
გინდათ, გაიგოთ, შეძლებთ თუ არა მომავალ წელს გამდიდრებას? მაშინ წაიკითხეთ ჩვენი ზუსტი ფინანსური ჰოროსკოპი 2021 წლისთვის.
1. ვეფხვი
ითვლება, რომ ხარი ვეფხვის მიმართ არაკეთილგანწყობილია, რამდენადაც მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს, მტაცებლის თავდასხმა რომ აიცილოს თავიდან. ამიტომაა, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის რეკომენდებულია, 2021 წელი გაატარონ ფრთხილად, იყვნენ მოქნილი და გონებამახვილი, ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. ეცადეთ, მოერიდოთ აგრესიას მოლაპარაკებების დროს, გამოავლინეთ ხიბლი და მორგების უნარი –
]ასე პარტნიორები, კონტრაგენტები თუ უფროსები უკეთეს პირობებს შემოგთავაზებენ. ყურადღება მიაქციეთ პროექტებს, რომლებიც 2020 წელს განიხილებოდა, თუმცა, საერთო მდგომარეობის გამო შეფერხდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი დაბრუნდეს და კარგი შემოსავალიც მოგიტანოთ. ბიზნესის მფლობელები მიიღებენ მასშტაბირების შესაძლებლობას. მთავარია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. წლის განმავლობაში, მფლანგველობის შემოტევები გექნებათ, იყავით შემონახული და წინდახედული. ეცადეთ, დაბანდება და ამაო ხარჯი ერთმანეთისგან გაარჩიოთ.
2. კურდღელი/კატა
კურდღელს მომავალ წელს ფულთან დაკავშირებით საშინლად გაუმართლებს! იმდენად საშინლად, რომ, რაც უფრო სწრაფად მოახდენს რეაგირებას შემოთავაზებაზე, მით უფრო მეტ ფულს გააკეთებს. ჩაავლე კბილები და შეათრიე სოროში, სანამ უფრო მოხერხებული კურდღლები შეამჩნევდნენ ამ “სტაფილოს”. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ყურადღებით მოსმენის, ბუნებრივი ალღოს დროულად ჩართვის, უპირატესობების აწონვის, სწორად დაბანდებისა და მოლაპარაკებების პროცესში პასუხის ოპერატიულად გაცემის უნარი. ჰო მართლა, არსებოს იმის რისკიც, რომ უფრო ხელსაყრელი მოლაპარაკების მოლოდინში, აქ, ახლა, რეალურ ფულზე იტყვით უარს. იცხოვრეთ დღევანდელი დღით, აიღეთ მაქსიმუმი!
3. დრაკონი
ამ ცეცხლოვანი სტიქიის წარმომადგენლებს ელით დაუნდობელი კონკურენცია. შემოსავლის თითოეული წყაროსთვის სასტიკ ბრძოლაში ჩაბმა მოგიხდებათ. კოლეგები უწყვეტად ეცდებიან, გამოგაცალონ სკამი და თავად დასხდნენ მასზე. უფროსობა ცდილობს, სადმე მოგისროლოთ, მათ ფონზე ზედმეტად რომ არ ანათებდეთ. თუ ბიზნესს ფლობთ, შესაძლოა არც ისეთ სუფთა თამაშში აღმოჩნდეთ, არაა გამორიცხული შავი პირარი თქვენ წინააღმდეგ, შეთქმული შპიონაჟი ან მსგავსი რეპუტაციული რისკები. 2021 წლისთვის, თქვენი დევიზი იქნება – “ენდე, მაგრამ შეამოწმე!”. შემოიზღუდეთ თავი საიმედო ადამიანებით, ოღონდ გააძლიერეთ ყურადღება. თქვენი უპირველესი მიზანია შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ. მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრეთ მატებაზე.
4. გველი
გველთან მიმართებით, ხარი მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს საპატიო ნეიტრალიტეტს. ზარმაცს არ გაანებივრებს, თუმცა, არც კვანტს დაუდებს. რამდენსაც დაიმსახურებთ, იმდენს მიიღებთ. არც მეტი, არც ნაკლები. განსაკუთრებული იღბლის იმედი ნუ გექნებათ, მხოლოდ შრომა, თანაც, სასურველია, ნაცნობ სფეროში. საქმიანობის მიმართულების მკვეთრი ცვლილება ახლა სარისკოა და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ შესაფერისად მოემზადებით და თავდაჯერებული სპეციალისტი გახდებით. ექსპერტი და შრომისმოყვარე გველებისთვის, დამდეგი წელი პროდუქტიული და გლუვი იქნება.
5. ცხენი
ეს ნიშანი თავს საძოვრის მფლობელის საუკეთესო მეგობრად იგრძნობს. ყველაფერი, ყველაზე ტკბილი და წვნიანი მას შეხვდება, როგორც ძვირფას სტუმარს დღესასწაულზე. საუკეთესო შემოთავაზებები სამსახურიდან, ხელსაყრელი გარიგებები, ფასდაკლებები, აქციები თავსაყრელი გექნებათ! თუ გაქვთ სესხი, დიდი ალბათობით, შეძლებთ მის რეფინანსირებას, იდეალში კი – დახურვას. შესაძლებელია სუბსიდიები და გრანტები, აუცილებლად გაიგეთ მათი პირობები. რამდენადაც ვიცით, რამდენად შრომიმოყვარე ხართ, არ მოდუნდეთ. რაც უფრო მეტ ძალისხმევასა და ენერგიას ჩადებთ, მით უფრო მეტს მიიღებთ! აუცილებლად გამოიყენეთ მომავალი წლის იღბალი. ხარი ლამის ხელში ჩაგიდებთ ფინანსურ წარმატებებს.
6. თხა/ცხვარი
კარგი იქნებოდა, ხართან ერთად ბალახი რომ გეძოვათ, მაგრამ… მთელი წელი ზედმეტად დაეყრდნობით გარემოებებს. თხის 2021-ე წლის მოდიფიკაცია მებრძოლი იდეალისტია, რომელიც კატეგორიული და გაუტეხავი იქნება. არავითარი კომპრომისი და მტკიცე პოზიცია საკუთარი თავის საზიანოდ. თუ კონტრაგენტი მოგთხოვთ, მოლაპარაკებაში ერთი პუნქტი მაინც შეიტანოთ, გარიგება გაუქმდება. თუ დამსაქმებელი უარს იტყვის თქვენს სართულზე დამატებითი ქულერის დადგმაზე, სამსახურიდან წასვლის შესახებ დაწერთ განცხადებას. თუ ბანკი კრედიტზე 0,0001%-ით მეტს მოითხოვს, უპირატესობას მიანიჭებთ, უარი თქვათ მსხვილ თანხაზე! პატივცემულო თხავ, სანამ ვინმეს ურქენთ, აწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, გაიხსენეთ საწყისი მიზეზი. მაშინ თქვენს ფინანსურ წელიწადში ყველაფერი კარგად იქნება. ხარს თქვენი საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
7. მაიმუნი
როგორც იხვი არაა ღორის ამხანაგი, ისე მაიმუნი – ხარის ნათესავი. ზოგადად, მათი ინტერესები ერთმანეთს არ კვეთს, თუმცა, მაიმუნს შრომისმოყვარე მფარველის დახმარება სულაც არ დასჭირდება. დამდეგ წელს მას ერთი ადგილის წამოწევა მოუხდება, შემოსავლის ახალი წყარო რომ იპოვოს ან არსებული რომ გაზარდოს. თავისით, სამწუხაროდ, არაფერი მოვა. სამაგიეროდ, ყველაფერი თქვენ ხელთაა – ეს ის შემთხვევაა, როცა ცვალებად იღბალზე არ ხართ დამოკიდებული. რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ყველაფერი სამართლიანი და სწორია. თუ სასწაულის მოლოდინში გულხელდაკრეფილი იჯდებით, ნაწოლებს გამოიმუშავებთ. თუ კავშირებს გააფართოვებთ, ისწავლი, სამსახურში სიახლეებს დანერგავთ – მიიღებთ ზეშემოსავალსა და მაქსიმალურ უკურეაქციას.
8. მამალი
დაფინანსების შეფერხება, შეცდომა გათვლის დროს, შტატის შემცირება, გაკოტრება, მოლაპარაკებების ჩაშლა, გარიგებების პირობების დარღვევა – აი, ასეთი სასაჩუქრე ნაკრები ელით 2021 წელს მამლებს ნაძვის ხის ქვეშ. თუმცა, იმედი არ უნდა გაუცრუვდეთ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, როგორც კი რაღაცას წაგართმევთ, ხარი მაშინვე დაგიბრუნებთ, თანაც პროცენტებით. სამსახურიდან გაგათავისუფლეს? მიიღებთ უმაღლესი თანამდებობის დაკავების შანსს. კონტრაქტი გაწყდება? გამოჩნდება მომწოდებელი, ორმაგად ხელსაყრელი პირობებით. ბუღალტერიაში ხელფასს გიქვეთენ? შემდეგში პრემიას დაგიმატებენ. რაც მთავარია, შეასრულეთ საქმე ხარისხიანად და იყავით ფხიზლად. ყველაფერი, რაც მოხდება, უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
9. ძაღლი
მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წელი ძაღლებისთვის, შემოსავლის თვალსაზრისით, ძალიან კარგი იქნება, არსებობს ბიუჯეტში სოლიდური გარღვევების წარმოქმნის რისკი. ეს იმიტომ, რომ საიდანღაც გაგიჩნდებათ ახალი ხარჯები. ან გაიზრდება უკვე არსებული. სურპრიზებს მოგართმევენ ნათესავები. შესაძლებელია, გაჩნდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა ჯანმრთელობასთან, საცხოვებელთან, ტრანსპორტთან დაკავშირებით. ბანკები და სადაზღვევო კომპანიები ეცდებიან, შეცვალონ ფინანსური მოლაპარაკების პირობები (სამწუხაროდ, არა თქვენ საკეთილდღეოდ). აგრეთვე, არსებობს იმის რისკიც, რომ რაღაც ახალი მოგეწონებათ და საკრედიტო ლიმიტს გადააჭარბებთ. მარტივი რჩევა: თუ დაზოგვა არ გამოგდით, იპოვეთ მეტი ფულის კეთების გზა. ამის შესაძლებლობა აუცილებლად გექნებათ.
10. ღორი/ტახი
ღორს დინგით მიწის თხრა მოუწევს, ტრუფელების საპოვნელად. მათი პოვნა არც ისეთი მარტივი იქნება. ტყუილები, ილუზია, გაუმართლებელი მოლოდინები ყოველ ნაბიჯზე თან გსდევთ. იღბალი, ასეთი ახლო და ხელშესახები, მუდმივად გაგისხლტებათ ხელიდან. სხვათა შორის, ზაფხულისკენ გაგიმარტივდებათ, თუმცა, ტექნიკების, რიტუალებისა და ატრიბუტიკის მხარდაჭერა ნამდვილად გამოგადგებათ. ხარის კეთილგანწყობის მოპოვება შეგიძლიათ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით. ვინც ეძებს, ის აუცილებლად იპოვის – თხარეთ მიწა უფრო ღრმად, იპოვეთ შემოსავლის ახალი წყაროები, შენიშნეთ შესაძლებლობები, აირჩიეთ არასტანდარტული გზები. მთავარია, დაივიწყოთ ხელის ჩაქნევის შესახებ. იგებს ის, ვინც მზადაა მზის ქვეშ თავისი ადგილისთვის საბრძოლველად.
11. ვირთხა
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხარი თავისი წინამორბედის მიმართ სავსებით ლოიალურია. ერთადერთო, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ვირთხის საფულეს – ესაა ფულისადმი თავქარიანი დამოკიდებულება და მიმნდობლობა. ჩართეთ ბუნებრივი ეშმაკობა და უსმინეთ ინტუიციას! თუ ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი, უარი თქვით გარიგებაზე, ფინანსურ ოპერაციაზე, შენაძენზე. არ უყუროთ რეკლამებს და შეწყვიტეთ ნებისმიერი დიალოგი პროფესიონალ გამყიდველებთან. ახლა ძალიან მარტივი იქნება თქვენი დაბნევა და არასწორი მიმართულებით გაშვება. დადებითი მხარე კი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თვითონ, როცა გარიგების ინიციატორის როლში მოხვდებით, იმდენად დამაჯერებელი და მჭერმეტყველი იქნებით, რომ მკვდარსაც კი დაარწმუნებთ და დაითანხმებთ. აიღეთ ყველაფერი ხელში და გამოიყენეთ ეს წერლი წარმატებული ვაჭრობისა და შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის.
12. ხარი
წლის მასპინძელს შეუძლია, მშვიდად წამოწვეს მწვანე მდელოზე და ზარმაცად იცოხნოს წვნიანი ბალახი. თუმცა, მზის სხივების ქვეშ ჩათვლემას ვერ მოახერხებს. დასვენებაში ხელს შეუშლის მძლავრი აფრენა, რაც ხარს მომავალ წელს ელის. ასეთი ბედნიერების უკან გაბრუნება დიდი სისულელე იქნებოდა. დაიჭირეთ იღბალი კუდით (ან რქებით, როგორც მოახერხებთ) და გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომლებიც მოგეცემათ, თითქოს თოვლის ბაბუამ ხურჯინიდან ამოიღოო. ძალა ნამდვილად გეყოფათ, შეუპოვრობაც არ გაკლიათ, ყველაფერი კი თქვენს სურვილზე იქნება დამოკიდებული. უბრალოდ, მეტი მოისურვეთ. იოცნებეთ უფრო თამამად, ენდეთ სამყაროს და გაზარდეთ თქვენი ფინანსური ჭურჭელი. გაბედეთ, ეს მართლაც თქვენი წელია! აი, ის, თუ რამდენს აიღებთ – მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.