რატომ უნდა გამოიყენოთ ტონიკი ყოველდღიურად: 7 მთავარი მიზეზი

0
966

ფიქრობთ, რომ ტონიკი უსარგებლო სასუალებაა, რომელიც მარკეტოლოგებმა შექმნეს? მეც ასე მეგონა, სანამ ჩემი კანისთვის შესაფერისი ვარიანტი არ შევარჩიე.

სულ ცოტა ხნის წინ ვფიქრობდით, რომ ტონიკი არ იყო აუცილებელი საშუალება კანის მოვლის რუტინაში. აღმოჩნდა, რომ ვცდებოდით. ჩვენ გამოვკითხეთ ექსპერტებს მისი სწორად გამოყენების წესები, დავნერგეთ ისინი საკუთარ რუტინაში, გარკვეული დროის შემდეგ კი შევნიშნეთ დადებითი ცვლილებები კანის ხარისხთან დაკავშირდებით. რა სახის ცვლილებები? მაგალითად, კანი დარბილდა, დატენიანდა, გამკვრივდა და შიგნიდან გაბზინდა. ამიტომ, დღეს ჩვენ გაგიზიარებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც შეიძლება გაგიჩნდეთ სიტყვა “ტონიკის” ხსენებისას.

რას აკეთებს ტონიკი?

თუ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერის ტონიკს (სპირტის გარეშე!) შეარჩევთ, მისი გამოყენებით რამდენიმე დადებით შედეგს მიიღებთ. “ტონიკი ცოტათი მჟავიანობისკენაა გადახრილი, რაც აბალანსებს კანზე წყლის ბალანსს, რომლის დარღვევაც ძალიან მარტივია დასაბანი უხეში პროდუქტითა და სხვა ბევრი ნივთით, დარღვეული ბალანსი კი მაშინვე იჩენს თავს კანის სიწითლის, სიმშრალისა და მუწუკების სახით.” – ამბობს დენდი ენგელმანი – ექიმი დერმატოლოგი.

კარგი ტონიკი ცდილობს, რომ თქვენი კანის წყლის ბალანსი 5.5-ის გარშემო მერყეობდეს – ეს კანისთვის შესანიშნავი მდგომარეობაა, იგი ელვარებას დაიწყებს. გარდა ამისა, ფორმულას უმატებენ სხვა სასარგებლო ინგრედიენტებსაც (ანტიოქსიდანტებს, ქუმეკტანტებს – დამატენიანებელ კომპონენტებს, მჟავებს, რომლებიც აგვარებს სიმკრთალის, სიმშრალისა და პიგმენტაციის პრობლემებს).

ეს ყველაფერი არაა: “თუ ტონიკს დაბანისთანავე გამოიყენებთ, იგი შეამცირებს გამდინარე წყლის მავნე ზეგავლენას. უხეში მინერალები და ქიმიკატები, რომლებიც ჩვენი ონკნებიდან მოდის, ილექება კანზე, რაც სამომავლოდ გაღიზიანებას გამოიწვევს. წაისვით ტონიკი დაბანისთანავე, თავის მოვლის სხვა პროცედურების დაწყებამდე, სველ კანზე. ეს მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ შრატებისა და კრემების აქტიური კომპონენტები ასე უფრო ღრმად შეაღწევს კანში, ესე იგი, ეფექტი უფრო თვალსაჩინო იქნება.” – ხსნის რენე რულო, ჰოლივუდის კოსმეტოლოგ-დერმატოლოგი.

როგორ გამოვიყენოთ ტონიკი?

პირველ რიგში, იგი აუცილებლად სუფთა კანზე უნდა წაისვათ, ამიტომ ჯერ დაიბანეთ პირი, დაისველეთ სახე პირსახოცით, კანი ოდნავ ნოტიო რომ იყოს. შეუდექით ტონიკის წასმას. წასმის გზები ფორმულაზეა დამოკიდებული:

  • თუ პროდუქტი სქელი კონსისტენციისა, წაისვით იგი თითებზე და გადაინაწილეთ სახეზე.
  • თუ იგი თხევადია, გამოიყენეთ ბამბის დისკები.

ყოველი შემთხვევისთვის, შეგახსენებთ, რომ ტონიკს არ სჭირდება წყლით ჩამობანა, გაიჩერეთ იგი კანზე მაქსიმალურად დიდხანს.

რამდენად ხშირად გამოვიყენოთ იგი?

შეგიძლიათ, ტონიკი დღეში ორჯერ გამოიყენოთ, თუმცა, არის გამონაკლისებიც – მაგალითად, როცა საშუალება მჟავებს შეიცავს. ესაა თხევადი ექსფოლიანტები, რომლებსაც არ უნდა ეხუმროთ. მსგავსი საშუალებები აშორებს მკვდარ უჯრედებსა და გამონაარს, კანს აელვარებს და ათანაბრებს ტექსტურას, მოკლედ, ჯადოსნური ქილაა. თუმცა, მათი გამოყენება კვირაში არაუმეტეს სამჯერ, ღამით შეიძლება, თანაც, არ უნდა შეუხამოთ მჟავე შრატებსა და რეტინოლს.

დასკვნა

მანამდე გვეგონა, რომ ტონიკი სახისთვის “ფუფუნების” წყალია, რომელსაც სარგებელი არ მოაქვს. თუმცა, ახლა ვიცვლით აზრს და ამის მიზეზიც გვაქვს:

  • აღადგენს წყლის ბალანსს;
  • ატენიანებს;
  • შეუძლია აქერცვლა;
  • ამშვიდებს;
  • ათანაბრებს კანის ტექსტურას;
  • გვეხმარება მუწუკების მოშორებაში;
  • ანიჭებს ელვარებას.

ჩვენს რუტინაში ახლა ორი ტონიკია: ერთ-ერთი ნუშის მჟავითაა, აქერცლვისთვის, მეორე – ყოველდღიური დამატენიანებელი. და ჩვენი კანი ასე ლამაზად არასდროს გამოიყურებოდა!