რატომ ხართ ღარიბი? ფსიქოლოგი აგიხსნით, თუ რატომ გიჭირთ გამდიდრება

0
851

რა გვიშლის ხელს გამდიდრებაში? თუ ობიექტურ ფაქტორებს გამოვრიცხავთ, როგორიცაა „მილიონერის მემკვიდრე არ ვარ“, შეიძლება ითქვას, რომ არაფერი. უბრალოდ სურვილი, უნარი, მოტივაცია არ გვაქვს. სინამდვილეში ღარიბის ფსიქოლოგია ხელს გვიშლის. Girl.ge–ს რედაქციამ ანდრიანა ლიტოს ამის განმარტება სთხოვა.

ფსიქოლოგიაში სხვადასხვა არქეტიპებთან ვმუშაობთ: არსებობს არქეტიპი დამკვირვებელი – განზე მდგომი ადამიანი, რომელიც არაფერში მონაწილეობს, მაგრამ გარედან ჭვრეტს და მისი პოლუსია – მსახიობები – მოქმედი, აქტიური, მაგრამ არც თუ ისე რეფლექსური. არსებობს არქეტიპი მეომარი – აქტიური, დამპყრობელი, დომინანტი და სიმართლის დამცველი. არსებობს მონა – სუსტი, მორჩილი, მშრომელი და შემსრულებელი. სულ 12 არქეტიპია და თითოეულს თავისი წყვილი ჰყავს, ასევე უპირატესობა და ნაკლოვანება აქვს. არსებობს მხოლოდ ერთი არქეტიპი, რომლის მორგებაც წარმოუდგენლად რთულია: მოხუცი, ღარიბი ქალი.

რატომ არის რთული? ეს არქეტიპი სავსეა სიღარიბის შესახებ ჩვენი წარმოდგენებით და საკუთარ თავზე მათი გამოცდა საკმაოდ უსიამოვნოა – განსაკუთრებით იმაზე ფიქრით, რომ ასე შეიძლება მთელი ცხოვრება გაატაროთ. მოდით, უფრო ახლოს გავიცნოთ, რომ ამ საშიშ ქალის მიღმა დამალული აზროვნების დადებითი და უარყოფითი მხარეები დავინახოთ.

დავიწყოთ ამ არქეტიპის უარყოფითი მხარით:

პრობლემების მოგვარება პირადი რესურსების ხარჯზე

ღარიბი, მოხუცი ქალი საკუთარ თავს და ჯანმრთელობას არ ზოგავს. ის მზადაა რიგში ან ტრანსპორტში რამდენიმე საათი გაატაროს, რომ ცოტა ფული დაზოგოს. „სამაგიეროდ, იაფია!“ – ეს მისთვის გადამწყვეტი არგუმენტია.

ჩვეულებრივ, მსგავსი უპატივცემულობა სხვა ადამიანებზეც ვრცელდება. ამ შემთხვევაში შეიძლება ბავშვის არდადეგებზე უარი თქვას, რომ ბოსტანი დაამუშაოს ან კარტოფილიდან ხოჭოები შეაგროვოს მაშინაც კი, თუ ამას დიდი მოგება არ მოაქვს. ბავშვების ან შვილიშვილების შემოთავაზება, რომ მზა კარტოფილი იყიდოს, უთანხმოებას იწვევს, რადგან დრო და ჯანმრთელობა უფასოდ მიაჩნია.

ასეთ სისტემაში ფულის დეფიციტის (როგორც წესი, მუდმივად) პრობლემას რთული და ნაკლებად ანაზღაურებადი ნახევარგანაკვეთიანი გამომუშავება აგვარებს.

დროის მიმართ უპატივცემულობა კვლევებით დადასტურებულია: ექსპერიმენტის პირველ ნაწილში ხალხს ჰკითხეს, მზად თუ იყვნენ ზედმეტი 30 წუთის გასავლელად, რომ 300 დოლარიან გაჯეტზე 50 დოლარი დაეზოგოთ. ბევრი პასუხობდა, რომ მზად იყვნენ. ექსპერიმენტის მეორე ნაწილში, თუ გაჯეტი 1000 დოლარი ღირდა, უფრო მაღალშემოსავლიანი  პირები წასვლაზე უარს აცხადებდნენ და ამბობდნენ, რომ შეუკვეთავდნენ, თავად კი იმუშავებდნენ – ასე უფრო მეტ ფულს მიიღებდნენ, ხოლო ნაკლებშემოსავლიანი ხალხი წასასვლელად მზად იყვნენ.

თქვენ შეიძლება თქვათ: „რა განსხვავებაა, ეს ხომ 50 დოლარია!“, მაგრამ სინამდვილეში განსხვავება ხალხის აზროვნებაშია: ღარიბი ქალი პროცენტებს არ ითვლის და ფარდობითობას არ იყენებს, რასაც ყოველთვის წარმატებული გადაწყვეტილება არ მოაქვს, როცა ხარჯები მაღალია, ხოლო მოგება მცირე. ასევე ალტერნატივის ძიებაზე უარს აცხადებენ.

მატერიალური თაყვანისცემა

ზოგჯერ, რა თქმა უნდა, შენიღბულია: სასიამოვნოა ფიქრი, რომ მდიდარი ადამიანები მეწვრილმანეები და სასტიკები არიან. კვლევა საპირისპიროს ადასტურებს: ღარიბ ოჯახებში მშობლებს ბავშვებთან სასაუბროდ დრო არ აქვთ და ბავშვებს მწირი სიტყვების მარაგი და სტიპენდიის ან განათლების მიღების ცუდი შესაძლებლობა აქვთ. ღარიბ ოჯახში დედები ოჯახში შემოსულ ფულს უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე ატესტატს, ასე ქვეცნობიერად სკოლიდან წასვლას მხარს უჭერენ. სწორედ ამიტომ, საშუალო კლასის ბავშვებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომელთა მშობლებისთვის განათლება, უცხო ენების ცოდნა და შემოქმედებითი თვითგამოხატვა წინა პლანზეა.

სამწუხაროდ, ხშირად თავად შანსის არ ქონა (წარმოსახვითი ან რეალური) მატერიალურ საგნებზე აისახება: როგორ შევაკეთოთ ფეხსაცმელი, როგორ დავიცვათ ტანსაცმელი, როგორ ვიყიდოთ ბინა, როგორ მოვამზადოთ საჭმელი, როგორ შევაკეთოთ ძველი თეთრეული და ა.შ., რაც სირთულეებს იწვევს: ჩვეული ჩარჩოდან გამოსვლა და ცნობილი სამყაროს ფარგლებს გარეთ გადაწყვეტილების პოვნა რთულია. ამასთან ღარიბი ხალხი მარტივი გზის ძიებაში თაღლითების მსხვერპლნი ხშირად ხდებიან.

ახლის მიღების შეუძლებლობა

ძველი სტრატეგიები ხშირად ახალ პირობებთან შეუსაბამოა. თითქოსდა რომელიღაც ვებდიზაინერთან უკვე მუშაობთ, თავში კი რაღაც ჩაგძახით: „რაღაც ნამდვილი გააკეთე! აი, კარგი სამსახური – კერვა ისწავლე!“ უკვე ხვდებით, რომ ინფლაცია დანაზოგს ჭამს, მაგრამ მაინც „სიბერემდე ფულის გადადება გსურთ“.

ბევრ ქვეყანაში ღარიბი ხალხისთვის მთავრობა ახალი პროფესიების მისაღებად სხვადასხვა ვარიანტებს ქმნის, მაგრამ ახლის შიში იმარჯვებს: იმის ნაცვლად, რომ პროგრამისტი გახდეს, ღარიბი ქალი რაღაც მისთვის გასაგებს ირჩევს, მაგალითად, მანიკურის შესწავლას ან საბავშვო ბაღში ძიძად მუშაობას.

ფინანსური ზარალი

პარადოქსულია, მაგრამ ღარიბი ქალი ყოველთვის ღარიბი რჩება. საქმე იმაშია, რომ პატარა პრობლემების მოგვარებით და ნახვრეტების საკუთარი ხელით ამოვსებით იმდენად იღლება, რომ რაღაც მომენტში ამას რეალური ფინანსური ზარალი მოაქვს. მაგალითად, შიში ქონების გაუფასურებამდე მიგიყვანთ. ეს ხშირი ისტორიაა: ხალხი ელოდება, რომ უძრავი ქონების ფასი გაიზრდება, შემდეგ ფასის დაცემისას პანიკაში ყიდიან.

სწორედ ღარიბი ქალი ყიდულობს დოლარს ძვირად (იქნება კიდევ გაძვირდეს!), ხოლო იაფად ყიდის (რა აზრი აქვს კურსს, ფული ახლა მჭირდება!), მიკროკრედიტს ან საკრედიტო ბარათებს იღებს.

ცხოვრებაში სიხარულის ნაკლებობა

ღარიბი მოხუცი ქალი მოწყენილია, რადგან კარგად არასდროს უცხოვრია. მთელი ცხოვრება სირთულეებს უმკლავდება და საკუთარ თავს ყველაფერზე უარს ეუბნება: არასდროს უმოგზაურია, კომფორტული ტანსაცმელი და კარგი ძილი არასდროს ჰქონია. ასე ხდება მაშინაც, თუ საკმარისი ფული გვაქვს: მუდმივად ველოდებით, როდის დადგება „უსაფრთხო მომენტი“ და შესაძლებლობა. ის მაინც არ დგება, რადგან ღარიბ ქალს მოდუნება არ შეუძლია და ნათელი მომავლის არ სჯერა. ყოველთვის ჰგონია, რომ არსებული საკმარისი არაა, ამასთან საკუთარ რესურსებს პატივს არ სცემს, ამიტომ მარაგს მხოლოდ შვილების ან ახლობლების მუქარის შემდეგ ავსებს: „შენ სამოგზაუროდ მიდიხარ, უკვე გადავიხადე!“ ან „არ მაინტერესებს, რომ ძვირია, შენ ახალი საკერავი მანქანა გჭირდება!“

მსხვერპლშეწირვა

ხშირად ღარიბი ქალი თავს მსხვერპლად სწირავს მაშინაც, როცა ეს საჭირო არაა. მან შეიძლება საპიკნიკოდ დიდი სუფრა მოამზადოს, თუმცა სხვებმა შეიძლება მხოლოდ ჩიფსი და დაჭრილი საზამთრო მოიტანონ. მისი აზრით „ეკონომიურად“ დასვენება კარგია, თუმცა ეს ნიშნავს რამდენიმე ღამის მანქანაში გატარებას, ნომერში კონდიციონერის არ ქონას, თვითმომზადებას და სანაპიროს რკინიგზის სადგურის გვერდით. მაშინ, როცა კურორტი ცოტა ძვირი, მაგრამ ბევრად კომფორტულია.

სწრაფი გადაწყვეტილებების მიმართ სიყვარული

ეს არქეტიპშია და დადასტურებულია კვლევით: ღარიბ ქალს ყოველთვის გაურკვევლობა ურჩევნია, საათობრივ გადახდას ირჩევს და თაღლიღებისგან დაუცველია, რომლებიც სწრაფ შემოსავალს ან კრედიტს სთავაზობენ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თამაშებშიც, როგორიცაა „ენგრი ბირდს“ დიდი შემოსავლის მქონე ხალხი უფრო მეტ რეიტინგს და მეტ მონეტას აგროვებენ, რადგან სტრატეგიებს უკეთ აგებენ, ლოდინი შეუძლიათ, თუ ეს მეტ მოგებას მოუტანთ და გრძელვადიანი დაგეგმვით მეტ სარგებელს იღებენ.

ანალოგიურად, ღარიბი ხალხი უპირატესობას კონკრეტულ სერთიფიკატებს ანიჭებენ, თუმცა სერთიფიკატი – შესაძლებლობაა, უფრო გონივრული შესყიდვების გასახორციელებლად.

მუდმივი სტრესი

ღარიბი მოხუცი ქალი თავს მდიდრად არასდროს გრძნობს, მას ჰგონია, რომ საკმარისი ფული არასდროს აქვს, რომ უფრო მეტი უნდა გადადოს – ბავშვების სასწავლებლად, დაკრძალვებისთვის, მოულოდნელი ხარჯებისთვის, ავადმყოფობისთვის. საბოლოოდ, ნებისმიერი შემოსავლის, დანაზოგის და შენაძენის პირობებში თავს უფრო ღარიბად გრძნობს. უფრო მეტიც, ყველაფრის გაუცნობიერებლად დახარჯვის რისკი არსებობს, რითაც დაცემა უფრო მტკივნეულია. სწორედ ამიტომ, იქმნება სიტუაცია: ხალხი რაც უფრო მეტს გამოიმუშავებს, მით უფრო მეტ უცნაურ შესყიდვებს ახორციელებს და კვლავ ვალი ან მინუსი აქვთ. ეს ვალი მოჩვენებით ფულს ქმნის და სტრესს ზრდის. ზოგიერთი გაოცებით აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა გამოიმუშაონ, მაინც რაღაც ყოველთვის აკლიათ.

ამ პუნქტების გარდა წვრილმანებიც არსებობს: თუ სიღარიბეში გავიზარდეთ, რომელიღაც წერტილში შეიძლება ახალი სტრატეგიები ვიპოვოთ, ზოგიერთში – დავრჩეთ იქ, სადაც ვიყავით. 2 ლარიანი შოკოლადი – ძვირია, 15 ლარიანი მოგზაურობა ტაქსით – იაფი, თვეში სწავლისთვის 300 ლარის გადახდა – რა თქმა უნდა, აი, მასაჟი – ზედმეტია. ამრიგად, ღარიბი მოხუცი ქალი შეიძლება ყველაზე მოულოდნელ ადგილებში გამოჩნდეს იმ ადამიანებშიც კი, ვინც უკვე დიდი ხანია ღარიბი არა.

აქვს თუ არა უპირატესობები ამ არქეტიპს? რა თქმა უნდა!

ეკოლოგიურობა და ჭარბ მოხმარებაზე უარის თქმა

ღარიბი ქალი არასდროს გადაყრის იმას, რისი გამოყენებაც ჯერ კიდევ შეიძლება და ზოგჯერ ამას ძალიან კრეატიულად აკეთებს. ჩვენი დედები და ბებიები „ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს“ ანიჭებდნენ ჯერ კიდევ მანამ, სანამ იუთუბზე ხრიკები გამოჩნდებოდა.

ეკონომიურობა: სიხარბის მეორე მხარე

ღარიბი ქალი ყოველთვის გადაამოწმებს, შეიძლება თუ არა სხვა საიტზე საყვარელი კაბის ყიდვა ფასდაკლებით. ის რეკლამების მიმართ უფრო გამძლეა და ყოველთვის იყენებს კუპონებს, რადგან აბა რისთვის არსებობს.

სწორედ ღარიბი ქალი იღებს ბანკში იპოთეკურ სესხზე ფასდაკლებას და თავად ამოწმებს მუშების შეფასებებს და ახალ მანქანაზე ფულს დაზოგავს.

ორგანიზებულობა და დისციპლინა

სწორედ ღარიბი ქალი დგება დილით 6 საათზე, რომ 8-ზე ფასდაკლების რიგში პირველი იყოს. ის მატარებელზე დაგვიანებას არ გარისკავს, რადგან ახალი ბილეთის ყიდვა მოუწევს! მისთვის სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამისთვის კარგად გაირჯება.

ღარიბ, მოხუც ქალს მისი საწინააღმდეგო არქეტიპი აქვს – ბავშვი. ბავშვი ახლისთვის მზადაა, მას ყველაფერი აინტერესებს, ის სურვილებთან და საინტერესო საგნებთან კონტაქტშია. გაცემა და მიღება არ აშინებს. თუ გრძნობთ, რომ თქვენში ზედმეტი ბევრი ღარიბი, მოხუცი ქალია, ამის კომპენსირებას მარტივად შეძლებთ. საკუთარ თავს მოუსმინეთ, ახალი სცადეთ, ექსპერიმენტები ჩაატარეთ და უკვე დაგროვილი თანხა შეამჩნიეთ. ასე ახლა ცხოვრებას შეძლებთ, უფრო სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს და მეტ სიამოვნებას მიიღებთ. შეძლებთ შესაძლებლობები დაინახოთ და ჯანმრთელობას მეტად მიხედოთ.

წყაროcosmo