აირჩიეთ დედოფლის ტახტი და გაიგეთ, როგორი ქალი ხართ და რას ფიქრობენ თქვენზე კაცები

0
1051

დღეს Girl.ge–ს რედაქცია ქალებს საინტერესო ტესტის გავლას გთავაზობთ, რომელიც გეტყვით, თუ როგორი ქალი ხართ და რას ფიქრობენ თქვენზე კაცები. მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ.

თქვენს წინაშეა სამეფო ტახტები, აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ:

ტახტი № 1

მიზანდასახული ადამიანი ხართ, ჯიქურად სვლას მიჩვეული ხართ და თამამი ექსპერიმენტებისთვის მზად ხართ. როგორც წესი, დასახულ მიზანს აღწევთ და სირთულეებს ეწინააღმდეგებით. ძლიერი, ექსპრესიული და მგზნებარე ხართ. ყურადღება გიყვართ!

ცოტა „მამაკაცური“ თვისება გაქვთ – მამაცი, გულფიცხი, გამარჯვებისკენ სწრაფვის ძლიერი ნება, ოპტიმისტი და გაბედული. კომუნიკაცია ძალიან გიყვართ და ახალ ნაცნობებს ხშირად იძენთ. ამაყი და ჯიუტი ხართ, მაგრამ არა ალტრუისტი, აუცილებლობის შემთხვევაში ახლობელს უანგაროდ დაეხმარებით.

ტახტი № 2

მშვიდი, თავაზიანი და მხიარული ადამიანი ხართ. იუმორის კარგი გრძნობა გაქვთ. მერყევი და უდარდელი ხართ. შეუმჩნეველი არასდროს რჩებით! გარემოცვაზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენთ. ძალიან კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე და თამამი ხართ. საზოგადოების აზრი არ გაინტერესებთ. მიზანდასახული და ორიგინალური ხართ.

ცხოვრების ნებისმიერ პირობებს ეგუებით, ასევე საყვარელი მამაკაცის ნებისმიერ ხასიათს ეგუებით. მოსაწყენი და უსიცოცხლო არასდროს იქნებით, რადგან ყოველთვის განვითარებისკენ ისწრაფვით და სწავლობთ. მთელი ცხოვრება ახლისკენ მიისწრაფვით.

ტახტი № 3

თქვენ მუდმივად გჭირდებათ გვერდით ადამიანის ყოლა, ვისთანაც თავს მშვიდად და უშიშრად იგრძნობთ. თანდაყოლილი სიკეთის და დიდი გულის მიუხედავად, საკუთარი თავი ძალიან გიყვართ და სხვებისგან მსგავს დამოკიდებულებას ითხოვთ. ძალიან მგრძნობიარე ხართ, მუდმივად გიყვარდებათ კაცები, ლამაზი ნივთები, ხელოვნების საგნები!

ცელქი, მხიარული, რომანტიკული ხართ და ფლირტი გიყვართ. გაზრდა არ გსურთ! კეთილი და მზრუნველი დედა ხართ, რომელიც ამავდროულად თავნება და განებივრებული გოგოა. მისი გულის დაპყრობა ბევრ მამაკაცს სურს. მამაკაცების ყურადღების ცენტრში ხართ!

ტახტი № 4

ბევრისთვის თქვენი სული სრულად დაფარულია, მაგრამ საიდუმლოება თქვენი მომხიბვლელობის მთავარი მიზეზია. გირჩევთ, იდუმალი ხიბლი არ დაკარგოთ! ეჭვებით ტანჯვა არ გახასიათებთ. ჩვეულებრივ, იცით, რა გსურთ და კითხვები სერიიდან „რა უნდა გააკეთოთ?“ „რა ჩაიცვათ?“ იშვიათად გაწუხებთ.

ძალიან ამაყი და პრინციპული ხართ. საკუთარი აზრის დასაცავად ყოველთვის მზად ხართ. უსამართლობას არ მოითმენთ. არა მხოლოდ საკუთარ ემოციებს და ძალას მართავთ, არამედ თქვენ გვერდით მყოფ ხალხს. თვითდამკვიდრების სურვილი გაქვთ, კარიერასა და სწავლებაში მაღალ მწვერვალებს აღწევთ. რჩეულთან ურთიერთობაში მაქსიმალისტი, ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ხართ. თქვენზე კონტროლის დამყარება შეუძლებელია, ყოველთვის დამოუკიდებელი იქნებით.

წყაროmoimozg