
მკითხაობა მომავლის გასაჭვრეტად ერთ–ერთი უძველესი გზაა. სიყვარულისა და ურთიერთობის სამკითხაოდ უამრავი მეთოდი არსებობს. Girl.ge–ს რედაქციამ მათ შორის საუკეთესო მეთოდი შეარჩია.
სასიყვარულო მკითხაობა კარტით
ასეთი ზუსტი სასიყვარულო მკითხაობა გეტყვით, გელოდებათ თუ არა საბედისწერო შეხვედრა, რას უნდა ელოდოთ ურთიერთობაში, გემუქრებათ თუ არა დაშორება და ა.შ. სასიყვარულო მკითხაობა თვეში მაქსიმუმ ერთხელ უნდა ჩაატაროთ. ამისთვის საღამოს პერიოდი შეარჩიეთ. ნიშნებს ყურადღება მიაქციეთ: თუ სასიყვარულო მკითხაობის დროს რაღაც მოხდა, კარტი გადადეთ. არაფერმა ხელი რომ არ შეგიშალოთ, მსუბუქად განათებული ცარიელი ოთახი აირჩიეთ, სრული კონცენტრირება მოახდინეთ და ზედმეტი ფიქრები მოიშორეთ. კარტი აჩეხეთ და თქვენ წინ სამი კარტი დადეთ. ერთ–ერთი მათგანი თქვენს ამჟამინდელ სტატუსს შეესაბამება:
- ყვავის დედოფალი ან მეფე – გაუთხოვარი ქალისა და მარტოხელა კაცისთვის, ასევე 25 წლამდე ასაკის პირებისთვის;
- გულის დედოფალი ან მეფე – გათხოვილი და დაოჯახებულისთვის და მათთვის, ვინც 25 წელზე მეტისაა;
- ჯვრის დედოფალი ან მეფე – ქვრივებისთვის;
თქვენი კარტის ამოღებისას, კარტის რიგის მიხედვით დალაგება გააგრძელეთ, რომ კარტმა თქვენი სქესი განსაზღვროს: დედოფალი ყვავი, ჯვარი ან გული მამაკაცისთვის, მეფე ყვავი, ჯვარი ან გული ქალისთვის.
განლაგების მარცხნივ თქვენი მომავალი რჩეულის ბარათი დადეთ, მარჯვნივ კი თქვენი ბარათი. დანარჩენი კარტი აჩეხეთ და შემდეგი წესით დაალაგეთ:
- 2 კარტი მეფიდან მარცხნივ და 2 კარტი დედოფლიდან მარჯვნივ – სიყვარულზე მკითხაობისას ნიშნავს მამაკაცის ფიქრებს, რომლებიც თქვენგან დაფარულია;
- 2 კარტი დედოფლის და მეფის ქვეშ – თქვენი ურთიერთობის უახლოეს მომავალს აჩვენებს;
- 2 კარტი მეფის ქვეშ და 2 კარტი დედოფლის ქვეშ – ერთმანეთზე თქვენს ფიქრებს აჩვენებს;
- 2–2 კარტი წინა რიგის გვერდით – მამაკაცს უჩვენებს, თუ რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდება;
- 2–2 კარტი დედოფალსა და მეფეზე – აჩვენებს, რას გრძნობთ სინამდვილეში ამ ურთიერთობაში ან მომავალ რჩეულთან მიმართებაში;
- 1–1 კარტი მეფის და დედოფლის ქვეშ – რეალურ მდგომარეობას აჩვენებს;
- 3–ჯერ 2–2 კარტი მეფესა და დედოფალს შორის – მკითხაობისას აღნიშნავს მომავალს, აწმყოს და თქვენს წინა ურთიერთობებს.
კარტების მნიშვნელობა სასიყვარულო მკითხაობის დროს
გული:
6 – ორმხრივი სიმპათია;
7 – საიდუმლო ურთიერთობა, რაც თანაცხოვრებამდე მიგიყვანთ;
8 – სიყვარულში აღიარება;
9 – ორმხრივი სიყვარული;
10 – ერთობლივი გეგმები;
რაინდი – პრობლემები ინტიმურ სფეროში
დედოფალი – თქვენ, თქვენი ახლო მეგობარი ან თქვენი რჩეულის ახლო მეგობარი;
მეფე – მამაკაცი, საყვარელი ადამიანი;
ტუზი – თანაცხოვრება, სახლი, ქორწილი;
აგური:
6 – ერთობლივი მოგზაურობა ძალიან მალე;
7 – ერთობლივი მეგობრული შეხვედრა კომპანიაში;
8 – სამომავლო გეგმები;
9 – დაუქორწინებელი ადამიანების სასიყვარულო გრძნობა, ჩვეულებრივი მეგობრობა;
10 – მხოლოდ მეგობრული ინტერესი;
რაინდი – პრობლემები და საზრუნავი;
დედოფალი – თქვენ, ახალგაზრდა ქალი ან ახლო მეგობარი;
მეფე – ახალგაზრდა დაუქორწინებელი კაცი;
ტუზი – შეტყობინება, ამბავი;
ჯვარი:
6 – საქმიანი მივლინება;
7 – საქმიანი შეხვედრა ან მოლაპარაკება;
8 – ერთობლივი ბიუჯეტის შექმნა;
9 – სასიყვარულო ურთიერთობა სამსახურში ან უბრალოდ სამსახურეობრივი რომანი;
10 – მოსალოდნელია ძალიან ძვირადღირებული საჩუქარი ;
რაინდი – ფინანსური სირთულეები, ფულთან დაკავშირებული პრობლემები;
დედოფალი – თქვენ, ქალი ხელმძღვანელი, ქალი თანამშრომელი;
მეფე – ის, ვინც გიყვართ, ხელმძღვანელი, თანამშრომელი, მამა ან მამამთილი;
ტუზი – ფინანსური საქმე, ბიზნესი, სამსახური;
ყვავი:
6 – ერთობლივი შორეული მოგზაურობა;
7 – ჩხუბი შეყვარებულთან;
8 – განცდა, ეჭვიანობა;
9 – უსიამოვნება, დაავადება;
10 – იმედგაცრუება;
რაინდი – უსარგებლო ნერვიულობა;
დედოფალი – ეჭვიანობა, მეტოქე;
მეფე – ოფიციალური პირი;
ტუზი – განშორება;
სასიყვარულო მკითხაობა ტაროს კარტით
სამომავლო ან უკვე არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე ამ მეთოდით მკითხაობისას სჯობს მაღალი არკანები გამოიყენოთ, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მთელი დასტა გამოიყენოთ.

სასიყვარულო მკითხაობა მამაკაცზე: მოსამზადებელი განლაგება
თავდაპირველად, კარტები შემდეგნაირად დაალაგეთ: მეორე პირველის ქვეშ, მესამე პირველი ორი კარტიდან მარჯვნივ, მეოთხე პირველიდან კიდევ უფრო მარჯვნივ, მეხუთე მეოთხის ქვეშ, მეექვსე მესამეს ქვეშ, მეშვიდე მეორეს ქვეშ, მერვე მეხუთეს ქვეშ.
კარტების მნიშვნელობა ტაროს კარტით სასიყვარულო მკითხაობისას:
1 – რა გრძნობები გაქვთ სიყვარულის მიმართ;
2 – რას ფიქრობთ ურთიერთობის შესახებ;
3 – თქვენი მოლოდინები;
4 – როგორ ხალხს თავიდან იგერიებთ;
5 – როგორ ადამიანს იზიდავთ;
6 – როგორ უნდა ისწავლოთ ჯანსაღი და სანდო ურთიერთობის შექმნა;
7 – რა შეგიძლიათ გააკეთოთ ბედნიერებისთვის;
8 – რჩევა ურთიერთობის შესახებ;
ტაროს კარტით მკითხაობა სასიყვარულო მომავალზე
12 კარტით სრულდება, რომლებიც 4 რიგად უნდა განალაგოთ, თითოეულში სამი კარტი. ამის წყალობით მომავალი რჩეულის შესახებ ყველაფერს გაიგებთ;
1 – ვინ არის;
2 – რას საქმიანობს;
3 – მისი თვისება, ხასიათი;
4 – მისი ნაკლი;
5 – გარეგნობა;
6 – პირველი შთაბეჭდილება თქვენზე;
7 – თქვენი პირველი შთაბეჭდილება მასზე;
8 – რას ნიშნავს მისი გრძნობა თქვენთვის;
9 – რას ნიშნავს თქვენი გრძნობა მისთვის;
10 – თქვენი ურთიერთობის ძლიერი მხარე;
11 – თქვენი ურთიერთობის სუსტი მხარე;
12 – იქნება თუ არა თქვენი ურთიერთობა ძლიერი და ხანგრძლივი;
ტაროს კარტით სასიყვარულო მკითხაობა „რომანტიკული განლაგება“
ამ ზუსტი მკითხაობისთვის 10 კარტი დაგჭირდებათ. პირველი ოთხი კარტი ქვედა რიგში მარჯვნიდან მარცხნივ დააწყვეთ, მეხუთედან მეშვიდე კარტამდე – ერთი რიგით მაღლა, მერვე და მეცხრე – წინა რიგის ზემოთ, მეათე – თავზე. შედეგად სამკუთხედს მიიღებთ.
1 – რატომ მოწონხართ მას;
2 – როგორ გეპყრობათ;
3 – თქვენი შეხების წერტილები;
4 – რაში არ ეთანხმებით ერთმანეთს;
5 – როგორ შეგიძლიათ ურთიერთობის გაძლიერება;
6 – რა შეიძლება გააკეთოს თქვენთან დაახლოების მიზნით;
7 – რაღაც, რაც მის შესახებ არ იცით;
8 – გარე გარემოებები, რომლებიც ურთიერთობას წაადგება;
9 – გარე გარემოებები, რომლებიც დაბრკოლებას შეგიქმნით;
10 – რომანის ალბათობა;
სასიყვარულო მკითხაობა საქორწილო ბეჭდით
ჭიქა წყლით გაავსეთ, 2 სანთელი, საქორწილო ბეჭედი და წვრილი ძაფი აიღეთ. სანთლები აანთეთ და ჭიქასთან მაქსიმალურად ახლოს დადეთ. ძაფზე საქორწილო ბეჭედი ჩამოკიდეთ და ჭიქაში ჩადეთ, მაგრამ ისე, რომ წყალს არ ეხებოდეს. ბეჭედი ოდნავ აამოძრავეთ, რომ ჭიქის კედლებს დაეჯახოს. ზოგიერთი მკითხავი ამბობს, რომ ლითონი მომავალი საქმროს სახელს წარმოთქვამს. მკითხაობის დროს დაჯახების რაოდენობა აღნიშნავს, თუ როდის შეხვდებით საყვარელ ადამიანს ან ასაკს, როცა გათხოვდებით.
სასიყვარულო მკითხაობა ყავის ნალექით

უძველესი, დროში გამოცდილი მკითხაობა ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ. ეს ძალიან ზუსტი მკითხაობაა სიყვარულზე, მაგრამ ამავდროულად ერთ–ერთი რთული ასახსნელია.
თავდაპირველად, ყავა სწორად უნდა მოადუღოთ. დაფქული ყავა გამოდგება, ხსნადი არა. ყავის ასადუღებელი აიღეთ, კარგად გააცხელეთ და 2 ჩ/კ ყავა ჩაყარეთ, ცივი წყალი დაასხით და ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ. როცა სასმელი ამოსვლას დაიწყებს, გაზქურიდან გადმოდგით, მაგრამ რამდენიმე წამში კვლავ დააბრუნეთ და ადუღებას დაელოდეთ. მდუღარე ყავა ფინჯანში ჩაასხით.
ყავაზე სამკითხაოდ ყავის ნალექი და გლუვი ზედაპირის თეფში დაგჭირდებათ. შავი ყავა დალიეთ და კითხვა დასვით, რომელზეც პასუხის გაცემა გსურთ. ნალექის გადმოსასხმელად, ჯერ ფინჯანი საათის ისრის მიმართულებით სამჯერ მოატრიალეთ და თეფშზე გადაატრიალეთ. ისე უნდა მოათავსოთ, რომ ერთი კუთხე თეფშის პირზე იყოს, მეორე – მის ცენტრში. რამდენიმე წუთით მოიცადეთ, სანამ ნალექი გაშრება. ახლა სურათებს შეხედეთ და მათი ახსნა სცადეთ.
სასიყვარულო მკითხაობა ყავის ნალექით: ზოგიერთი ნახატის მნიშვნელობა
ანგელოზი – კარგი ამბავი;
პეპელა – ბედნიერება და სიხარული;
ხელი – ძლიერი და სანდო ურთიერთობა;
ქალის პროფილი – მეტოქე;
პალმა – მატერიალური წარმატება;
რაღაც საშინელი არსება, მონსტრი – მალე უსიამოვნო ამბის მიღება;
ზოგჯერ სურათი მკაფიო გამოდის და მისი ახსნა ადვილია. ზოგჯერ საქმე ასე მარტივად არაა. თუ ნალექზე ნახაზების ახსნა არ შეგიძლიათ, შესაძლოა, დღეს სამკითხაოდ კარგი დღე არაა!
მახო 41