ. ნარევი მინიმუმ 1 საათით მაცივარში უნდა გააჩეროთ, რომ თესლი გასივდეს. შემდეგ მიღებული გელი 1 ლ წყალში გააზავეთ. ასევე შეგიძლიათ ლიმონის, ფორთოხლის ან კიტრის ნაჭრები დაუმატოთ, რომ წყალი უფრო გემრიელი გახდეს. 1 ლ წყალი დღის განმავლობაში დალიეთ, ხოლო მომდევნო დღისთვის ახალი ნარევი მოამზადეთ.

წყაროelle