2021 წლის ყველაზე ბედნიერი დღე თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის

0
25620
photo credit: Getty Images

დროა, მომავალი წლის კალენდარი შევადგინოთ! ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში! საბედნიეროდ, 2021 წლის კოსმოსური პროგნოზი უიმედოდ ნაკლებად გამოიყურება. იმის მიუხედავად, რომ 2021 წლამდე მძიმე პლანეტარული ომები ჯერ კიდევ გაგრძელდება, წარმატება ჩვენს მხარეს იქნება. 2021 წელს გველოდება ნაკლები რეტროგრადული პერიოდი, ასევე სიყვარულის პლანეტის ვენერას და ვნების პლანეტის მარსის წარმატებული გაერთიანება, რომელიც მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ ხდება. Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი დღე იქნება ხელსაყრელი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის 2021 წელს.

ვერძი

ყველაზე წარმატებული დღე: 26 მარტი, 2021

როცა სიყვარულის პლანეტა ვენერა და შემოქმედებითი მზე კავშირს შექმნის (ასპექტი, რომელსაც ვენერას ვარსკვლავურ წერტილს უწოდებენ), ეს მოგიტანთ სასწაულს, რომანტიკას და ახალ და სასიამოვნოს დასაწყისს. მსგავსი კავშირი თქვენს სურვილებს ნათელს მოჰფენს. 2021 წელს თქვენს ნიშანში ასეთი ხელსაყრელი კომბინაცია მოხდება, რაც სიყვარულში წარმატებას მოგიტანთ. სასიყვარულო საკითხებში სრულიად ახალი რომანტიკული მოგზაურობა დაიწყება.

კურო

ყველაზე წარმატებული დღე: 17 იანვარი

ცვლილებების პლანეტა ურანი მთელი წელი თქვენს ნიშანში იმოგზაურებს, რაც შთაგონების და გამოღვიძების თემას გააგრძელებს. იანვარში ურანისა და იუპიტერის კვადრატი პროფესიულ ცხოვრებაში სიახლეს შემოიტანს. კარიერული მიმართულება შეიძლება მკვეთრად უკეთესობისკენ შეიცვალოს, როცა იუპიტერი და ურანი 17 იანვარს კვადრატში შევლენ. ზოგისთვის ასეთი მოვლენები შეიძლება გამაოგნებელი იყოს. მომთმენი ხასიათი გარანტიას გაძლევთ, რომ ამ დღისგან სარგებელს სრულად მიიღებთ. უფრო მეტიც, იმავე კვირას მარსისა და იუპიტერის ენერგეტიკული კვადრატი თქვენს მოტივაციას და ამბიციებს უფრო გაზრდის.

ტყუპები

ყველაზე წარმატებული დღე: 31 მაისი

ასტროლოგიაში ჩრდილოეთის კვანძი ბედს და სამომავლო მიმართულებას წარმოადგენს და ის 2021 წელს თქვენს ნიშანში იქნება. ეს კი ჭეშმარიტი გზის პოვნაში დაგეხმარებათ. 31 მაისს, შუა სეზონზე ჩრდილოეთის კვანძი თქვენს ნიშანთან ასპექტს შექმნის, რაც ბევრ წარმატებას და სასწაულს მოგიტანთ. მზად იყავით ვარსკვლავური თვისებები გამოავლინოთ და წარმატებისკენ ნაბიჯი გადადგათ, რადგან იღბალი თქვენს მხარესაა.

კირჩხიბი

ყველაზე წარმატებული დღე: 23 ივნისი

სეზონის დაწყებისთანავე, 23 ივნისს, მზის და იუპიტერის ტრინი თევზებში მოხდება, რაც წარმატებას მოგიტანთ. ტრინი ყველაზე ჰარმონიული ასტროლოგიური ასპექტია და ბედნიერი იუპიტერი თევზებში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს (რადგან ამ მეოცნებე წყლის ნიშანს მართავს). ასეთი განწყობა მოგიტანთ ოპტიმიზს, სიუხვეს და იღბალს. იმავე დღეს მეორე ტრინი ნეპტუნსა და მშვენიერ ვენერას შორის (რომელიც ამ დღეს თქვენს ნიშანში იმყოფება) თქვენს ირგვლივ ჯადოსნურ მტვერს მიმოფანტავს და სასიამოვნო ფანტაზიებს გაააქტიურებს.

ლომი

ყველაზე წარმატებული დღე: 13 ივლისი

სიყვარულის პლანეტა ვენერა და ძალაუფლების პლანეტა მარსი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ერთიანდება, რომ 13 ივლისს თქვენს ზოდიაქოს ნიშანში შეხვდნენ. მზად იყავით ჯადოქრობის შესაგრძნებად. საქმე რომანტიკას და შემოქმედებას შეეხება. იშვიათი და წარმატებული ასპექტი ურთიერთობაში ახალ ციკლს შექმნის, რომელიც პირად ცხოვრებაში ახალ ენერგიას და შემოქმედებაში ახალ სიცოცხლეს შემოიტანს. შთაგონებით და რომანტიკით სავსე იქნებით.

ქალწული

ყველაზე წარმატებული დღე: 12 ივლისი

წელს იუპიტერი თევზების ნიშანში ორჯერ იქნება, ამით თქვენს სახლს პარტნიორობით გაანათებს და სიყვარულში ბევრ ახალ შესაძლებლობას მოგცემთ. ასე ურთიერთობაში ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებთ და რომანტიკულ კავშირებს გააღრმავებთ. როცა იუპიტერი თევზებში შევა,13 მაისიდან 28 ივლისამდე, შემდეგ 28 დეკემბრიდან 2022 წლამდე, სიყვარული ახალ მწვერვალამდე და ემოციებამდე მიგიყვანთ. ენერგიები 12 ივლისს მწვერვალში იქნება, როცა თქვენი მმართველი პლანეტა მერკური თევზებში მყოფ იუპიტერთან ჰარმონიულ ასპექტს შექმნის, ეს პარტნიორთან ურთიერთობაში სიცხადეს, გახსნილობას და სიღრმეს მოგიტანთ.

სასწორი

ყველაზე წარმატებული დღე: 6 სექტემბერი

მმართველი პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში მხატვრულ მგრძნობელობას და ფუფუნების მიმართ სიყვარულს ამჟღავნებს. სწორედ ამიტომ, როცა 6 სექტემბერს ვენერა იუპიტერთან ტრინს შექმნის, ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება: განწყობა აგიმაღლდებათ და კოსმოსური მასშტაბის რომანს მიიღებთ. ბედნიერი იუპიტერის დახმარებით თქვენს ნაცნობობის და შემოქმედების სახლში ნებისმიერი მიმართულებით წარმატების მიღწევას შეძლებთ. ეს კი სიხარულს მოგიტანთ.

მორიელი

ყველაზე წარმატებული დღე: 17 ნოემბერი

თქვენი მმართველი პლანეტა პლუტონი ცნობილია თავისი ინტენსივობით, მაგრამ როდესაც 17 ნოემბერს თქვენს მზის ნიშანს გაუსწორდება და სექსტილს შექმნის, თქვენ ძალების შემოსვლას იგრძნობთ. ეს ძლიერი წონასწორობა ბნელი მხარეების თქვენს „მესთან“ დაკავშირებაში დაგეხმარებათ და თქვენს ტრავმას შთაგონებად გადააქცევს, რაც გარდასახვაში დაგეხმარებათ. დამატებით ენერგიის თქვენს სახლში მყოფი ცეცხლოვანი მარსიდან მიიღებთ, რომელიც სიყვარულის პლანეტა ვენერასთან კიდევ ერთი სექსტილს შექმნის. ეს ცელქი ასპექტი თქვენს საქმიანობაში ვნების და სიამოვნების დამატებით დოზას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ყველაზე წარმატებული დღე: 21 მაისი

გაზაფხულზე თქვენი მმართველი პლანეტა იუპიტერი (წარმატების პლანეტა) მეოცნებე თევზებში გადავა, რაც თქვენს ემოციურ ცხოვრებას გაანათებს და კომფორტს და წარმატებას მოგიტანთ. 21 მაისს, თქვენს რუქაში იუპიტერის წარმატებით გადანაცვლებიდან ზუსტად 1 კვირაში, პირად ცხოვრებაში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რადგან შემოქმედებითი მზე, რომანტიკული ვენერა და ურთიერთობაზე ორიენტირებული მერკური თქვენს სახლში შეიკრიბებიან. ვენერასა და სატურნის ძლიერი ტრინი თქვენს ურთიერთობას ძალას შემატებს, ხოლო მთვარე სხვებს თქვენს საუკეთესო თვისებებს აჩვენებს.

თხის რქა

ყველაზე წარმატებული დღე: 23 აგვისტო

იმის მიუხედავად, რომ თქვენი მმართველი პლანეტა სატურნი წარმატებას ყველას არ მოუტანს, 23 აგვისტოს რომანტიკულ ვენერასთან ჰარმონიულ ტრინს შექმნის. ეს თქვენს სახლში კარიერას და საზოგადოებრივ აღიარებას გაააქტიურებს და ყველა მიმართულებით წარმატების გარანტიას გაძლევთ. თქვენი პროფესიული ძალისხმევით ღრმა კავშირს დაინახავთ. წარმატებული დამთხვევა თქვენს პოზიციებს გააძლიერებს, შემოქმედებით პოტენციალს გაზრდის და კარიერული გზის გაჭრაში დაგეხმარებათ, რომელიც დიდხანს გაგრძელდება.

მერწყული

ყველაზე წარმატებული დღე: 11 თებერვალი

ძალიან ძლიერი დღე, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით, რადგან თქვენს ნიშანშია ძლიერი ახალი მთვარე, რომელიც შანსს გაძლევთ ძველი კანი მოიშოროთ და ახალი მე მიიღოთ. გარდა ამისა, ბედნიერი პლანეტები ვენერა და იუპიტერი თქვენს ნიშანში ამ დღეს გაერთიანდება, რაც რომანტიკას, სიამოვნებას, სიუხვეს და ფუფუნებას მოგიტანთ. ეს ყველაფერი სატურნ–ურანის რამდენიმე კვადრატამდე მიგიყვანთ, რაც თქვენს სამყაროს გააოგნებს. ენერგია შესაძლებლობებით სავსეა.

თევზები

ყველაზე წარმატებული დღე: 21 ივნისი

ამ წელს იუპიტერი თქვენს ნიშანში 2–ჯერ შემოვა, ამიტომ წელს სიუხვე და წარმატება გარანტირებულად თქვენკენ იქნება. 21 ივნისს „წყლის“ ტრინის ძლიერ ეფექტს იგრძნობთ, რომლის დროსაც ემოციური მთვარე, რომანტიკული ვენერა და მეოცნებე ნეპტუნი ჰარმონიულ კავშირს შექმნიან. როცა თქვენი მმართველი პლანეტა ნეპტუნი თქვენს ნიშანში იმყოფება (ხოლო მთვარე და ვენერა თქვენს სახლს სიამოვნებით და ცოდნით ანათებს), ეს იქნება ფლირტის, მხიარულების, შემოქმედებითი ძალისხმევის და ჰორიზონტების გაფართოების დღე. არც ერთი ფანტაზია ველური და უცხო არ იქნება, ამიტომ გრძნობებს ნება მიეცით ვარსკვლავებს შეწვდეს.

ავტორიPhoto credit: Getty Images
წყაროcosmo