
ჩვენ არ მოგაბეზრებთ თავს დიეტებითა და ვარჯიშებით, სიტყვას პირდაპირ გადავცემთ “მოდური ბლოგის” ავტორს, ანასტასია ალექსეენკოს, რომელიც გეტყვით, როგორ უნდა დამალოთ შებერილი მუცელი ტანსაცმლის ქვეშ. თუ, რა თქმა უნდა, ამას საჭიროებთ.
-“ჩემთან კონკრეტული კითხვით მოვიდა კონკრეტული გოგონა, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაემალა მუცელი. რამდენადაც მისი გარშემომყოფები უკვე ფიქრობდნენ, რომ გოგონა ფეხმძიმედ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა… ვიცი, რომ პრობლემა ბევრისთვისაა აქტუალური. მე თვითონაც, დიდი რაოდენობით სითხის სიყვარულის გამო, მებერება ხოლმე მუცელი, ამიტომ მის შესანიღბავად დიდი ხნის წინ მოვიფიქრე ხრიკები.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სხეულის სწორი მდგომარეობაა. მე არაერთხელ მისაუბრია იმაზე, თუ როგორ გვეხმარება გასწორებული ზურგი შებერილი მუცლის დამალვაში. ახლა კი გეტყვით იმას, თუ როგორ უნდა დაფაროთ ეს ნაკლი ტანსაცმლით. მაქვს რამდენიმე საიდუმლო, რომელთა ახსნასაც ამ სტატიით ვეცდები, არც ისე ბევრია, თუმცა, იმედი მაქვს, ისინი გამოგადგებათ.
1. აირჩიეთ კაბა-ტრაპეცია

თავისუფალი სილუეტით, ოღონდ მკერდქვეშა ქამრის გარეშე. თუ გამხდარი ხართ, მუცელი კი შებერილი გაქვთ, ამოჭრილი კაბა, რომელიც მკერდქვეშ და მუცელს ზემოთ მოდგმულია, ყურადღებას იქცევს პრობლემისკენ. ოპტიმალური არჩევანია ტრაპეციისებრი სილუეტი, მომდგარი მონაკვეთების გარეშე. ტრაპეციის ნაკეცები აუცილებლად ძალიან ფართო არ უნდა იყოს, მთავარია, სილუეტის ხაზი იყოს თანაბარი. აგრეთვე, შეგიძლიათ აირჩიოთ სწორი სილუეტის კაბა ოცი-ოცდაათიანი წლების სტილში – ფოჩებითა და სხვა მსგავსი დეტალებით.
2. არ მოიჭიროთ ქსოვილი
შესიებულ მუცელზე, მის ქვემოთ ან ზემოთ რამის შემოჭერა არ შეიძლება. თუ მუცლის ვიზუალურად დაპატარავებას ცდილობთ შარვლის ან ქვედა ბოლოს ქამრის გამოყენებით, თქვენ მხოლოდ ხაზს გაუსვამთ იმ გამობერილ ნაწილებს, რომლებიც ქამრის ზემოთ და ქვემოთ დარჩება. ქვედა ბოლო და შარვალი უნდა ფარავდეს გამობერილ ნაწილს მთლიანად, ამავდროულად, არ გადააადგილოთ ან დაჭიმოთ იგი. თუ გამობერილ ნაწილსა და წელს შორის გადასვლა ძალიან დიდია, ნუ იბრძოლებთ იდეალური ვიწრო ლუქისთვის. ქვემოთ მოვიყვან ქვედა ბოლოს თარგის მაგალითს ქამრის გარეშე – იქ ჩანს, რამდენად თვალსაჩინოა თვალისთვის გამობერული მუცლის საზღვარი.

ზოგადად, თუ კარდიგანის ან ჟაკეტის გარეშე იცვამთ ქვედა ბოლოს, აირჩიეთ თავისუფალი სილუეტები განიერი ქამრით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწორი ქვედა ბოლოები არ უნდა ჩაიცვათ. უბრალოდ, მათ უნდა დაუმატოთ ჟილეტები, ჟაკეტები ან კარდიგანები, რომლებიც გახსნილი უნდა გეცვათ. ასე ისინი შეძლებენ მუცლის გამობერილი ნაწილის შენიღბვას.

3. შეიკარით სწორად
თუ კარდიგანს ან ჟაკეტს იკრავთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ შეკრული ღილი (ან ღილები) მუცლის ყველაზე გამობერილ ნაწილზე მოხვდეს. თუ შეკრული ნაწილი მუცლის ზემოთ მოხვდება, უფრო მეტად გამოიბერება წინ და მიიქცევს ყურადღებას.
ფრთხილად იყავით შარვლებთან და ჯინსებთან, რომელთა ელვა-შესაკრავი წინაა მოთავსებული. ხშირად, ეს ელვები ისეა დამალული, რომ საკმაოდ მოცულობითი გამოდის, გამობერილი მუცლის შემთხვევაში კი მოცულობა ყველაზე პრობლემურ ადგილას ხვდება.


თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ წესს სასიამოვნო გამონაკლისებიც აქვს: ჯინსები ბრტყელი შესაკრავით, რომელიც, პირიქით, ცოტათი შიგნითაც კი ზნექს მუცელს. მართალია, ამ დროს მუცელი სვიტრით ან ტოპით არ უნდა გამოაჩინოთ. ზემოთ თავისუფალი რამე უნდა გეცვათ.