2021 წლის საახალწლო ასტროლოგიური რიტუალები: როგორ მოვიზიდოთ ბედნიერება და სიმდიდრე

0
1936

წლის დასაწყისი წმინდა პერიოდია, რომელიც არა მხოლოდ სეზონების შეცვლის, არამედ ძლიერ ენერგეტიკულ რყევებს გულისხმობს. 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში, როდესაც კაცობრიობა ახალ ეპოქაში გადადის, იწყება არა მხოლოდ ახალი კალენდარული წელი, არამედ დრო, რომელიც ცვლილებებზე და სამყაროს ახალ კანონებთან შეგუებაზეა პასუხისმგებელი.

ახალი ეტაპი სწორად რომ დაიწყოთ, ცხოვრება შეცვალოთ და წლის მფარველის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, უნდა განსაზღვროთ ცხოვრების სფერო, სადაც ცვლილებების შეტანა გსურთ. ამისთვის გარკვეული დამხმარე რიტუალები უნდა შეასრულოთ.

მომავალი წელი თეთრი, მეტალის ხარის მფარველობაში იქნება: აღმოსავლურ ჰოროსკოპში ეს ნიშანი საკმაოდ ჯიუტი, კონსერვატული და ტრადიციების დამფასებელია, ანუ მისი ღირებულებების გამზიარებელ ხალხს გულუხვად დააჯილდოებს.

სურვილების ასრულება

საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებული ერთ–ერთი საყვარელი პრაქტიკა – სურვილების ასრულების რიტუალი. ამისთვის დაგჭირდებათ თეთრი A4 ფორმატის ქაღალდი, მელნის კალამი, სქელი ნაცრისფერი, რძისფერი ან თეთრი სანთელი, ლითონის სასანთლე და მთვარის სასურველი ფაზა.

წელს ვარსკვლავები ნანატრი სურვილების ასრულებაში ხელს გიწყობენ. რიტუალისთვის საჭირო ღამე ბოლო სავსე მთვარის დროს იქნება, დღესასწაულის წინა დღეს – 30 დეკემბერს. ამ საღამოს სიწყნარეში განმარტოვდით. კალამი, ქაღალდი აიღეთ და მაგიდასთან დაჯექით. სანთელი ასანთით აანთეთ (ის ნატურალური უნდა იყოს, ხელოვნური სანთებელას გამოყენება დაუშვებელია). ფიქრებით ფრაზა სამჯერ გაიმეორეთ: „როგორც კი სანთელი დაიწვება, ჩემი ნება მოვა. დაე, ჩემი ყველა სურვილი ასრულდეს“ და ფურცელზე სიის მიხედვით სურვილები ჩამოწერეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილებით და მსხვილი ნივთებით დაიწყეთ – მათ შესრულებას უფრო მეტი დრო დასჭირდება. როგორც კი დაასრულებთ, ფურცელი ოთხად გაკეცეთ და შეინახეთ. როგორც კი მთვარე ციკლს სრულად დაასრულებს, სურვილების ასრულება დაიწყება.

სიმდიდრის მოზიდვა

სახლში მთელი წელი სიუხვე რომ გქონდეთ, დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გატეხილი და უსარგებლო ნივთები გაყიდეთ, გადაყარეთ ან საქველმოქმედო ორგანიზაციას მიეცით. ნივთების გაცემისას სამყაროს მადლობა გადაუხადეთ, რომ სახლის გაწმენდის საშუალებას გაძლევთ, ქონების ახალ მფლობელს კი ბედნიერება და წარმატება უსურვეთ. სხვებს ბედნიერებას რაც უფრო გულწრფელად უსურვებთ, მით უფრო მდიდარი და წარმატებული იქნებით.

სახლში ან შემოსასვლელ კართან ღია ფერის ხალიჩა დააგეთ, მის ქვეშ ღია ფერის მონეტები შეინახეთ. ყოველ ჯერზე, როცა ზღურბლს გადახვალთ, ვიზუალურად წარმოიდგინეთ მონეტები და ის, თუ როგორ მრავლდებიან. 1 იანვარს დილით აიღეთ და საფულეში შეინახეთ. ამრიგად, თილისმას შექმნით, რომელიც სიმდიდრეს და ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ. მონეტა საფულეში სხვა ფულის ცალკე შეინახეთ. ამულეტი არ დაკარგოთ – ასეთი მონეტის გაცვლამ შეიძლება სიღარიბე და ავადმყოფობა მოგიტანოთ.

ოჯახის წევრების და ახლობლებზე ჯანმრთელობაზე იფიქრეთ

მთელი წელი თქვენი ახლობლები ჯანმრთელად რომ იყვნენ, 31 დეკემბერს, დილით სარკეები და ამრეკლავი დეტალები კარგად გააპრიალეთ. რაც უფრო მეტა ლაქა დარჩება შეუმჩნეველი, მით უფრო მეტი უბედურება და დაავადება გელოდებათ. სწორედ ამიტომ, ყურადღებით იყავით და გულდასმით გააპრიალეთ.

სიყვარულზე ჩაფიქრება

გაუთხოვარმა ქალებმა, რომელთაც ქორწინებაში ბედნიერების პოვნა სურთ, სასიყვარულო რიტუალი უნდა შეასრულონ. 29 დეკემბერს საღამოს 3 პატარა, ტკბილი ღვეზელი, ფუნთუშა, ორცხობილა გამოაცხვეთ. ღამით სამზარეულოში გააჩერეთ. 30 დეკემბერს დილით ქუჩაში გადით და პირველივე შემხვედრ მამაკაცს გაუმასპინძლდით. რაც მთავარია, სახელი კითხეთ: თქვენს მომავალ ქმარს იგივე სახელი ერქმევა. თუ შემდეგი შემხვედრი ადამიანი ქალი იქნება, ამ წელს ვერ გათხოვდებით და სამიდან ერთ–ერთი ტკბილეულობა თქვენ დაგრჩებათ. ის უნდა დაფშვნათ და ქუჩაში ჩიტებს დაუტოვოთ. თუ მეორე ადამიანიც მამაკაცი აღმოჩნდება, მას ტკბილეული მიეცით და წარმატება უსურვეთ – ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სიყვარულს შეხვდებით და მალე გათხოვდებით. მესამე ტკბილეული სახლში წამოიღეთ და მიირთვით, რძე ან ჩაი მიაყოლეთ.

ოჯახური ურთიერთობის გაუმჯობესება

თუ უკვე სიყვარული იპოვეთ, მაგრამ პარტნიორის ერთგულებაში ეჭვი გეპარებათ ან ოჯახური პრობლემები გაწუხებთ, მომავალი წლის პირველ სამ დღეში ამის მოგვარებას უნდა შეუდგეთ. აიღეთ ძვირფასი ადამიანის საყვარელი თეფში (კარგი იქნება, თუ ქორწილზე ან სხვა ოჯახურ დღესასწაულზე ნაჩუქარია) მასში თაფლი და რძე თანაბარი პროპორციით ჩაასხით. თაფლი თეფშის მარჯვენა მხარეს დაასხით, რძე მარცხენა მხარეს. თუ პროდუქტები ერთმანეთს არ შეერევა, კოვზით შეურიეთ, კარგად აურიეთ და ჭიქაში ჩაასხით. ნარევი საღამომდე გააჩერეთ (მოგვიანებით დაგჭირდებათ), თეფში გარეცხეთ და მასზე ვახშამი დადეთ. როცა მეორე ნახევარი დასაძინებლად დაწვება, თაფლიანი და რძიანი ნარევი შეათბეთ და დალიეთ. ბოლო წვეთამდე დალევის შემდეგ დაწექით და საყვარელ ადამიანთან სექსით დაკავდით. ამის შემდეგ თქვენს ურთიერთობაში ყველა პრობლემა გაქრება.