
წელს რეტროგრადიული მერკურის შესახებ ხუმრობები და მიმები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ამ მოვლენის შესახებ ასტროლოგიისგან ძალიან შორს მყოფმა ადამიანებმაც კი გაიგეს. აი, რეტროგრადიული მარსის შესახებ კი ფართო საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის, თუმცა, იგი არანაკლებ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და ქცევებზე.
რეტროგრადიული შეიძლება იყოს მერკური, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ვენერა, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. რას ნიშნავს პლანეტების რეტროგრადიულობა? თუ მათ მიწიდან დავაკვირდებით, ამ პერიოდში დავინახავთ, რომ თითქოს ისინი უკუ ტრაექტორიით მოძრაობენ. თუმცა, ეს მხოლოდ ილუზიაა, რომელიც მაშინ იქმნება, როცა პლანეტა დედამიწას თავისი ორბიტის გასწვრივ უსწრებს. ასტროლოგები თვლიან, რომ ამ მოვლენის დადგომისას, იმ სფეროებში, რომლებზეც რეტროგრადიული პლანეტა აგებს პასუხს, ადამიანებს წარმატება არ ელით.
მარსი ცეცხლის, ომისა და აგრესიის პლანეტაა. იგი ზრდის ჩვენს აქტიურობას, ინიციატიურობასა და წარმატებისთვის ბრძოლას. მარსის რეტროგრადიულობის დროს, ჩვენ უფრო პასიური და ზარმაცი ვხდებით.
ბოლოს, მარსის რეტროგრადიული პერიოდი 2020 წლის 10 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე იყო, 2021 წელს კი ის არ გველოდება, რამდენადაც ეს პლანეტა რეტროგრადიული მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ ხდება და დაახლოებით 2.5 თვით აგრძელებს. ამიტომ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პერიოდის დასრულებას მოუთმენლად ელოდნენ, ვეტყვით, რომ შეუძლიათ, შვებით ამოისუნთქონ!
რეტროგრადიული მარსის გავლენა
რეტროგრადიული მარსის პერიოდში, ადამიანები გრძნობენ აპათიასა და ძალების შემცირებას, აკლდებათ მოტივაცია, თავდაჯერებულობა. შეიძლება შემცირდეს სექსუალური სურვილი და ამტანობა ფიზიკური დატვირთვების მიმართ. ამ პერიოდის დასრულება იმას ნიშნავს, რომ ენერგია და აქტიურობა საწყის დონეს უბრუნდება.
რეტროგრადიული მარსის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე:
1. ვერძი
მარსი ვერძების მმართველი პლანეტაა, ამიტომ, რეტროგრადიულობის პერიოდი ამ ნიშანზე გავლენას დანარჩენებზე უფრო მეტად ახდენს. მოსალოდნელია გრძნობების გამოხატვისა და სურვილების რეალიზაციის გართულება.
2. კურო
რეტროგრადიული მარსის პერიოდში, კუროებს ძილიანობა მოერევათ. მათი ჩვეულებრივი გამჭრიახობა და სიტუაციის პროგნოზის უნარი მცირდება.
3. ტყუპები
წარსულში მომხდარი კონფლიქტები შეიძლება გამწვავდეს, გაიზრდება მეგობრებთან და ახლობლებთან ახალი უთანხმოების გაჩენის ალბათობა.
4. კირჩხიბი
რეტროგრადიული მარსის გავლენა კირჩხიბზე გამოიხატება შფოთვისა და იმედგაცრუების შეგრძნებაში. ნუ დახარჯავთ ძალებს გარემოებათა დასაძლევად, დაკავდით უახლოესი მომავლის დაგეგმვით.
5. ლომი
მოტივაციის დაცემა ლომზე რეტროგრადიული მარსის გავლენის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა. ეს გაივლის, მანამდე პრიორიტეტთა გადაფასებით დაკავდით.
6. ქალწული
ამ პერიოდში ქალწული უნდა მოუფრთხილდეს პირობებს, რომლებსაც გასცემს. რეტროგრადიული მარსის დასრულებისას, მას დაუბრუნდება მანამდელი თვითკმაყოფილება.
7. სასწორი
რეტროგრადიული მარსი შეიძლება ურთიერთობებში პრობლემების გაჩენის მიზეზი გახდეს. სასწორმა უნდა შეიკავოს თავისი სიბრაზე და არ ჩაებას კონფლიქტებში.
8. მორიელი
ეს პერიოდი მორიელითვის თვითრეალიზაციის გზაზე წინააღმდეგობას წარმოქმნის. ამბიციების დაკმაყოფილებას ამ პერიოდის დასრულების შემდეგ შეძლებთ.
9. მშვილდოსანი
ამ დროს თქვენი ჟინი და აზარტი მცირდება. პირველ რიგში, კონცენტრირდით იმ დავალებებზე, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ.
10. თხის რქა
რეტროგრადიული მარსი თხის რქის ბავშვობის ტრავმებს ააქტიურებს. შეიძლება გაჩნდეს ოჯახთან დაკავშირებული პრობლემები.
11. მერწყული
უკუმსვლელი პლანეტა მანამდე კრეატიულ მერწყულებში იდეათა შეფერხებას გამოიწვევს.
12. თევზები
რეტროგრადიული მარსი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ პერიოდში არ გარისკოთ ფულით, არ ითამაშოთ აზარტული თამაშებით, არ გააკეთოთ იმპულსური შენაძენები.
რეტროგრადიული მარსი: რისი გაკეთება არ შეიძლება ამ პერიოდში?
პლანეტის გავლენა განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს იმ სფეროებში, რომლებიც მოითხოვს ინიციატიურობასა და ჯანსაღ აგრესიას. რეტროგრადიული მარსის პერიოდში, ასტროლოგები გვირჩევენ ზოგიერთი საქმიანობისგან თავის შეკავებას:
- არ გახსნათ ბიზნესი: მაღალია მკაცრი კონკურენციის რისკი, საქმე შეიძლება ჩაფლავდეს.
- არ დაიწყოთ რემონტი: ნამუშევარი უხარისხო იქნება. ბევრი რამის ხელახლა გადაკეთება მოგიხდებათ.
- არ დაიწყოთ ახალი სამსახური: რეტროგრადიული მარსის პერიოდში ნაპოვნი ახალი სამსახური თქვენს მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
- არ გააკეთოთ მსხვილი შენაძენი: დიდი ალბათობით, დაბანდება არ გაამართლებს. ნაყიდ ნივთებს დეფექტები ექნება.
- არ გაიკეთოთ ოპერაცია: თუ ჩარევა გადაუდებელი არაა, დაელოდეთ რეტროგრადიულობის დასრულებას.
- არ აითვისოთ სპორტის ახალი სახეობა: მაღალია ტრავმების ალბათობა, ჭარბი აქტიურობა რესურსებს გამოფიტავს.
- არ გაემგზავროთ ავტომობილით შორ გზაზე: ამ პერიოდში იმატებს ავტოსაგზაო შემთხვევები.
- არ დაქორწინდეთ: შესაძლებელია ხშირი კონფლიქტები.
როგორ გადავიტანოთ რეტროგრადიული მარსის გავლენა?
უკვე იცით, რისი გაკეთება არ შეიძლება მარსის რეტროგრადიულობის პერიოდში, ახლა კი გეტყვით, რისი გაკეთება შეგიძლიათ სანაცვლოდ:
1. ბოლომდე მიიყვანეთ დაუსრულებელი საქმეები
შესრულებული სამუშაოს შედეგის მიღება და ყველა შეუსრულებელი საქმის დასრულება – აი, რა უნდა იყოს თქვენი მთავარი პრიორიტეტი რეტროგრადიული მარსის პერიოდში.
2. დაისვენეთ
რამდენადაც ამ რთულ პერიოდში ბევრი ადამიანი თავს გამოფიტულად გრძნობს, დასვენება შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. თუ ამის საშუალება გაქვთ, რაღაც დროის განმავლობაში საერთოდ არაფერი აკეთოთ, ძალები მოიკრიბეთ.
3. დაგეგმეთ ახალი პროექტები
მხოლოდ დაგეგმეთ! როგორც გვახსოვს, ახალი წამოწყებები უნდა გადადოთ რეტროგრადიული მარსის დასრულებამდე. დაფიქრდით, როგორი შედეგის მიღება გსურთ და რისი გაკეთება შეგიძლიათ ამისთვის.
4. დაკავდით მედიტაციითა და სუნთქვითი ტანვარჯიშით
ეს პრაქტიკები მოგადუნებთ და აგავსებთ ენერგიით. ენერგია სწორედ ისაა, რაც ახლა გჭირდებათ.
5. სწორად იკვებეთ და მიიღეთ ვიტამინები
თუ ორგანიზმი ამ პერიოდში კარგ მდგომარეობაში არაა, მიმართეთ ვიტამინოთერაპიას.
მომცა ძალიან ბევრი ინფორმაცია მადლობა.