
სულ ცოტაც და 2020 წელი, თეთრი მეტალის ვირთხის მმართველობით დასრულდება. მას კი თეთრი, მეტალის ხარი შეცვლის. რას გვიმზადებს ხარის წელი? ამის შესახებ ასტროლოგი ვერა ხუბელაშვილი გიამბობთ.
ვირთხა
2021 წელს ვირთხას იმ რესურსების გამოყენება მოუწევს, რომლებიც თავის დროს დიდი ხანია ელოდნენ. არ შეგეშინდეთ, ეს მშიერი წლის პროგნოზი არაა! თქვენ ამბიციურ მიზნებს დაისახავთ და მათ მისაღწევად მნიშვნელოვანი რესურსები დაგჭირდებათ, რომლებიც ასეთი შემთხვევისთვის გონივრულად დაზოგეთ.
საზოგადოებაში თქვენი წონა გაიზრდება. ბევრისთვის ავტორიტეტული ადამიანი გახდებით, რომლის აზრსაც გაითვალისწინებენ. ამავდროულად, ხარი ლიდერის პოზიციის დაკავების უფლებას არ მოგცემთ. 2021 წლის ტოტემი თქვენ და თქვენს თვისებებს მკაფიოდ ხედავს. მან შესანიშნავად იცის, თუ რა შეგიძლიათ და რა არა. თქვენთვის უფრო მოსახერხებელია მრჩევლის როლში ყოფნა.
ხარი
ხარს თავისივე წელში სიმშვიდე და დასვენება არ ელოდება. თავად მოვლენების ამგვარი განვითარებით კმაყოფილია: მნიშვნელოვანი საქმის კეთება უყვარს. 2021 წელი კი ბევრ მნიშვნელოვან საქმეს შესთავაზებს. არ იფიქროთ, რომ დასვენების დრო არ გექნებათ. პირიქით, ყველაფერი საკმაოდ ჰარმონიულად წარიმართება: პირადი ცხოვრებისთვის, ახალ საქმეში ძალების გამოსაცდელად, ძველი საქმეების გასახორციელებლად დრო საკმარისად გექნებათ. 2021 წელს ხარი დამპყრობელია, ძლიერი ძალა ჩანაფიქრის გასახორციელებლად.
საპირისპირო სქესში საკმაოდ წარმატებული იქნებით. ვერ ვიტყვით, რომ ყურადღებით უბრალოდ გაგანებივრებენ. რა თქმა უნდა, გარეგნობაზე უნდა იმუშაოთ და ურთიერთობაში მაქსიმალური მიმზიდველობა გამოიჩინოთ. თუმცა ეს შეგიძლიათ. გსურთ რომანტიკა? ძალისხმევა გაიღეთ და მიზნისკენ გაეშურეთ.
ვეფხვი
შესაძლოა მოქმედი პირიდან მოაზროვნემდე გადასვლა მოგიწიოთ. ხარის წელი მოგიწოდებთ თავი არ გამოყოთ და აუჩქარებლად იმოქმედოთ. ეს განსაკუთრებით კარგად აისახება მწერლებსა და მასწავლებლებზე. მათთვის განმარტოება სასარგებლო იქნება. სადღაც თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გავლენიან თანამოაზრეებს იპოვით, რომლებიც თქვენს ინიციატივებში მონაწილეობას სიამოვნებით მიიღებენ.
მნიშვნელოვანი წელი იმისთვის, რომ ნათესავებს დაუახლოვდეთ და ძველი კონფლიქტები მოაგვაროთ. ვინმეს კატეგორიული განსჯისგან თავი შეიკავეთ. 2021 წელი გთავაზობთ ნებისმიერს შანსი მისცეთ. ოპონენტებიდან ბევრი აზრს შეიცვლის და შეიძლება თქვენი მოკავშირე გახდეს.
კურდღელი
ხარი თქვენს წარმატებას იზრუნებს. ყველგან წარმატებას მიაღწევთ, სადაც კი იმოქმედებთ. ყურადღება სახლს მიაქციეთ. ბევრ კურდღელს გადაადგილების საკითხი შეაწუხებს. ასეთი შესაძლებლობები ნამდვილად იქნება. ამისთვის ყველაზე წარმატებულია – ოქტომბერი. მთლიანობაში, 2021 წელი კურდღლის მიმართ საკმაოდ გულუხვია და მისგან იმდენს არ მოითხოვს, როგორც სხვა ნიშნებისგან.
სოციალური, ოჯახური, მეგობრული ურთიერთობები – ისაა, რაზეც მომავალი წლის ტოტემი ყურადღებას გაამახვილებს. ის ეცდება კურდღელს ახალი ნაცნობები და პოტენციური რომანტიკული პარტნიორი წარუდგინოს. დიდი ალბათობით კურდღლის ყველა საქმიანობა საზოგადოებაზე იქნება დაფუძნებული. კარიერული და პროფესიული ამოცანების გადაჭრაში მეგობრები და ნათესავები დაგეხმარებიან, მეორე ნახევრის პოვნაში – ნაცნობები. პრობლემები სჯობს მარტომ არ მოაგვაროთ. თქვენს გვერდით ყოველთვის იქნება ადამიანი, ვინც რჩევის მოცემას ისურვებს. სავარაუდოდ, მისი რჩევა ნამდვილად გამოგადგებათ.
დრაკონი
ხარი დრაკონის მიმართ მეგობრულია, მაგრამ ისეთი მეგობრული ჟესტები აქვს, როგორიც მასთან მიმართებაში სურს დაინახოს. ზოგი მეგობარი კურორტზე მოგზაურობას გვჩუქნის, ზოგი – ფულს, ხარი კი სასიყვარულო სფეროში ზრდის საშუალებას გაძლევთ. 2021 წელს მოთხოვნილებების მიმართ ყურადღებით იყავით და მტკიცე გადაწყვეტილებები მიიღეთ. თუ რაიმეთი დაინტერესებული ხართ, მიზნისკენ ბოლომდე მიდით, ამ წლის მფარველსაც კი არ მოუსმინოთ. მთლიანობაში, ამ წელს შეგიძლიათ სამყაროს თქვენი წესები დაუწესოთ. უბრალოდ მტკიცედ უნდა იდგეთ.
რომანტიკული კუთხით ძალიან წარმატებული წელი იქნება. თქვენ საპასუხო გრძნობით გიპასუხებენ, თუ მარტოხელა ხართ. თუ უკვე ურთიერთობაში იმყოფებით, მეორე ნახევარი აუცილებლად შეიცვლება, უფრო უკეთესი, ყურადღებიანი და მიმზიდველი გახდება.
გველი
2021 წელი გველის ბედში გარდამტეხია. ახლა მას განსაკუთრებული შორმსჭვრეტელობა მოეთხოვება. ამ წელს მიღებულ გადაწყვეტილებებს შორსმიმავალი შედეგები ექნება. მაგალითად, გსურთ ადგილის შეცვლა – დაფიქრდით, შესაძლოა, ეს ადგილი თქვენი სახლი მხოლოდ ცოტა ხნით გახდეს. რაღაც ახალი შეისწავლეთ, თქვენ ბრწყინვალე სტუდენტი იქნებით – სერიოზული, პასუხისმგებლიანი. მთავარია, აირჩიეთ ის უნარები, რაც ნამდვილად გჭირდებათ.
თქვენ უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანები მოგხიბლავთ, რომლებიც საინტერესო რამეს გასწავლიან. საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ოჯახის ინტერესებს და რომანტიკულ ცხოვრებას მიხედოთ. თუ ცხოვრების მეორე ნახევარი ჯერ ვერ იპოვეთ, ივლისში მისი შეხვედრის შანსი მაღალია. ბევრ გველს უცხოელთან ურთიერთობის მაღალი შანსი აქვს.
ცხენი
ხარი ცხენისგან გადამწყვეტ ნაბიჯებს ელოდება. ის ორჭოფობას და შინიდან გაუსვლელობას არ მიესალმება. თან აქტიური ცხოვრებისთვის საკმაოდ ბევრი მიზეზი გექნებათ, განსაკუთრებით თებერვლიდან. 2021 წელს ცხოვრების გასაუმჯობესებლად არა ერთი პოტენციური შესაძლებლობა გექნებათ და მათი გამოყენებით სიამოვნებას მიიღებთ.
2021 წელს ბევრი ცხენი დაქორწინდება. ურთიერთობა ძლიერი და ბედნიერებით სავსე იქნება. ამისთვის მტკიცედ უნდა გადაწყვიტოთ, რომ ამჟამინდელი პარტნიორი ზუსტად ისაა, ვისთანაც მთელი ცხოვრება ურთიერთობა გსურთ. არ დაგავიწყდეთ: თქვენ შეიძლება სხვებისთვის პოზიტიური ენერგიების მატარებელი გახდეთ. თუ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა არ შეგიძლიათ, სხვებისთვის სასარგებლო ყოველთვის შეგიძლიათ გააკეთოთ. დაეხმარეთ მათ, ვინც სუსტია და სამყარო სიკეთისთვის მადლობას გადაგიხდით.
თხა
2021 წელს თხამ ჩვეული პრეტენზიულობა უნდა მიატოვოს და გულმოდგინედ იმუშაოს. მთავარი არა ისაა, რომ ხარი მისგან ბევრს ითხოვს. უბრალოდ ნებისმიერ სფეროში რეალიზაციისთვის უამრავ შესაძლებლობას აძლევს. ხოლო გამოიყენებს თუ არა, თავად თხამ უნდა გადაწყვიტოს. ხმამაღლა შეიძლება განვაცხადოთ, რომ უმეტესობა თხისთვის 2021 წელი ბედნიერებით სავსე იქნება.
აუცილებლობის შემთხვევაში სხვების მხარდაჭერის მიღების და მათი რჩევების გამოყენების არ შეგეშინდეთ. 2021 წელს თხისთვის ასეთი მიდგომა სწორია. გარემოცვა თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს. ქორწინების შანსი ძალიან მაღალია. ფაქტიურად, 2021 წელს პატარძლების და საქმროების უმეტესობა პოტენციური თხაა.
მაიმუნი
მაიმუნმა გავლენის ზონა უნდა გააფართოვოს. თეთრი, მეტალის ხარი თვლის, რომ მაიმუნს უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე აკეთებს. მას თავის გამოვლენის საშუალებას მისცემს. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე მოვლენები მაიმუნს არ შეაწუხებს. ახალ საქმეს სიხარულით ხელს მოკიდებს და წარმატებას სწრაფად მიაღწევს.
გასულ წელს შეძენილი რომანტიკული გრძნობები განვითარდება. მარტოხელა მაიმუნს დიდი შანსი აქვს, რომ სექტემბრამდე სერიოზული ურთიერთობა დაიწყოს და დაქორწინდეს. ყურადღება ოჯახის გეგმას მიაქციეთ. გამორიცხული არაა, რომ ნათესავებს თქვენი ყურადღება დასჭირდეთ, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
მამალი
მამალი ხართან შესანიშნავ ურთიერთობაშია. 2021 წელს თეთრი, მეტალის ხარი მამალს ისე ექცევა, როგორც უმცროსს ძმას. რა თქმა უნდა, ეს მოდუნების და უსაქმოდ ჯდომის მიზეზი არაა. გარკვეული მხარდაჭერა ნამდვილად გექნებათ. წელი მრავალ სფეროში სასიამოვნო მოვლენებით სავსე იქნება.
2021 წელი ძალიან კარგი ოჯახური, რომანტიკული ურთიერთობის გასავითარებლად და ნათესავებთან კომუნიკაციისთვის. თუ ამ სფეროში რაიმე პრობლემები გაქვთ, უკვე 1 იანვრიდან ახლობლებს დაუკავშირდით და არსებული უთანხმოება მოაგვარეთ. წარმატებული წელი ქორწილებისთვის. თქვენს ცხოვრებაში ამის ალბათობა 2021 წლის შემოდგომაზე განსაკუთრებით მაღალია.
ძაღლი
თქვენ ნებისმიერ დაბრკოლებას და პრობლემას ადვილად გადალახავთ. წლის მმართველი ამაში აქტიურად დაგეხმარებათ. თქვენს ლიდერულ თვისებებს როგორც სახლში, ასევე სამსახურში დააფასებენ. კარიერის მოსაწყობად წარმატებული წელი იქნება. სერიოზული განწყობით და ნებისყოფით კარიერულ კიბეზე წინ სწრაფად წაიწევთ. მიზანდასახულობით და შრომით უფროსობა დაგაფასებთ, ამიტომ დაწინაურებისთვის მზად იყავით.
პირად ცხოვრებაში ყველაფერი სტაბილურადაა. წლის ბოლოს ხარი გაწეული სამსახურისთვის მადლობას გეტყვით და შორეულ ქვეყანაში დაგასვენებთ. თუ მეორე ნახევარი ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ, ამ მოგზაურობაში მისი ნახვის დიდი შანსი გაქვთ. შვებულებაში თამამად გაემგზავრეთ და სრულიად ისიამოვნეთ.
ღორი
თებერვლიდან ცხოვრების ყველა სფეროში დადებით ცვლილებებს უნდა ელოდოთ. პირველ რიგში, ირგვლივ მყოფ ხალხს ყურადღება მიაქციეთ. უკვე წლის დასაწყისში მნიშვნელოვან შინაგან ცვლილებებს იგრძნობთ. მღელვარება, შიში – უკან მოიტოვეთ, გზა მშვიდ ცხოვრებას მიეცით. 2021 წელს ხვალინდელ დღეში თავდაჯერებული იქნებით და ახალი ნაცნობები თქვენს მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაამყარებს.
არ დაკარგოთ დრო იმ ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ თქვენს რესურსებს გპარავთ. სიმამაცე გამოიჩინეთ და არასასურველი კავშირები წლის დასაწყისშივე გაწყვიტეთ. დიდი ალბათობით ადამიანები წარსულიდან თქვენს ცხოვრებაში შემოღწევას ეცდებიან. მეორე შანსის მიცემაზე თითოეულ სიტუაციაში ინდივიდუალურად გადაწყვიტეთ.
Yvelaferi simarea racki tavikitxe,madloba yvelas