
ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რას ირჩევთ და რატომ?
მოცემულ სურათზე ერთ–ერთი თვალი აირჩიეთ და შემდეგ ახსნა წაიკითხეთ.
თვალი № 1
თუ ეს თვალი აირჩიეთ, ნამდვილად ისეთი ხართ, ვინც თითოეულ ადამიანში კარგს ეძებს! ხშირად რისკავთ იმისთვის, რომ თითოეულს ჰქონდეს ის, რაც სჭირდება. ამის გამო საკუთარი თავი და მოთხოვნილებები ხშირად გავიწყდებათ.
თვალი № 2
თუ ეს თვალი აირჩიეთ, შესაძლოა ცხოვრებაში ბევრი ტკივილი განიცადეთ. სიტუაციას ისე ვერ ხედავთ, როგორიც სინამდვილეში არის, სანამ ძალიან გვიანი არ ხდება.
თვალი № 3
თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ ჩვენი მოქმედება უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენი სიტყვები. ამ სამყაროში ბევრი კარგი და ბევრი ცუდი ნახეთ. ყველაფერს აკეთებთ, რომ თქვენი საქმე შეუფერხებლად მიმდინარეობდეს!
თვალი № 4
სავარაუდოდ, ბევრი შიში გაქვთ. თქვენ არ იცით, თუ რას მოგიტანთ ეს სამყარო და ეს გაშინებთ.
თვალი № 5
წარსულზე ფიქრში ბევრ დროს არ ხარჯავთ, ასევე მომავლით შეპყრობილი არ ხართ. მხოლოდ ახლა და აქ ცხოვრობთ!
თვალი № 6
თქვენ სირთულეები ნახეთ, რომელთა გადატანა ბევრმა ვერ შეძლო. თქვენ განიცადეთ ის, რამაც ბევრი გატეხა. ამის წყალობით ახლა უფრო ძლიერი ხართ და ბედის გამოწვევების გადალახვა შეგიძლიათ.