გველი – 2021 წლის ჩინური ჰოროსკოპი

0
11429

თეთრი მეტალის ხარის დამდეგი წელიწადი გველის წელს დაბადებული ადამიანებისთვის, მეტწილად, რთული იქნება. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ადამიანებს წარუმატებლობის დროს შეუძლიათ ძალების მოკრება, გამოცდილება მათ სიბრძნეს მატებს და ერთგვარი კომპასივით მოქმედებს: გზას გვიჩვენებს. თუ გველები საკუთარ თავთან შეთანხმებული იმოქმედებენ, 2021 წლის ბოლოსთვის, მათ უკვე დადებით ემოციათა ფეიერვერკი ელოდებათ.

ჩინური კალენდრის მიხედვით, გველის წლები იყო:

  • 1929 (1929 წლის 10 თებერვალი – 1930 წლის 29 იანვარი) – მიწის გველი;
  • 1941 (1941 წლის 27 იანვარი – 1942 წლის 14 თებერვალი) – ოქროს (მეტალის) გველი;
  • 1953 (1953 წლის 14 თებერვალი – 1954 წლის 3 თებერვალი) – წყლის გველი;
  • 1965 (1965 წლის 2 თებერვალი – 1966 წლის 20 იანვარი) – ხის გველი;
  • 1977 (1977 წლის 18 თებერვალი – 1978 წლის 6 თებერვალი) – ცეცხლის გველი;
  • 1989 (1989 წლის 6 თებერვალი – 1990 წლის 26 იანვარი) – მიწის გველი;
  • 2001 (2001 წლის 24 იანვარი – 2002 წლის 11 თებერვალი) – ოქროს (მეტალის) გველი;
  • 2013 (2013 წლის 10 თებერვალი – 2014 წლის 30 იანვარი) – წყლის გველი;
  • 2025 (2025 წლის 29 იანვარი – 2026 წლის 16 თებერვალი) – ხის გველი…

გველის ნიშნის თვისებები

დიდი მოაზროვნეები – ასე უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც გველის წელს გაჩნდნენ. ისინი მუდმივად აანალიზებენ საკუთარ თავსა და ყველაფერს, რაც მათ გარშემო ხდება. თუმცა, თავიანთი დაკვირვების შედეგებს არ გვიზიარებენ, დასკვნებს არ ახმოვანებენ. ეს იმიტომ, რომ არ უყვართ კამათში ჩაბმა. თუ ამას ვერ არიდებენ თავს, აზრს არ იცვლიან, თუმცა, არც სხვების გადარწმუნებას ცდილობენ, რამდენადაც სწამს, რომ არ არსებობს მხოლოდ ერთი სწორი აზრი.

გველთან დაახლოება მარტივი არაა, თუმცა ის, ვინც ამას მოახერხებს, ნამდვილად იღბლიანი ადამიანია. გველი მხარს დაუჭერს რჩევით, დაეხმარება საქმითაც, დაუფიქრებლად გასცემს ყველაფერს, რაც აქვს, ამას კი არასდროს გაგიხსენებთ. გველი აფასებს მატერიალურ კეთილდღეობას და მიისწრაფვის კიდევაც მისკენ, თუმცა, არ ჩქარობს: მიზნისკენ ნელა, თუმცა მტკიცედ მიემართება.

2021 წლის ჰოროსკოპი ქალი გველისთვის

ქალი გველისთვის დამდეგი წელი საკმაოდ რთული იქნება: წლის დასაწყისში წააწყდება სირთულეებს ფინანსურ, პირად და კარიერულ სფეროებში. პრობლემები გადაწყდება, თუ დასახმარებლად სხვას მიმართავს. ნუ შეგრცხვებათ თხოვნა – აი, რა გადაგარჩენთ ამ რთულ პერიოდში. აგრეთვე, მიიღეთ დახმარება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგანაც – ისინი არასდროს დაგმადლიან.

გველმა ფინანსური დანაკარგი გაკვეთილად უნდა მიიღოს. თუ სიტუაციას გააანალიზებთ და დასკვნას გამოიტანთ, წლის ბოლოსთვის შეძლებთ ბედის მობრუნებას და ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებას.

პირად ცხოვრებაში რადიკალურად არაფერი იცვლება, თუმცა, ხანდახან წარმოიქმნება სიტუაციები, როცა ასეთი საკითხის წინაშე დადგებით: ღირს ყველაფრის ისე დატოვება, როგორც არის? თქვენ მაინც მიგიზიდავთ თავგადასავლების კორიანტელი. თუმცა, როგორც კი ვნებას მიეცემით, მაშინვე დიდ დანაკარგს იწვნით.

კარიერა არც იქეთ, არც აქეთ… მოგინდებათ მოძრაობა, რომელსაც ვერ მიიღებთ. სტაბილურობა გაგაღიზიანებთ. საბოლოო ჯამში, შეიძლება აფეთქდეთ. შესაძლოა, ეს აფეთქება უკეთესობისკენ გადადგმული უნებლიე ნაბიჯი აღმოჩნდეს. დამდეგ წელს, გველს გაუმარტივდება სწავლა. ცოდნა, რომელსაც ამ წელს მიიღებს, მომავალში გამოადგება.

2021 წლის ჰოროსკოპი კაცი გველისთვის

მამაკაცი გველისთვის მომავალმა წელმა განსაცდელი მოამზადა. როგორც მაცდუნებელი გველი, იგი ნიშნის წარმომადგენლებს რთული არჩევნის წინაშ დააყენებს. დარჩეს მიმდინარე ურთიერთობაში თუ თავით გადაეშვას ახალ რომანში? დარჩეს მიმდინარე თანამდებობაზე თუ იმოძრაოს და სცადოს რამე ახალი? მეგობრებთან ერთად გაემგზავროს ექსტრემალური თავგადასავლისთვის, თუ გეგმური ოპერაციისთვის დაწვეს?

კაცი გველი გამოირჩევა ჩაფიქრებულობით. მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორად ეჩვენება. თუმცა, მამაკაც გველებს წლის ბოლოს ეს ყველაფერი მოაკლდებათ. მის გვერდით კი აღმოჩნდებიან მეგობრები, ცხოვრების ერთგული თანამგზავრი და გამოცდილი კოლეგები. მამაკაცი არ შეუშინდება განსაცდელს, რამდენადაც გარშემო ბევრი მხარდამჭერი ეყოლება.

გველის სასიყვარულო ჰოროსკოპი

ვიმეორებ – გველს მომავალ წელს გაუჭირდება! ხარი მუდმივად შემოუგდებს მას ეჭვიანობის საბაბს.

დაოჯახებული გველი, ქორწინების მრავალი წლის განმავლობაში, პირველად იეჭვიანებს თავის პარტნიორზე. შემოდგომაზე მას გაუჩნდება ახალი ნაცნობობისა და თავგადასავლების ძებნის სურვილი. ბედისწერა მას გააცნობს ადამიანებს, რომლებიც მოხიბლავენ თავიანთი მჭერმეტყველებით. არჩევანი უკვე გველზეა. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, კოლეგები და მეგობრები მხარს აუცილებლად დაუჭერენ. თუმცა, ასტროლოგები ურჩევენ, რომ გაჭრამდე ასჯერ გაზომონ.

გველის ფინანსური ჰოროსკოპი

გველს უყვარს ფული. მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მანიპულაციას წინასწარ საგულდაგულოდ ითვლის. თუმცა, ამჯერად დანაკარგს თავიდან ვერ აიცილებს. წლის დასაწყისში, შეიძლება დაშავებული აღმოჩნდეთ, თუ ფინანსური უსაფრთხოების ბალიშს არ მოამზადებთ. ნუ ჩავარდებით პანიკაში! წლის ბოლოსთვის შეძლებთ სიტუაციის დასტაბილურებას და იმაზე მეტი ფულის გამომუშავებას, ვიდრე ელოდით.

გველის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი

მომავალ წელს გველი მიდრეკილი იქნება ინფექციური დაავადებისკენ. ქალაქის მეორე ბოლოში რომ დააცემინონ, გველს გადაედება. ჯანმრთელობის გაძლიერება ახლავე უნდა დაიწყოთ. ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს ახალი მეთოდებით, შეარჩიეთ ნაცადი ხერხები. ორგანიზმს აკაჟებდით? განაახლეთ ეს პრაქტიკა. მედიტაციას მიმართავდით? გააგრძელეთ! ვიტამინებს სვამდით? შეუკვეთეთ ახალი პარტია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ