
როგორი გულდასაწყვეტი და უსამართლობაა, როცა არავის უყვარხართ! თქვენთვის ნაცნობია შეგრძნება, როცა ყელში ბურთი გეჩხირებათ? მაშინ დროა რთულ სიტუაციაში გაერკვიოთ და პრობლემები მოაგვაროთ და არა დღე და ღამე იტანჯოთ კითხვით: „რისთვის?“
წარმოშობით ბავშვობიდან
ვერავის გააკვირვებთ იმით, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში პრობლემების უმეტესობა სათავეს ბავშვობიდან იღებს. ოღონდ პარადოქსია: ყველამ იცის, მაგრამ საკუთარ თავზე გამოცდა არავის სურს. ნამდვილად, უფრო მარტივია იფიქროთ, რომ დღევანდელი უკმაყოფილების ნამდვილი მიზეზია ის, რომ „ახლა რაღაცას არასწორად ვაკეთებ“ ან „სხვების ბრალია“. ამასთან სამართლიანია სხვა პირობაც: ბედნიერი რომ გახდეთ, დღეს ბევრი რამ უნდა შეცვალოთ, მაგრამ წარსულის მოშორება, თითქოსდა არ არსებობდა, არ შეიძლება. ფსიქოლოგიური კანონი ყველასთვის ერთია: წარსული უსიამოვნება გაქცევისას – დაგეწევათ, მასთან მუშაობისას – გაგიშვებთ.
„უსიყვარულობის“ (რეალური ან წარმოსახვითი) მუდმივი განცდა – თითქმის ყოველთვის ბავშვობის დროინდელი გამოცდილებაა. მაშინ, როცა არა მხოლოდ ჩვენი ფსიქიკა, არამედ ხალხთან სამომავლო ურთიერთობის საფუძვლები, ჩვენი აღქმა საკუთარი თავის და სხვების მიმართ იქმნება. თუ ბავშვს სიყვარულის დანახვის შესაძლებლობას არ მისცემთ, მომავალში არსაიდან უსიამოვნო შეგრძნება თავს იჩენს. საქმე მხოლოდ ცუდ პირობებში მცხოვრებ ოჯახებს არ ეხება. პრობლემების ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაცია – ერთი მე–10 კლასელის განცხადება: „მამას არ ვუყვარვარ. მას თავისი ზრდასრული ქალიშვილი უყვარს, რომელიც არ ეწევა, არ სვამს, ბიჭებთან არ სეირნობს და კარგად სწავლობს“. მშობლების გამო, რომელთაც მხოლოდ რაღაცის გამო უყვართ, რომ „კარგი ქალიშვილი ხართ“, შეიძლება მთელი ცხოვრება უსიყვარულობა იგრძნოთ. თუ შეგრძნება „არავის ვუყვარვარ“ ბავშვობიდან გახსოვთ (მხოლოდ ცუდი განწყობის დროს არ გესტუმრათ) და არ ქრება, როცა გონებით ხვდებით, რომ სხვებს უყვარხართ, გადარწმუნება, ცხადის დამტკიცება, უაზრობაა, ხოლო საყვედური – საზიანო. აქ. მხოლოდ ფსიქოლოგი დაგეხმარებათ.
ზედმეტად კარგი
„ის ხომ ასეთი მშვენიერია! ასე რატომ იძახი?“ – უკვირთ მეგობრებს. ერთმანეთთან კონკურენციაში თქვენს ღირსებებზე საუბრობენ: საყვარელი გარეგნობა, გემრიელად მომზადების უნარი და კარიერული მიღწევები. თითოეული სიტყვა – სიმართლეა, მაგრამ ღამით მაინც მარტოობაში ტირით, რადგან გვერდით არავინაა. შესაძლო მიზეზები – ზედმეტად კარგი ხართ მათთვის, ვინც აირჩიეთ. მამაკაცებთან თქვენთან მიწვდომა უჭირთ, ქვეცნობიერად ასეთ წარმატებულ გოგოსთან შედარება არ სიამოვნებთ და გარბიან. თუ შეცვლა გსურთ, ცხოვრებისეული გამოცდილება გაანალიზეთ, თუ რატომ ირჩევთ ასეთ მამაკაცებს. ბოროტების ფესვის აღმოჩენისას პრობლემებთან გამკლავებას შეძლებთ.
კვლავ ის არაა
თუ „უსიყვარულო“ გოგოს გაესაუბრებით, გაარკვევთ, რომ თაყვანისმცემლები ჰყავს და ზოგჯერ არა „ერთდღიანი“, არამედ ერთგული. ზოგი კინოსა თუ რესტორანში ეპატიჟება, ზოგი ყვავილებს და საჩუქრებს ჩუქნის, ბავშვობის მეგობარიც მზადაა სახლის საქმეებში დაეხმაროს, თან უანგაროდ. ზოგჯერ უსიამოვნო შეგრძნება გათხოვილ ქალსაც არ შორდება, თუნდაც ძალიან მოსიყვარულე ქმარი ჰყავდეს. მიზეზი მარტივია: არა „არ უყვართ“, არამედ „არ უყვარს“. და ვინ? რა თქმა უნდა, ის – ზუსტად ის, მთელი ცხოვრების მთავარი სიყვარული. ეს შეიძლება იყოს ნამდვილი მამაკაცი (მაგალითად, ყოფილი ქმარი, რომელსაც ახლახანს დაშორდა) ან წარმოსახვითი წარსულიდან. დეტალები განსხვავებულია. ზოგჯერ შეყვარებულის გაიდეალება ხდება (მხოლოდ ის იყო ყველაზე–ყველაზე–ყველაზე და ფლობდა ყველა წარმოუდგენელ სრულყოფილებას“), ზოგჯერ საქმე ნამდვილად გამორჩეულ ადამიანს ეხება, რომელსაც გულსა თუ ცხოვრებაში შემცვლელს რთულად მოუძებნით.
სხვა შემთხვევაში, ამ „უკვე არა სიყვარულით“ დაღლლი გოგონა გადაწყვეტს, რომ მისი ყოფილი კავალერი კეთილი სიტყვის ღირსიც არაა. მის სრულ ნაკლოვანებებს აფასებს და არაფრის გაკეთება არ შეუძლია. აქ, ხანგრძლივი შრომა დაგჭირდებათ: დაფიქრდით, რატომ და რისთვის გიყვართ? მეგობრებს და ნათესავებს მოუსმინეთ, რომლებიც გარწმუნებენ, რომ ის საიმედო არაა და ცუდი ხასიათი აქვს. იქნებ თავადაც იცით. ფურცელი აიღეთ და დაწერეთ, თუ რატომ გიყვართ. დიდი ალბათობით, გრძნობები უკვე აღარ გაქვთ, უბრალოდ მისი დაკარგვის სინანული გამოძრავებთ. არ სჯობს უფრო ღირსეული აირჩიოთ? თუ „ერთადერთის“ იმიჯი რეალურ ადამიანებს და ვინმესთან ურთიერთობის დაწყებას ჩრდილავს, გამოდის სასტიკი „ბოროტმოქმედის მხილებამ“ ვერ გიშველათ ან სრულად ვერ დაგეხმარათ. ახალი შესაძლებლობებისკენ გზა ჯერ დახურულია.
უფრო რთულია, თუ ყოფილი თქვენთვის ღირებული სხვადასხვა თვისებებით შემკული იყო. ამ შემთხვევაში, მეხსიერებიდან სამუდამოდ რომ ამოშალოთ და ახალი საოცნებო მამაკაცი იპოვოთ, რესურსები დაგჭირდებათ. შესაძლებელია? დიახ, სპეციალისტთან მუშაობა დაგჭირდებათ.
ეს სიყვარულია?
თითოეულ ჩვენგანს სიყვარულის შესახებ საკუთარი წარმოდგენა გვაქვს და საკუთარი სურვილები „შეფუთვაზე“, რომლითაც ძვირფასი გრძნობების მიღება გვსურს. ზოგისთვის ესაა ერთმანეთთან დელიკატური და მზრუნველი დამოკიდებულება, სხვებისთვის – საყვარელი ადამიანების პრობლემებში მონაწილეობის გულწრფელი სურვილი, ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა და ყველაფერში დახმარება. მაგრამ ორი მსგავსი ნახევარი ურთიერთობაში უკმაყოფილებას იგრძნობს: დელიკატური ჩათვლის, რომ მასზე „ზეწოლას“ ახდენენ (როგორ შეიძლება სიყვარულზე ასე ფართოდ საუბარი!). დამხმარე იგრძნობს, რომ მას მუდმივად „უარყოფენ“, რომ საყვარელი ადამიანი მას დეტალებს არ უყვება (ეს სიყვარულია, როცა არ მენდობა!). და თითოეული ამ წყვილში უბედურია!
ჰარმონიული სიყვარულის მოსაპოვებლად უნდა იპოვოთ ის, ვისთანაც „სიყვარულის ფორმა“ თანხვედრაშია. ამისთვის ჯერ საკუთარ თავს უნდა გაუგოთ. სასურველის მიღების შანსი იზრდება, როცა იცით, რა გსურთ. სწორედ ამიტომ, ფორმულირებისთვის დრო გამოყავით, ჩამოწერეთ, რას თვლით ნამდვილ სიყვარულად, როგორ სიტყვებს და მოქმედებებს ელოდებით პარტნიორისგან. რაც უფრო კონკრეტულად ჩამოწერთ, მით უფრო მიიღებთ სასურველს. მაგალითად, „ბევრი გამოიმუშაოს და გამანებივროს“ სწორი არაა, დაწერეთ, თუ „ზუსტად რამდენი უნდა გამოიმუშაოს და ყველა განებივრებას „სახელი“ მიეცით“.
არ ვუყვარვარ, მაშინ მე
უბედურებაა, თუ „უსიყვარულობის“ გამო სარგებლის მიღებას ცდილობთ. პირველ რიგში, თქვენთვისაა ცუდი: ამ დროს პრობლემებს არ აგვარებთ, რადგან მასთან დაშორება არ გსურთ. უსიამოვნო შეგრძნება ტკბილი სატყუარა ხდება. მაგალითად, შეგიძლიათ საკუთარ თავზე არ იზრუნოთ („მაინც არავინ მყავს“, „ვის აინტერესებს, როგორ გამოვიყურები“). ან ჯანმრთელობას არ მიხედოთ („მოვკვდები, მაინც არავინ იტირებს“). ან იწუწუნოთ და სხვებს ეუხეშოთ („მძიმე ცხოვრება მაქვს, ამიტომ ვბრაზობ“). ლოგიკა „ცუდად ვარ, ანუ ყველაფრის უფლება მაქვს“ ცხოვრებას ზუსტად ისე გაგიმარტივებთ, როგორც ალკოჰოლი ან ნარკოტიკი. ერთი შეხედვით მნიშვნელოვანია, სინამდვილეში – საკუთარ თავს უფრო დიდ ზიანს აყენებთ, ვიდრე სარგებელს.