
რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცით, რამდენად აუცილებელია კანის საგულდაგულოდ გაწმენდა. ისიც იცით, რამდენად მავნეა კანისთვის მაკიაჟით ძილი, თუმცა… კანის გაწმენდის დროს ხშირად დაშვებული ეს 5 შეცდომა რუტინულ მოვლას ძალას უკარგავს.
1. თვალებზე ხახუნი
მაკიაჟის მოშორებისას ან უბრალოდ სახის დაბანისას, ბევრი თვალებთან მიმართებით განსაკუთრებულად უხეშია: მათ ბამბის დისკებს ან თითებს უხახუნებენ, მთელი ძალით საპნავენ ან აგრესიულად წელავენ კანს.
ასე იწვევთ კანისა და წამწამების ტრავმებს. არ იჩქაროთ! თუ მტკიცე კოსმეტიკას იყენებთ, შეიძინეთ სპეციალური საშუალებები მის მოსაშორებლად. წყალგამძლე ტუში მოიშორეთ ასე: გაახვიეთ წამწამები მაკიაჟის მოსაშორებელ ხსნარში ჩალბობილ ბამბის დისკებში, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში არ ახახუნოთ თვალებზე ბამბა! სჯობს, ხუთჯერ ჩამოიბანოთ, თუმცა დელიკატურად და ნაზად შეეხოთ კანს, ვიდრე ერთხელ, ამით კი კანი დააზიანოთ.
2. ორი ერთში საშუალებების გამოყენება
“მაკიაჟის მოშორება და კანის დატენიანება”, “მაკიაჟის უეცარი მოშორება და ფორების გაწმენდა” – მრავალი პროდუქტის სარეკლამო სლოგანი გვაბნევს. დაიმახსოვრეთ: ნებისმიერი ორი ერთში საშუალება უფრო ცუდად მოქმედებს, ვიდრე ორი ცალკეული. მწარმოებლები ინგრედიენტების ეფექტურობას წირავენ, რათა შეძლონ მათი შეთავსება ერთ ფლაკონში, ამიტომ გირჩევთ, თუ კანის სრულყოფილად მოვლა გსურთ, დაიმახსოვრეთ, რომ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება ერთია, დასაბანი – მეორე.
3. ზედმეტი ტონიკი
“კანის მომზადება კრემის წასასმელად” – ამ აღწერას ტონიკების შესახებ დაწერილ ნებისმიერ ტექსტში შეხვდებით. ეს ცარიელი სიტყვები არაა! მაკიაჟის მოშორებისა და სახის ჩამობანის შემდეგ, ასე თუ ისე, ირღვევა კანის pH ბალანსი, მისი ზედა ფენა შრება და ხდება მოწყვლადი. ტონიკი აღადგენს ნორმალურ მჟავა-ტუტოვან ბალანსს, აშორებს გამწმენდი საშუალებების ნარჩენებს და, შედეგად, ფორები იწმინდება, კრემი კი უფრო ეფექტური ხდება.
4. ჭარბი ექსფოლიაცია
ალბათ, ეს ჩვენი ბრალიცაა: ბოლო დროს, სილამაზის ექსპერტები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ მხოლოდ ექსფოლიაციას შეუძლია კანის განახლება და ნაადრევი დაბერების პროფილაქტიკა. ეს სიმართლეა, თუმცა, ზედმეტი კარგიც ცუდია. თუ პილინგებსა და სკრაბებს კვირაში ორზე მეტჯერ გამოიყენებთ (ეს ნორმაა ცხიმიანი კანისთვის, მშრალს ერთი პროცედურაც ჰყოფნის), ეპიდერმისის ახალგაზრდა უჯრედებს ავნებთ, გაახალგაზრდავების ნაცვლად კი საწინააღმდეგო ეფექტს მიიღებთ.
5. ინგრედიენტების სიის უგულებელყოფა
დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ გამოყენებული არც ერთი საშუალება არ შეიცავს სპირტს, პარაბენებსა და სულფატებს (alcohol, parabens, sulfates). თუ ისინი სიის დასაწყისშია, უარი თქვით მათზე. ბოლო დროს, დერმატოლოგები ფიქრობენ, რომ მათი ეფექტი კანცეროგენულია. მაშინაც კი, თუ ეს არ დადასტურდება, რაში გჭირდებათ ზედმეტი რისკი?