
ჟაკლინ ბერიდა პიზანო – ინსტაგრამის ერთ–ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. ლამაზი და მოდური ქალი ბევრ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს და მათ საქონელს გამომწერებს უჩვენებს. იტალიელი ქალის გვერდი ასობით ათას ადამიანს აქვს გამოწერილი. გამომწერები ჟაკლინს ქსელში ყველაზე ლამაზ ბებიას უწოდებენ.
დიახ, სწორად გაიგონეთ. ამ მოხდენილ მოდელს არა მხოლოდ შვილები, არამედ შვილიშვილები ჰყავს! სინამდვილეში მაცდუნებელი იტალიელი უკვე 51 წლისაა. თუმცა ფანები ერთხმად ირწმუნებიან: სურვილის მიუხედავად 25 წელზე მეტს ვერ მისცემთ!
ინტერნეტში გამოქვეყნებული თითოეული სურათის ქვეშ თავს იწონებს ჰეშტეგი #grandmotherwholovesfashion (#ბებიარომელსაცმოდაუყვარს). ასე ჟაკლინი ხაზს უსვამს, თუ მისთვის ოჯახი რამდენად მნიშვნელოვანია. იტალიელი ქალი ცდილობს ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ბევრი დრო გაატაროს. ხოლო მათ სურათებს მოდელის მეუღლე უღებთ.
საკუთარი სურათებით პიზანო ხალხს უჩვენებს, რომ ლამაზი შეიძლება ნებისმიერ ასაკში იყოთ. მოდელის თქმით, იყო ლამაზი არც ისეთი რთულია – მთავარია არ დაგავიწყდეთ სპორტი, ჯანსაღი კვება და, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა. ჟაკლინი ირწმუნება: საკუთარ თავზე მუშაობის დაწყება გვიანი არასდროსაა.
მაგალითად, თავად ამჟამინდელი იმიჯისკენ პირველი ნაბიჯი ვაჟიშვილის დახმარებით გადადგა. იმ წლებში ჟაკლინი მეუღლესთან ერთად ვარშავაში ცხოვრობდა, ხოლო სტეფანი, მისი ვაჟიშვილი, ბელგრადში სწავლობდა. სტეფანმა იცოდა, რომ დედა მოდით გატაცებული იყო და ამ სფეროში ქსელის ავტორიტეტების მთელი სია გაუგზავნა და მათთვის კონკურენციის გაწევა შესთავაზა.
სამწუხაროდ, სულ ცოტა ხნის წინ ჟაკლინის ოჯახმა დიდი დანაკლისი გადაიტანა. ახალგაზრდა სტეფანს ავტომობილი დაეჯახა და მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. ჟაკლინმა შვილის გარდაცვალება ძლიერ განიცადა. გარდაცვლილი შვილის წყალობით შექმნილი ბლოგი ქალმა არ მიატოვა. მაგრამ ახლა თითოეული სურათის ქვეშ წერს ჰეშტეგს #rememberstefan (#გახსოვდეს სტეფანი).
„სილამაზე ახალგაზრდობა არაა, არამედ სტილი და დგომა“ – ირწმუნება ჟაკლინი. ლამაზმანისთვის მოდა პირველ რიგში თვითგამოხატვის ინსტრუმენტია, საბაბი, რომ ტონუსი შეინარჩუნოს.
თავის გამომწერებს ჟაკლინი უწოდებს „ჩემი მოდის დიდი მოყვარულები“. გულშემატკივრები აღიარებენ: ქალის სურათები და სიტყვები მათ შთააგონებთ და ახლა იციან, რომ ასაკი სილამაზისთვის შემაფერხებელი არაა!
მოდის ინდუსტრიისთვის 51 წლის ლამაზმანი „ბებერი“ არაა, როგორც ამას შურიანი ქალები ჟაკლინის ზურგს უკან ამბობენ. პოდიუმზე ზოგჯერ ისეთი ქალები ჩნდება, რომ მათთან შედარებით ჟაკლინი უბრალოდ გოგონაა.